
გრილ, უამინდო დღეებში წინდები ჩვენს ჩაცმულობაში შეუცვლელ ფუნქციას ითავსებენ. ისინი მთელი დროის განმავლობაში ჩვენს თასმიან ბატინკებსა და შარვლებში ჩამალულები არიან და ფეხებს, სითბოს შესანარჩუნებლად, ყველაზე კეთილშობილურ სამსახურს უწევენ.
მოდი, წელს ვაქციოთ ისინი ჩვენი ჩაცმულობის მოდურ დეტალებად და გამოვაჩინოთ ჩვენი ტერფის „სამკაულები“!
ვაქციოთ, რატომაც არა?
ამისათვის გთავაზობთ სამ საუკეთესო მეთოდს, რათა შესამჩნევი გავხადოთ სხვადასხვა ფეხსაცმელში ჩამალული ჩვენი წინდები!
1. საშუალო სიმაღლის წინდა + ოქსფორდები

ოქსფორდებისა და საშუალო სიმაღლის წინდების დაწყვილება ქმნის მაღალყელიანი ბატინკების შთაბეჭდილებას. ასევე, ტყავის ფეხსაცმელს უბრალო, ყოველდღიურ ფეხსაცმლად აქცევს და ეს განსაკუთრებული წარმატებით მიიღწევა მაშინ, როცა ტყავის ოქსფორდებს ფერად წინდებს ვუხამებთ.
2. გამჭვირვალე წინდები + სნიკერსები

გამჭვირვალე წინდები შეგიძლია დაუმატო ნებისმიერ ჩაცმულობას, ადრიანი 90-იანების სულის გასაცოცხლებლად. ისინი ასევე დიდ სამსახურს უწევენ ადამიანებს, რომლებსაც წინდები სძულთ. გამჭვირვალე წინდები საუკეთესო საბაბია, გადაერთო სნიკერსებზე ცივ თვეებშიც კი, ვინმე არის, ვისაც ეს არ უნდა?
3. ფერადი/ორნამენტებიანი წინდები + ქუსლიანი ფეხსაცმელი

შენი საყვარელი ორნამენტებისა და ფერების მქონე წინდები უპირველესი რამ არის, რაც ჩაცმულობას მოსაწყენობისგან დაიცავს. ქუსლიან ფეხსაცმელსა და ხელჩანთას, ფერადი, ორნამენტებიანი წინდების დამატებით, სრულყოფილება, საუცხოობა და პოპფერები ემატება, რაც იდეალურია განწყობის გამოსაკეთებლად მაშინ, როცა არაფრის თავი არ გაქვს.
სწორედ ასეთია "ალტერსოქსის" წინდები, რომლებმაც გამოჩენისთანავე დაიმსახურეს საზოგადოების მოწონება.
სხვადასხვა ორნამენტისა და ფერის წინდები კარგად ერგება თქვენს ხასიათს და ამასთან ერთად, ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს.

თემები: წინდები
წყარო: <a href="http://www.preview.ph/fashion/3-ways-to-wear-socks-with-shoes-a1237-20160929">preview.ph</a>