მშობლები

3 რამ რასაც ბავშვი მუცლად ყოფნის დროს სწავლობს

3 რამ რასაც ბავშვი მუცლად ყოფნის დროს სწავლობს

1. შეიგრძნობს გემოს - პროფესორი პიტერ ჰეპერი დაინტერესდა შეიგრძნობს თუ არა ჩვილი გემოს მუცლად ყოფნის დროს. მან ჩაატარა კვლევა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ ფეხმძიმე ქალები. კვლევაში მონაწილე ფეხმძიმეები მიირთმევდნენ ნიორს და აღმოჩნდა, რომ როდესაც ბავშვები დაიბადნენ, მათ ნივრის სუნი მოსწონდათ.

მსგავსი რამ მოხდა სტაფილოს წვენთან დაკავშირებითაც - ბავშვებს (6-7 თვის), რომელთა დედებიც ფეხმძიმობის დროს სვამდნენ სტაფილოს წვენს, ძალიან მოსწონდათ ის.

 „ეს იმიტომ მოხდა, რომ ბავშვებმა ამოიცნეს იმ საკვების გემო, რომლებსაც დედა ფეხმძიმობის დროს იღებდა“, - ამბობს ჰეპერი. 

3 რამ რასაც ბავშვი მუცლად ყოფნის დროს სწავლობს

2. შეიგრძნობს მუსიკას - ფინეთში მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი. დააკომპლექტეს ორი ჯგუფი ფეხმძიმე ქალებისგან. ერთ ჯგუფში შემავალი ფეხმძიმეები მთელი დღე იავნანას უსმენდნენ, ხოლო მეორე ჯგუფის წარმომადგენლები - საერთოდ არანაირ მუსიკას.

როცა ბავშვები დაიბადნენ, შედეგი ასეთი იყო - ბავშვებს პირველი ჯგუფიდან ჰქონდათ რეაქცია მუსიკაზე, ხოლო მეორე ჯგუფის ბავშვები ინდიფერენტულები იყვნენ მუსიკის მიმართ.

მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვს მუცლად ყოფნის დროს მუსიკა ესმის.

3 რამ რასაც ბავშვი მუცლად ყოფნის დროს სწავლობს

3. შეიგრძნობს საუბარს - ნიუ იორკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა, ათენა ვულუმანოსმა შეადარა ახალშობილი ბავშვების რეაქცია ადამიანების ხმებზე და აღმოაჩინა, რომ ისინი უფრო მეტად დედის ხმაზე რეაგირებენ, ვინაიდან მუცლად ყოფნის დროს დედის ხმა ყველაზე ხშირად ესმით.

3 რამ რასაც ბავშვი მუცლად ყოფნის დროს სწავლობს



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>