ჰოროსკოპი

როგორ უნდა აცდუნოთ ქალი - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

როგორ უნდა აცდუნოთ ქალი - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

1. ვერძი - მიეცით მას გადაწყვეტილებების მიღების უფლება. იგრძნოს, რომ ავტორიტეტი აქვს. ვერძი ქალები არიან გულახდილები. აჩვენეთ მათ, რომ სანდოები ხართ, ის მაშინვე გადაგიშლით გულს. უყვარს როცა თავის საიდუმლოებს ვინმეს ანდობს. ის ვერ იტანს ეჭვიანობას. ნუ შეზღუდავთ, თუ გსურთ, რომ მისი გული მოიგოთ. ის თავს უკეთ გრძნობს როცა თავისუფალია. არ უყვარს მონოტონური ცხოვრება. ენერგია, ენთუზიაზმი, ვნება, გამოწვევები - ეს არის ის, რასაც ვერძი ქალი მამაკაცში ეძებს.

როგორ უნდა აცდუნოთ ქალი - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით


2. კურო - ოქროს წესი კურო ქალის მოსახიბლად არის მოთმინების გამოჩენა. ნუ იჩქარებთ. თუ რაიმეს მისთვის არასასიამოვნოს იგრძნობს, ის ისევე სწრაფად გაქრება თქვენი ცხოვრებიდან, როგორც გამოჩნდა. მიუხედავaდ იმისა, რომ კურო ქალები ძალიან პრაგმატულები არიან, ისინი რომანტიკულ მამაკაცებს ეძებენ და ისეთებს, რომლებიც კარგად გამოიყურებიან. ის დიდ ყურადღებას აქცევს თქვენი ჩაცმის სტილსა და აქსესუარებს. ნუ აჩვენებთ, რომ ეჭვიანობთ, თორემ სწრაფად გაიქცევა. უჩვენეთ მას რომ შეგიძლიათ მხარში ამოუდგეთ, რომ კარგად ანაზღაურებადი სამსახური გაქვთ და შესანიშნავად ამზადებთ კერძებს.

როგორ უნდა აცდუნოთ ქალი - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით


3. ტყუპები - ის ცხოვრებაში ეძებს მხიარულებას და იზიდავს ყველაფერი, რაც ახალი და განსხვავებულია. თქვენ უნდა იყოთ კრეატიული ადამიანი თუ ტყუპი ქალების მოხიბვლა გსურთ. ნუ აჩვენებთ მას, რომ ეჭვიანობთ. მათ მოსწონთ მამაკაცები, რომლებიც ბევრს საუბრობენ და ჰყავთ ბევრი მეგობრები. თუ მორცხვი ხართ, სჯობს ტყუპი ქალებისგან თავი შორს დაიჭიროთ. მათ მოსახიბლად აუცილებლად გჭირდებათ იუმორის გრძნობა. გიჟდებიან ადამიანებზე, რომლებსაც იუმორის გრძნობა აქვთ.

როგორ უნდა აცდუნოთ ქალი - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

4. კირჩხიბი - თუ გსურთ, რომ კირჩხიბის გული მოიგოთ, ისე უნდა მოიქცეთ თითქოს მათი დახმარება გჭირდებათ. ის ძალიან მოსიყვარულეა. ესაუბრეთ ოჯახის შესახებ, რადგანაც ეს კირჩხიბი ქალებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. შეგიძლიათ სთხოვოთ მშობლების, ნათესავების ფოტოების ჩვენება. ისინი ოცნებობენ სახლზე ლამაზი ეზოთი, ბავშვებზე და ცხოველებზე. თუ მსგავსი რამ თქვენც გაინტერესებთ, აჩვენეთ მას, რომ „ოჯახის ბიჭი“ ხართ. კირჩხიბებს მოსწონთ მამაკაცები, რომლებსაც მათი მოსმენა და თანაგრძნობა შეუძლიათ.

როგორ უნდა აცდუნოთ ქალი - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით


5. ლომი - თუ მოახერხებთ დააჯეროთ, რომ მას მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალად თვლით, მისი გული თქვენია. მიეცით უფლება, იყოს ლიდერი. ლომ ქალებს უყვართ ადამიანებთან კომუნიკაცია და გართობა. ისინი არიან ერთგულები და მოსიყვარულეები და მამაკაცშიც ასეთ თვისებებს ეძებენ. კონკურენცია საინტერესოა ლომი ქალებისთვის, ამიტომაც თქვენი თაყვანისმცემელი ქალები დიდად არ ანაღვლებს, მაგრამ თუ შეამჩნევს რომ ატყუებთ, ყველა მცდელობა წყალში ჩაგეყრებათ.

როგორ უნდა აცდუნოთ ქალი - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით


6. ქალწული - სთხოვეთ მათ დახმარება და რჩევა. როცა ქალწული ზოდიაქოს ნიშნის ქალი გყავთ გვერდით, ყოველთვის მოწესრიგებული უნდა იყოთ, გქონდეთ ჩაცმის თქვენი სტილი, მოწესრიგებული ვარცხნილობა და ფეხსაცმელი ყოველთვის უნდა იყოს სუფთა. ქალწულებს არ უყვართ ხუმრობა და ანეგდოტები. მათ დიდი დრო სჭირდებათ იმაში გასარკვევად მოსწონხართ თუ არა, ამიტომ მოთმინების გამოჩენა მოგიწევთ. მატერიალური კეთილდღეობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ გადაყრით ფულს, მოსწონთ ხელმომჭირნე მამაკაცები და თუ შეამჩნევენ, რომ ფულს ფლანგავთ, მის გულს ვერ მოიგებთ.

როგორ უნდა აცდუნოთ ქალი - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით


7. სასწორი - მას უყვარს ფლირტი და სიამოვნებას იღებს იმით, რომ პოპულარულია. ნუ აიძულებთ მას თქვენთან ყოფნას, მიეცით უფლება, თავად გააკეთოს არჩევანი. მათ უყვართ მშვიდი მამაკაცები და მათთან ერთად დღეების წყნარად გატარება. მას გვერდით რომანტიკული კაცი სჭირდება, რომელიც კარგი მსმენელია. სასწორებს მოსწონთ კაცები, რომლებიც ყურადღებას აქცევენ თავის მოვლას, გარეგნობას. ატარებენ გემოვნებიან აქსესუარებს. თუ მისი მოხიბვლა გსურთ, პირველ რიგში, საუკეთესო მეგობარი უნდა გახდეთ. უნდა იქცეთ ისეთ ადამიანად, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობა.

როგორ უნდა აცდუნოთ ქალი - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით


8. მორიელი - თუ საიდუმლოებით მოცული და დამაინტრიგებელი მამაკაცის იმიჯი გაქვთ, ის თქვენ ყველაზე მომხიბვლელად მიგიჩნევთ. თუ მოატყუებთ, გახსოვდეთ რომ ეს არასოდეს დაავიწყდებათ. მორიელ ქალებთან თამაში ძალიან სახიფათოა. მორიელ ქალებს იზიდავენ მამაკაცები, რომლებსაც აქვთ მისწრაფებები და არიან პროფესიონალები. მათ სძულთ, როცა ვინმე რაიმეს გაკეთებას აიძულებთ. არასოდეს ასწავლოთ როგორ მოიქცეს და არასოდეს მისცეთ რჩევა.

როგორ უნდა აცდუნოთ ქალი - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით


9. მშვილდოსანი - პირველი წესი მშვილდოსანი ქალის მოსახიბლად არის ის, რომ შეგეძლოთ მისი გაცინება, არაა საუბარი ღიმილზე, მისი ხმამაღლა გაცინება უნდა შეძლოთ. არ აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობთ, არაფერი დაუმალოთ, იყავით პატიოსანი. თუ მშვილდოსანი ტყუილში გამოგიჭერთ, ნდობის დაბრუნება თითქმის შეუძლებელია.

მშვილდოსან ქალებს მოსწონს კაცები, რომლებიც მათ რჩევას სთხოვენ. მათ უყვართ მორალზე საუბარი, ასევე ცხოვრებაზე და დედამიწაზე ადამიანის დანიშნულების შესახებ. თუ ფერადი სასიყვარულო ისტორიები გაქვთ, მოუყევით მათ, მშვილდოსანი ქალი გიჟდება მამაკაცზე, რომელსაც დიდი სექსუალური გამოცდილება აქვს. იყავით პოზიტიურები. როდესაც გაბრაზებული ხართ, მშვილდოსანი ქალი ყოველთვის გამონახავს გზას თქვენს გასაცინებლად და ცხოვრების ჩვეულებრივ მხიარულ რეჟიმში გასაგრძელებლად.

როგორ უნდა აცდუნოთ ქალი - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით


10. თხი რქა - მის მოსახიბლად უნდა აჩვენოთ, რომ გამოსადეგი ადამიანი ხართ. თხის რქა ქალები არიან ამბიციურები, რეალისტები და პრაქტიკულები. ამიტომაც მოსწონთ კაცები, რომლებიც მიზნის მიღწევაში დაეხმარებიან. ამ ქალებს მოსწონთ მიზანსწრაფული მამაკაცები, რომლებიც ორიენტირებულები არიან წარმატებაზე და კარიერაზე. თუ ზარმაცი ხართ, დაივიწყეთ ეს ქალი, ის თქვენი არასოდეს გახდება. მათ მოსწონთ კაცები, რომლებმაც იციან რა სურთ ცხოვრებაში, რისი გაკეთება უნდათ. შეგიძლიათ ესაუბროთ პოლიტიკაზე, ფინანსებსა და გლობალურ ეკონომიკაზე - მათ უყვართ ამ თემებზე დისკუსია.

როგორ უნდა აცდუნოთ ქალი - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

11. მერწყული - თუ გსურთ ოდესმე მისი „ბოიფრენდი“ გახდეთ, პირველ რიგში, მისი ნდობა უნდა მოიპოვოთ და დაუმეგობრდეთ. ყველაზე დიდი შეცდომა ის იქნება თუ მას თავისუფლებას შეუზღუდავთ. მერწყულ ქალებს არ მოსწონთ კაცები, რომლებიც მარტივად ამოსაცნობები არიან და მათი ყველა თვისება და ხასიათის შტრიხი ხელის გულზეა. შეგიძლიათ მოუწყოთ რომანტიკული სიურპრიზები - რომანტიკული ვახშამი, პიკნიკი და ა.შ.

როგორ უნდა აცდუნოთ ქალი - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

12. თევზები - თევზ ქალებს მოსწონთ კაცები, რომლებიც ჩუქნიან ყვავილებს და უტოვებენ სასიყვარულო წერილებს. ეს ქალები არიან ძალიან ბავშვურები. თევზებს მოსწონთ კაცები, რომლებიც არიან კარგი მსმენელები. რომლებსაც არ ეშინიათ გრძნობების გამოხატვის. ნუ დაიშურებთ კომპლიმენტებს. უთხარით, რომ შთამბეჭდავად აცვია, საოცრად გამოიყურება და ა.შ. სცადეთ, გაუგოთ მათ ყველანაირ სიტუაციაში.

როგორ უნდა აცდუნოთ ქალი - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით



<a href="cosmo.com">cosmo.com</a>