თბილისის მოდის კვირეული გვანებივრებს უცხოელი დიზაინერების ჩვენებებით. როგორც ქართული, ასევე არაქართული ბრენდების ჩვენებები, ძირითადად, ისტორიის მუზეუმ ქარვასლაში ეწყობა.
კვირეულის მე-4 დღეს, უკრაინული ბრენდის, SAYYA-ს ჩვენება გაიმართა. დიზაინერის 2017/2018 წლის ქალი თამამი და გაბედულია, ზამთარშიც კი არ ეშინია ისეთი ქსოვილების ტარების, როგორიც აბრეშუმია. გარდა აბრეშუმისა, დიზაინერის კოლექცია გამორჩეულია ხავერდის დეტალებითაც. SAYYA-ს ახალი კოლექცია არ კარგავს თავისუფლების და კომფორტულობის განცდასაც.
TREND გთავაზობთ ფოტოებს დიზაინერის ჩვენებიდან:
თემები: სტილი, მოდა, 2017 წლის ტენდენციები, ქართველი დიზაინერები, Georgian Designers, თბილისის მოდის კვირეული, SAYYA
Trend.ge