თბილისის მოდის კვირეულის, 22 აპრილის საღამო დიზაინერის, MIA-ს 2017/2018 შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებით დასრულდა. ყველა სხვა კოლექციისგან განსხვავებით, MIA-ს კოლექცია მთლიანად ნაზი და ქალურია. კოლექციაში არ გვხვდება მუქი ფერები, დიზაინერი ძირითადად პასტელური, ღია, თბილი ფერების მოყვარული ქალბატონებისთვის ქმნის.
როგორც MIA TREND.-თან საუბარში აღნიშნავს, მისი ქალი, ან ნებისმიერი ქალი, რომელიც მის კოლექციას მოირგებს, ძალიან თამამი და გაბედულია, რადგან ზამთარშიც კი ღია, ნაზ ფერებს ანიჭებს უპირატესობას. დიზაინერი არღვევს სტერეოტიპს იმის შესახებ, რომ შემოდგომა/ზამთარი მუქი ფერების სეზონია და მუშაობს, მსუბუქ, ზოგ შემთხვევაში, ჰაეროვან ქსოვილებზეც კი.
თბილისის მოდის კვირეულის მე-15 სეზონი 19 აპრილს გაიხსნა და გუშინ, 23 აპრილს, დიზაინერ ლაშა ჯოხაძის ჩვენებით დასრულდა.
TREND. გთავაზობთ MIA-ს ჩვენების ფოტოებს:
თემები: სტილი, მოდა, 2017 წლის ტენდენციები, ქართველი დიზაინერები, Georgian Designers, თბილისის მოდის კვირეული, MIA
Trend.ge