ის, თუ როგორი პოზიცია გაქვთ, როდესაც სხედხართ, ბევრ რამეს ამბობს თქვენს პიროვნებაზე.
1. გადაჯვარედინებული ფეხები - თუ ისე სხდებით, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები, ეს ნიშნავს, რომ ხართ მზრუნველი და გონებაგახსნილი ადამიანი, იდეებით სავსე. ასე ჯდომა თუ გიყვართ ეს რა თქმა უნდა, თქვენ მოქნილობაზე მეტყველებს და ამავდროულად, თქვენი გონებრივი შესაძლებლობებიც მაღალია.
2. სწორად ჯდომა - თუ ამ პოზიციის ჯდომა მოგწონთ, თქვენ ხართ საკუთარ თავში დარწმუნებული, თავდაჯერებული, ძლიერი და საიმედო პიროვნება. ყოველთვის მზად ხართ სხვებს დახმარების ხელი გაუწოდოთ. ამასთანავე იცით, როგორ გაერთოთ და როგორ მიიღოთ ცხოვრებისგან სიამოვნება.
3. დაყრდნობა - თუ გიყვართ ისე ჯდომა, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები, ეს იმის ნიშანია, რომ გაქვთ ანალიტიკური აზროვნების უნარი. ხართ ძალიან ფრთხილი ადამიანი. ასევე ეს მიუთითებს, რომ ხართ გულისხმიერი და შეგიძლიათ სხვისი გრძნობებისა და ფიქრების გამოცნობა.
4. ფეხების გადაჯვარედინება - თუ ასე ჯდომა გიყვართ, ეს მიუთითებს, რომ დახვეწილი და ელეგანტური ხართ. ჯდომის ეს პოზიცია, ერთგვარად ადუნებს სხეულს და ფეხს დაღლილობას უხსნის, ამიტომ ითველბა, რომ კომფორტის მოყვარე ადამიანი ხართ. ასე დედოფლები სხდებიან. შეიძლება მას ჯდომის სამეფო პოზიციაც ვუწოდოთ.
5. ეხებით სავარძლის სახელურებს - ეს ნიშნავს, რომ ძალიან მგრძნობიარე ხართ. გიყვართ, როცა თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობთ. ხართ სტაბილური და გაწონასწორებული ადამიანი.
6. თუ ჯდომისას მკლავები გადაჯვარედინებული გაქვთ - ეს მიუთითებს, რომ ძლიერი და თავდაჯერებული ხართ. ამ ადამიანებს ძალიან უყვართ ფიქრი, არიან სერიოზულები და აქვთ ანალიტიკური აზროვნების უნარი.
7. თუ გიყვართ დაჯდომა ისე, როგორც ფოტოზეა აღბეჭდილი - ეს მიუთითებს, რომ ხართ საოცრად მზრუნველი, თბილი და მოსიყვარულე ადამიანი. ხართ კეკლუცი და გიყვართ ფლირტი. ამასთანავე, თქვენ მარტივად მისაწვდომი ხართ.
8. თუ დაჯდომის დროს ხელების ფეხებს შორის განთავსება მოგწონთ - ეს თქვენს მორცხვ ხასიათზე მიუთითებს. ამასთანავე, ხართ მშვიდი და გაწონასწორებული, ძალიან მგრძნობიარე და ნაზი ნატურა.
9. თუ გიყვართ მუხლებზე ჯდომა - თუ დაჩოქილი პოზიცია მოგწონთ, თქვენ გიყვართ სხვების დახმარება, დროის ოჯახთან ერთად გატარება, ასევე მოგწონთ ბავშვებთან თამაში. ბუნებით ლიდერი ხართ და შეგიძლიათ პრობლემების ძალიან მარტივად გადაჭრა.
10. თუ მოგწონთ ისე ჯდომა, როგორც ფოტოზეა აღბეჭდილი - ეს თქვენს თავდაჯერებულობაზე მეტყველებს. გადაწყვეტილებებს მარტივად იღებთ, არ გიყვართ ბევრი ფიქრი. ხართ საოცრად მეგობრული და მარტივად იმეგობრებთ ადამიანებს.
11. თუ ჯდომის დროს ხშირად იცვლით პოზიციას - ეს მიუთითებს, რომ ხართ ორგანიზებული ადამიანი, პუნქტუალური და იცით დროის ფასი. ყოველთვის ასრულებთ დაპირებებს და ინარჩუნებთ სიმშვიდეს ქაოსის დროსაც კი.
12. თუ ჯდომის დროს ხელებს ფეხებზე დებთ - მშვიდობისმოყვარე და კეთილი ადამიანი ხართ. ასევე ხართ ლოიალური და კონტაქტური. თქვენი საუბარი ყველას ხიბლავს და საზოგადოება პატივს გცემთ.
13. თუ ხელები ერთმანეთზე გაქვთ ჩაჭიდებული - ეს ნიშნავს რომ ხართ ძალიან ვნებიანი და ემოციური ადამიანი, ამასთანავე ძალიან თბილი და ტკბილი პიროვნება. გიყვართ როცა ადამიანებს აცინებთ და ბედნიერება მოგაქვთ მათთვის.
თემები: ურთიერთობა, ქალები, რჩევები, ჯდომა, მანერა
<a href="https://www.littlethings.com">https://www.littlethings.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია