ვარსკვლავების 15 ყველაზე დასამახსოვრებელი კაბა - სამოსი, რომელმაც დროს გაუძლო
- 24.04.2017
1. მერლინ მონრო („შვიდი წლის თავზე“ - 1955) - ლეგენდარული „ფრიალა“ კაბა მსახიობს ეცვა ფილმში „შვიდი წლის თავზე“. მომავალში კაბა ინსპირაციის წყარო გახდა როგორც ჰოლივუდის ვარსკვლავებისთვის, ასევე დიზაინერებისთვის. მიუხედავად მარტივი დიზაინისა, ეს კაბა ნებისმიერ ქალს ამშვენებს და ელეგანტურს ხდის.
2. ჯულია რობერტსი („ლამაზმანი“ – 1990) - წითელი ელეგანტური საღამოს კაბათეთრი ხელთათმანებით დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას და დღემდე ქალებისთვის მსგავსი კაბა წვეულებაზე საუკეთესესო არჩევანია.
3. ანჯელინა ჯოლი - მისი გამოჩენა წითელ ხალიჩაზე და ჩაცმის სტილი ყოველთვის შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელია. თუმცა არც ერთ მის სამოსს არ გამოუწვევია საზოგადოების ისეთი აღფრთოვანება, როგორიც ამ შავმა კაბამ.
4. ოდრი ჰეპბერნი („საბრინა“ - 1954) - ამ ფილმში ოდრის პერსონაჟმა არა მხოლოდ მამაკაცების გულები დაიპყრო, არამედ ქალებიც „დაატყვევა“. ქალები ოდრის ულამაზესმა კაბამ მიაჯაჭვა ეკრანებს.
5. გრეის კელი („დაიჭირე ქურდი“ - 1995) - ეს დახვეწილი კაბა დღემდე აღაფრთოვანებს ადამიანებს და სტილი ქალებისთვის მისაბაძია.
6. ოდრი ჰეპბერნი („საუზმე ტიფანისთან“ - 1961) -ეს საოცარი შავი კაბა დღემდე გლამურისა და ელეგანტურობის სიმბოლოა.
7. ელიზაბეტ ტეილორი („კლეოპატრა“ - 1963) - ელიზაბეტ ტეილორს კლეოპატრას როლში ულამაზესი ოქროსფერი კაბა ეცვა. ძნელია ნახო ერთხელ ეს კაბა და ის შენი გონებიდან წაიშალოს.
8. მერლინ მონრო - როდესაც მონრომ ჯონ კენედის უმღერა დაბადების დღეზე “happy birthday”, მას გრძელი ულამაზესი, ბრჭყვიალა კაბა ეცვა, რომელშიც მერლინი საოცრად სექსუალურად გამოიყურებოდა.
9. ვივიენ ლი („ქარწაღებულნი“ - 1939) - სკარლეტ ო’ჰარა შეუდარებლად გამოიყურებოდა ამ ულამაზეს, ელეგანტურ ბორდოსფერ კაბაში.
10. ჯენიფერ გრეი („ბინძური ცეკვები“ - 1987) - ყველას ახსოვს ცნობილი სცენა ბინძური ცეკვებიდან, როცა ფილმის ბოლოს მთავარი გმირები ერთად ცეკვავენ. ფილმის წარმატების ერთ-ერთი გასაღები, როგორც კინოს კრიტიკოსები ამბობენ, ბეიბის კაბა გახდა. ეს კაბა დღემდე ხიბლავს საზოგადოებას.
11. მიშელ პფაიფერი („ნაიარევი სახე“ - 1983) - მაყურებელი თანხმდება, რომ პფაიფერის კაბა ამ ფილმში ულამაზესია და შეუძლებელია მისი დავიწყება.
12. პრინცესა დაიანა - პრინცესას საოცარი გემოვნება ჰქონდა და მისი ყველა კაბა დღემდე დიდი მოწონებით სარგებლობს. ეს ელეგანტური კაბა პრინცესას შეუდარებელი გემოვნების ერთ-ერთი მაგალითია.
13. შერონ სტოუნი („ძირითადი ინსტინქტი“ - 1992) - შერონ სტოუნს უმოკლესი და სუპერ სექსუალური კაბა ფილმის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტში ეცვა და ის დღემდე იწვევს აღფრთოვანებას.
14. კამერონ დიასი („ნიღაბი“ - 1994) - მსახიობი ამ წითელ და სექსუალურ კაბაში შეუდარებლად გამოიყურებოდა.
15. ქეით უინსლეტი („ტიტანიკი“ - 1997) - ძნელია იპოვნოთ ადამიანი, რომელსაც ეს ფილმი ნანახი არ აქვს. მათი უმეტესობა გიჟდება მთავარი გმირის სამოსზე, რომელიც მას ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ ეპიზოდში აცვია.
თემები: მოდა, ტანსაცმელი, ვარსკვლავების ჩაცმულობა, ქალები, რჩევები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>