სტილი

Jewellery by MaKa - სამკაული რომელსაც ასაკი არ აქვს

Jewellery by MaKa - სამკაული რომელსაც ასაკი არ აქვს

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც არაფერი არსებობს უბრალოდ. სამყაროში, სადაც შენი ინდივიდუალური ხედვით ყველაფერი შეგიძლია აქციო ხელოვნების ნიმუშად, სადაც ყველაფერს შეგიძლია მნიშვნელობა მიანიჭო და შექმნა ის, რაზეც საკუთარ ხელწერას სამუდამოდ დატოვებ.

თანამედროვე სამყარო იმ რესურსებისა და იდეების კომბინაციაა, რომლებიც იქცა და რჩება ადამიანების მთავარ იარაღად, იყვნენ გამორჩეულები, საფუძველი ჩაუყარონ ახალ ტენდენციებს, გამოირჩეოდნენ სხვებისგან. ჩვენი რეალობა სხვა არაფერია, თუ არა იმ გზების კვეთა, რომლებზეც დიდი და ორიგინალური იდეების მქონე ინდივიდუალისტები დააბიჯებენ.

Jewellery by MaKa - სამკაული რომელსაც ასაკი არ აქვს

TREND. ერთ-ერთი ასეთი ადამიანის შესახებ გიამბობთ, რომელიც სამყაროში არსებულ სხვადასხვა მოცემულობებს მის ინდივიდუალურ ხედვას უკავშირებს და ქმნის ქალის სილამაზის განუყრელ ატრიბუტს - სამკაულს.

Jewellery by MaKa - სამკაული რომელსაც ასაკი არ აქვს

მაკა ჩხეიძე რამდენიმე წელია Jewellery by MaKa-ს ქმნის. მან თავდაპირველად სამკაულების კეთება მხოლოდ საკუთარი თავისთვის დაიწყო და უკვე სამი წელია, რაც მომხმარებლებს ემსახურება. როგორც თავად გვიყვება, მან ეს საქმიანობა მამისგან ისწავლა და სწორედ მამას აკვირდებოდა, როგორ აძლევდა იგი ფორმებს სხვადასხვა ძვირფას ლითონს, როგორ აქცევდა მათ რეალურ ქმნილებებად. 

Jewellery by MaKa - სამკაული რომელსაც ასაკი არ აქვს

საბოლოოდ, მაკა ჩხეიძის ხედვა რეალურ სამკაულებად ჩამოყალიბდა და ბრენდის, Jewellery by MaKa-ს სახე მიიღო. ადამიანები მიჩვეულები ვართ იმას, რომ თითოეულ შემოქმედებით ნიმუშს მუზა, ინსპირაცია, ცხოვრების მოვლენა ან გამოცდილება სჭირდება. თუმცა, მაკა ჩხეიძის მუშაობის სტილი განსხვავებულია. იგი დეტალებს ამჩნევს გარშემო არსებულ ნებისმიერ მოცემულობაში, იქნება ეს შენობის კონსტრუქცია, ბუნების დეტალი თუ სხვა. წარმოსახვის საშუალებით კი ცდილობს ნანახი ორიგინალურ ფორმებად გარდაქმნას და საკუთარი სამკაულების ერთიან სტილს მოარგოს. მაკა ჩხეიძე ძირითადად ვერცხლზე მუშაობს, რომელსაც, ორ ფერს - ოქროსფერსა და შავს სძენს. მაკას შემოქმედებაში სრულიად ოქროსფერ სამკაულს მხოლოდ მარტივი ფორმები აქვს. როგორც წესი, ავტორი ამ ორი ფერის კონტრასტს გაცილებით ხშირად იყენებს. რაც შეეხება ნატურალურ ქვებს, რომლებსაც ხშირად ვხვდებით Jewellery by MaKa-ს სამკაულებში, ისინი ავტორს თავად კარნახობს ფორმებს და იმასაც, თუ რა სამკაული უნდა დამზადდეს ამა თუ იმ ქვით.

Jewellery by MaKa - სამკაული რომელსაც ასაკი არ აქვს

Jewellery by MaKa თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქმნის განსხვავებულს, ქმნის ისეთ სამკაულს, რომელსაც ასაკი არ აქვს. ბეჭდები, საყურე, გულსაბნევები და გულსამაგრები შეიძლება ერთნაირად მოიხდინოს სხვადასხვა ასაკის ქალმა. ისინი ერთნაირად ექსტრავაგანტული და თვალშისაცემია, როგორც ჯინსსა და ყოველდღიურ, ასევე საღამოს კაბასა და გამოსასვლელ ტანისამოსზეც. მაკა ჩხეიძის მიერ შექმნილ თითოეულ სამკაულს ეტყობა ავტორის სიყვარული და ფაქიზი დამოკიდებულება საკუთარი ქმნილებების მიმართ. თითოეულ სამკაულში დებს საკუთარ ნაწილს და ალბათ ეს განაპირობებს იმასაც, რომ კონკრეტული მომხმარებლისთვის Jewellery by MaKa-ს ტარება ყოველდღიურობად, ტრადიციად და დაუძლეველ სურვილად იქცევა.

Jewellery by MaKa - სამკაული რომელსაც ასაკი არ აქვს

ავტორმა ყოველთვის იცის თუ ვისთვის ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ იგი თავის მომხმარებელს არ იცნობს, გრძნობს, რომ ესა თუ ის ბეჭედი, გულსაბნევი, კონკრეტული ხასიათისთვის იქმნება. შესაძლოა ითქვას, რომ მაკა ჩხეიძის საკმაულები, თავად ირჩევენ თავიანთ პიროვნებებს.

Jewellery by MaKa - სამკაული რომელსაც ასაკი არ აქვს

ქალი, რომელიც Jewellery by MaKa-ს ირჩევს, ძლიერი, რისკიანი, ავანტიურისტი და თავდაჯერებულია. არ ეშინია განსხვავებულობის და სხვების გაოცებას, საკუთარი თავის გაკვირვებით იწყებს. Jewellery by MaKa-ს მომხმარებელი თავგადასავლების მოყვარულია, მრავალფეროვანი ცხოვრება აქვს და ქალურობასთან და დახვეწილობასთან ერთად, ყველასთვის შესამჩნევი და დასამახსოვრებელია.

Jewellery by MaKa - სამკაული რომელსაც ასაკი არ აქვს

Jewellery by MaKa-ს სამკაულების შეძენა მომხმარებელს ფეისბუქ გვერდის საშუალებით შეუძლია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მაკა ჩხეიძე, ნებისმიერ მსურველს მისი სამკაულების პერსონალურ გამოფენაზე ეპატიჟება, რომელსაც, 12-14 მაისის ჩათვლით, შ. რუსთაველის გამზირზე, N13-ში მდებარე გალერეა შარდენი უმასპინძლებს.

Jewellery by MaKa - სამკაული რომელსაც ასაკი არ აქვს

თუ ხარ ქალი, რომელსაც არ სჭირდება ასაკი თავდაჯერებულობისთვისა და გამბედაობისთვის, რომელსაც მოსწონს განსხვავებული და ეძებს ახალ ემოციებს, Jewellery by MaKa თქვენთვის ქმნის.

Trend.ge