LIFE

17 მოულოდნელი რომანტიკული ჟესტი, რომლითაც პარტნიორს სიყვარულს დაუმტკიცებთ

17 მოულოდნელი რომანტიკული ჟესტი, რომლითაც პარტნიორს სიყვარულს დაუმტკიცებთ

ზოგჯერ სიყვარულის დასამტკიცებლად უბრალო და მარტივი ქმედებები ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

მარტივ სიურპრიზებს თქვენი საყვარელი ადამიანის გახარება შეუძლია და მის სახეზე ღიმილს დაინახავთ, რომელიც თქვენი „ბრალი“ იქნება“

1. გარეცხეთ ჭურჭელი - ან გააკეთეთ ისეთი რამ რისი გაკეთებაც მას ეზიზღება.

17 მოულოდნელი რომანტიკული ჟესტი, რომლითაც პარტნიორს სიყვარულს დაუმტკიცებთ

2. აიღეთ ტელეფონი და sms-ის გაგზავნის ნაცვლად, დაურეკეთ - რაიმე სასაცილო და საინტერესო შეგემთხვათ? - დაურეკეთ მას და ასე მოუყევით. შეიძლება ცუდ ხასიათზე ხართ, დაურეკეთ და უთხარით, რომ უბრალოდ მისი ხმის გაგონება გსურდათ.

17 მოულოდნელი რომანტიკული ჟესტი, რომლითაც პარტნიორს სიყვარულს დაუმტკიცებთ

3. არ იკამათოთ იმაზე თუ სად გაატარებთ უქმეებს, თავად დაგეგმეთ - დაგეგმეთ ისე, როგორც მას მოეწონება და ნუ დახარჯავთ დროს ამ თემაზე კამათში.

17 მოულოდნელი რომანტიკული ჟესტი, რომლითაც პარტნიორს სიყვარულს დაუმტკიცებთ

4. ჩამოუტანეთ რაიმე სუვენირი მოგზაურობიდან - დაბრუნდით მასთან შვებულებიდან, ან მოგზაურობიდან რაიმე სუვენირით და აჩვენეთ, რომ მასზე ფიქრობდით, როცა შორს იყავით.

17 მოულოდნელი რომანტიკული ჟესტი, რომლითაც პარტნიორს სიყვარულს დაუმტკიცებთ

5. შესთავაზეთ მას ბოლო ლუკმა - შესთავაზეთ მას ნამცხვრის, პიცის(რასაც მიირთმევთ) ბოლო ლუკმა. ეს აჩვენებს, თუ როგორ ზრუნავთ მასზე. 

17 მოულოდნელი რომანტიკული ჟესტი, რომლითაც პარტნიორს სიყვარულს დაუმტკიცებთ

6. გაუმხილეთ საიდუმლო ოჯახური რეცეპტი - ეს არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ უჩვენოთ მას რა მნიშვნელოვანია თქვენთვის.

17 მოულოდნელი რომანტიკული ჟესტი, რომლითაც პარტნიორს სიყვარულს დაუმტკიცებთ

7. გაუმასპინძლდი მას თავისი საყვარელი კერძით - თუ იცით, რომ განსაკუთრებით უყვარს რომელიმე რესტოირანში მომზადებული კერძი, მოატანინეთ სახლში ის და გაახარეთ თქვენი პარტნიორი. 

17 მოულოდნელი რომანტიკული ჟესტი, რომლითაც პარტნიორს სიყვარულს დაუმტკიცებთ

8. გააკვირვეთ რაიმე სასიამოვნოთი, როცა იცით, რომ საშინელი დღე ჰქონდა -ყველას აქვს ცხოვრებაში ცუდი დღეები. შეიძლება სამსახურში მოხდა რაღაც, ან ცუდი ამბავი გაიგო, ყვავილების ლამაზმა თაიგულმა, ან მისმა საყვარელმა ნაყინმა შეიძლება გაახალისოს და გააღიმოს, თუნდაც ერთი წუთით. 

17 მოულოდნელი რომანტიკული ჟესტი, რომლითაც პარტნიორს სიყვარულს დაუმტკიცებთ

9. უყიდეთ რაიმე ისეთი, რაც იცით რომ გაუთავდა - თუ ხედავთ რომ გაუთავდა კოსმეტიკა, რომელსაც ყოველ დღე იყენებს, ან საკვები, რომელსაც ყოველთვის ჭამს, უყიდეთ მას. ეს ძალიან სასიამოვნო ჟესტია და აჩვენებს, თუ როგორ ღელავთ მასზე, აჩვენებს თქვენს ყურადღებას და იმას, რომ ის თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

17 მოულოდნელი რომანტიკული ჟესტი, რომლითაც პარტნიორს სიყვარულს დაუმტკიცებთ

10. მიუტანეთ ფინჯანი ყავა დილით საწოლში - დილის ასე დაწყება დღეს უფრო ხალისიანს და ბედნიერს გახდის.

17 მოულოდნელი რომანტიკული ჟესტი, რომლითაც პარტნიორს სიყვარულს დაუმტკიცებთ

11. გამოეწყვეთ საგანგებოდ მისთვის - თუ წლებია ერთად ხართ, თქვენ უკვე აღარ აქცევთ ყურადღებას, რომ მის წინ შთამბეჭდავად გამოიყურებოდეთ. დროა,გააკვირვოთ. ჩაიცვით რაიმე განსაკუთრებული და გამოეწყვეთ საგანგებოდ მხოლოდ მისთვის. 

17 მოულოდნელი რომანტიკული ჟესტი, რომლითაც პარტნიორს სიყვარულს დაუმტკიცებთ

12. დაუტოვეთ პატარა წერილები - პატარა სასიყვარულო წერილები, მაგალითად სარკესთან ფურცელი წარწერით - „ულამაზესი ხარ“, ან ჯიბეში წარწერით -„მიყვარხარ“, მის დღეს უკეთესს გახდის.

17 მოულოდნელი რომანტიკული ჟესტი, რომლითაც პარტნიორს სიყვარულს დაუმტკიცებთ

13. მონიშნეთ ის სასაცილო ფოტოებზე, ან ვიდეოებზე, რომლებიც მას თქვენ თავს გაახსენებს - ეს მას სახეზე მაშინვე ღმილს მოჰგვრის და დღეს გაულამაზებს. 

17 მოულოდნელი რომანტიკული ჟესტი, რომლითაც პარტნიორს სიყვარულს დაუმტკიცებთ

14. მოუმზადეთ ლანჩი - მოუმზადეთ მას საყვარელი სენდვიჩი, ან სალათი სამსახურში წასაღებად.

17 მოულოდნელი რომანტიკული ჟესტი, რომლითაც პარტნიორს სიყვარულს დაუმტკიცებთ

15. წაიყვანეთ თქვენს საყვარელ ადგილას - აჩვენეთ მას თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძბირფასი ადგილები. შეიძლება ეს იყოს რესტორანი, სადაც ოჯახთან ერთად სადილობდით ხოლმ,ე, ან თქვენს მშობლიურ ქალაქში ადგილი სადაც ყოფნა გიყვართ.

17 მოულოდნელი რომანტიკული ჟესტი, რომლითაც პარტნიორს სიყვარულს დაუმტკიცებთ

16. დაისვენეთ და უყურეთ შოუს ერთად - ასე დასვენება უფრო სასიამოვნოა. 

17 მოულოდნელი რომანტიკული ჟესტი, რომლითაც პარტნიორს სიყვარულს დაუმტკიცებთ

17. გააკარით კედელზე ფოტო,რომელზეც ორივე თქვენგანია აღბეჭდილი -„ინსტაგრამი“, რა თქმა უნდა, მშვენიერი საშუალებაა ფოტოების გამოსაქვეყნებლად, მაგრამ თუ ამობეჭდავთ ფოტოს და გააკრავთ კედელზე და როცა ის ამას შეამჩნევს გპირდებით, რომ „დადნება“.

17 მოულოდნელი რომანტიკული ჟესტი, რომლითაც პარტნიორს სიყვარულს დაუმტკიცებთ



<a href="http://www.thisisinsider.com">http://www.thisisinsider.com</a>