LIFE

6 სასარგებლო რჩევა - როგორ უნდა გამოიმუშაოთ სასურველი ჩვევა

6 სასარგებლო რჩევა - როგორ უნდა გამოიმუშაოთ სასურველი ჩვევა

განსხვავებით ცუდი ჩვევებისგან, კარგი ჩვევის გამომუშავება უფრო რთულია, ვიდრე წარმოგვიდგენია. ეს საქმე ბევრ შრომასა და ერთგულებას მოითხოვს.

გთავაზობთ 6 რჩევას, როგორ უნდა გამოიმუშაოთ სასურველი ჩვევა:

1. უნდა იცოდეთ, რატომ გსურთ ამ ჩვევის გამომუშავება და რა სარგებელს მოგიტანთ ის - თუ რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ გაქვთ ჩვევას ვერ გამოიმუშავებთ. მოახდინეთ ინდეტიფიცირება იმ მიზეზების, რომელთა გამოც გსურთ, რომ ჩვევა გამოიმუშაოთ.

6 სასარგებლო რჩევა - როგორ უნდა გამოიმუშაოთ სასურველი ჩვევა

2. 21 დღის რუტინა - უკვე დიდი ხანია ფიქრობთ რაიმე კონკრეტული ჩვევის გამომუშავებაზე. მაგრამ რეალურად არაფერს აკეთებთ. რა მოხდება თუ მხოლოდ 21 დღე რეგულარულად გავაკეთებთ მას? - 21 დღე არის ის დრო, როცა შესაძლებელია ჩვევის როგორც შეძენა, ასევე მისი მოშორება. 21 დღის შემდეგ ის უკვე თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია.

3. გამოყავით დრო განრიგში ახალი ჩვევის გამოსამუშავებლად - თუ თქვენი განრიგი ახალი ჩვევის გამომუშავებისთვის დროს არ ითვალისწინებს, არაფერი გამოგივათ. როცა ის თქვენს განრიგშია, შეგიძლიათ შეხედოთ ყოველ ჯერზე კალენდარს და გაიხსენოთ, რომ ეს კონკრეტული საქმე აუცილებლად უნდა გააკეთოთ.

6 სასარგებლო რჩევა - როგორ უნდა გამოიმუშაოთ სასურველი ჩვევა

4. ჩვევების უმეტესობა ერთმანეთთანაა დაკავშირებული - მაგალითად ადრე დაძინება და ადრე გაღვიძება აბსულუტურ კავშირშია ერთმანეთთან. თუ ახალი ჩვევის გამომუშავება გსურთ, უნდა გაითვალისწინოთ ის ჩვევებიც, რომლებიც მის გამომუშავებას შეიძლება მოჰყვეს.

5. გადალახეთ დაბრკოლებები - ნორმალურია თუკი გარკვეული დაბრკოლებები გაჩნდება ახალი ჩვევების შეძენის დროს. მაგალითად, ოჯახი თქვენს წინააღმდეგ ერთიანდება, როცა დიეტას იწყებთ. გადაწყვიტეთ, რომ რუტინად აქციოთ ყოველსაღამოს გარეთ სირბილი, მაგრამ რამდენიმე დღე ცუდი ამინდია, წვიმს. ამიტომ, ისწავლეთ წინააღმდეგობების დაძლევა და ალტერნატიული გზა იპოვეთ.

6 სასარგებლო რჩევა - როგორ უნდა გამოიმუშაოთ სასურველი ჩვევა

6. აკონტროლეთ თქვენი ჩვევები - გააკონტროლეთ ჩვევა, შეასრულეთ ის ყოველ დღე. განსაკუთრებით კი 21 დღიან პერიოდში. 21 დღის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ ის თქვენი ყოველდღიური რუტინა გახდა. 



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>