მხოლოდ 7 წუთია საჭირო იმისთვის, რომ ადამიანს თქვენზე შთაბეჭდილება შეექმნას. ამ მცირე დროის განმავლობაში შეიძლება გააკეთოთ, ან თქვათ რაიმე ისეთი, რის გამოსწორებასაც 7 წელიც ვერ ეყოფა.
გთავაზობთ შეცდომების ჩამონათვალს, რომლებსაც ადამიანები პირველი შეხვედრის დროს უშვებენ:
1. ტყუილი - ტყუილი ცუდია და ნებისმიერ საიდუმლოს ერთ დღეს აუცილებლად აეხდება ფარდა. ეს კარგად ვიცით ბავშვობიდან, მაგრამ ყველა ჩვენგანს გვითქვამს ტყუილი. მაგალითად გასაუბრების დროს ვამაყობთ არარსებული მიღწევებით.
როდესაც გულახდილად საუბრობთ, აღიარებთ შეცდომებს, წარმოაჩენთ თქვენს რეალურ პიროვნებას, წესიერ, გულახდილ და სანდო ადამიანად მიგიჩნევენ.
გახსოვდეთ, რომ ურთიერთობა რომელიც პატივისცემასა და ნდობაზეა დაფუძნებული უფრო ძლიერი და ხანგრძლივია.
2. ძალიან ცდილობთ კარგი შთაბეჭდილების მოხდენას - ხართ შეხვედრაზე, რომელზეც დამოკიდებულია თქვენი მომავალი, ან ხართ საოცნებო სამსახურის დასაწყებად გასაუბრებაზე, ან შეიძლება პირველად ხვდებით საყვარელი ადამიანის მშობლებს - ძალიან ნუ ეცდებით თავის გამოჩენას.
თუ თქვენს ცოდნასა და ინტელექტს გამოავლენთ, თქვენი ქმედება შეიძლება უგუნურ ქედმაღლობად მიიჩნიონ. უბრალოდ იყავით ის, ვინც ხართ.
3. ხართ ძალიან გულღია, გახსნილი - ზოგჯერ პირველი შეხვედრისას ადამიანმა შეიძლება ისე მოგხიბლოთ, რომ თქვენ მისთვის გულის გადაშლა მოგინდეთ. შესაძლოა მას თქვენი ცხოვრების შესახებ ესაუბროთ, გაუზიაროთ ყველაზე პირადული ფიქრები და გრძნობები, მაგრამ ამის გაკეთება პირველივე შეხვედრაზე კარგი იდეა ნამდვილად არ არის.
პირველ რიგში, თქვენ არ იცით ამ ადამიანის ცხოვრების შესახებ არაფერი - რა მოსწონს რეალურად, რაზე ოცნებობს, რაზე ღელავს, როგორი პრინციპები აქვს. ამიტომ, თქვენი ცხოვრების დეტალების მისთვის მოყოლამ შეიძლება უხერხულ სიტუაციაში ჩაგაგდოთ. და მეორე, თუ თქვენს ძალიან პირადულ ამბებსა და საიდუმლოებს მოუყვებით, სერიოზულ ადამიანად ვერ ჩაგთვლიან.
4. საუბრის დროს უხერხულად ჩუმდებით - ადამიანი მხოლოდ ახლა გაიცანით და საუბრის დროს ხანგრძლივ პაუზებს აკეთებთ, ჩუმდებით, ეს უხერხულობას ქმნის. ეს ძალიან არასასიამოვნოა და დადებით შთაბეჭდილებას ნამდვილად ვერ მოახდენთ.
5. ხართ ძალიან ცნობისმოყვარე - ჰკითხეთ ინტერესების შესახებ და მოუსმინეთ მის აზრებს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, იყავით ტაქტიანები. ნუ აფიქრებინებთ, რომ დაკითხვაზეა. არ დაგავიწყდეთ, რომ ადამიანების უმეტესობას არ უყვარს საუბარი პოლიტიკაზე, რელიგიაზე, ფულზე და პირად ცხოვრებაზე.
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია