LIFE

ქალების გზამკვლევი - იმისთვის, რომ გახდეთ უშიშარი და მიიღოთ ის, რაც გსურთ

ქალების გზამკვლევი - იმისთვის, რომ გახდეთ უშიშარი და მიიღოთ ის, რაც გსურთ

წინსვლა, წარმატება, მიზნის მიღწევა დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად შეგიძლიათ დაძლიოთ შიშები და დაუპირისპირდეთ მათ.

იმისთვის, რომ მიიღოთ ცხოვრებისგან ის, რაც გსურთ მამაცი და უშიშარი უნდა იყოთ.

1. აბრუნებთ ნაყიდ ნივთებს უკან, თუ ის ისეთი არ აღმოჩნდა როგორსაც ელოდით? - როცა რაიმეს ყიდულობთ, იმედი გაქვთ, რომ მიიღებთ იმას, რაც გსურდათ. ზოგჯერ ნაყიდ ნივთებთან დაკავშირებით იმედი გვიცრუვდება - ის ისეთი არ აღმოჩნდება, როგორსაც ველოდით. თუ იმას ვერ იღებთ, რაც გსურთ, ფული უკან უნდა დაიბრუნოთ. აბრუნებთ საგნებს უკან, რომლებიც არ გამოგადგათ და იბრუნებთ ფულს? - ეს ერთი შეხედვით მარტივი რამ თქვენი სიმამაცის განმსაზღვრელია. 

ქალების გზამკვლევი - იმისთვის, რომ გახდეთ უშიშარი და მიიღოთ ის, რაც გსურთ

2. თავს არიდებთ კონფლიქტებს? - თუ ასე იქცევით, ე.ი. გეშინიათ კონფლიქტების. თუ პირველი გარბიხართ „ბრძოლის ველიდან“ - ასე არაფერი გამოვა. უნდა ისწავლოთ დაუპირისპირდეთ ყველას და ყველაფერს, რაც ხელს გიშლით სასურველის მიღებაში. 

ქალების გზამკვლევი - იმისთვის, რომ გახდეთ უშიშარი და მიიღოთ ის, რაც გსურთ

3. რა გახდა ბოლოს თქვენი ცხოვრებისეული გადაწყვეტილების ინსპირაციის წყარო? - ადამიანების უმეტესობა ფიქრის გარეშე იღებს გადაწყვეტილებას. ზოგჯერ უბრალოდ ვეთანხმებით, ყოველგვარი განსჯის გარეშე. თუ თქვენ ამბობთ „დიახ“, როცა თქვენი პარტნიორი გეუბნებათ, რომ ბავშვები სურს და ამ დროს არ გიფიქრიათ ამ თემაზე. ეს თქვენი გადაწყვეტილება არ არის, თქვენ უბრალოდ დაეთანხმეთ მას. მიიღოთ ის, რაც გსურთ, ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, სხვების გარეშე.

ქალების გზამკვლევი - იმისთვის, რომ გახდეთ უშიშარი და მიიღოთ ის, რაც გსურთ

4. გეშინიათ რაიმესი? - ეს კარგია და ბუნებრივი. იმისთვის, რომ უშიშარი იყოთ საჭიროა, რომ რაიმის გეშინოდეთ და დაძლიოთ ამის შიში. 

ქალების გზამკვლევი - იმისთვის, რომ გახდეთ უშიშარი და მიიღოთ ის, რაც გსურთ

5. დაფიქრდით და განსაჯეთ რა არის უშიშრობა - მაგალითად, თუ გსურთ 5 დოლარი - ის უნდა იშოვოთ, ან იპოვოთ, ან ვინმე დააშინოთ და აიძულოთ, რომ ფული მოგცეთ. ის, რომ შეგიძლიათ ვინმეს რაიმე აიძულოთ, არ ნიშნავს რომ უშიშარი ხართ. 

ქალების გზამკვლევი - იმისთვის, რომ გახდეთ უშიშარი და მიიღოთ ის, რაც გსურთ

6. აკეთებთ თუნდაც მცირე რამეს მიზნის მისაღწევად ყოველ დღე? - თუ არაფერს აკეთებს მიზნის მისაღწევად, წინ ვერასოდეს წაიწევთ. დავუშვათ, გსურთ მოგზაურობა ქვეყნის გარშემო, მაგრამ კვირაში მხოლოდ ერთხელ მიდიხართ რომელიმე კონკრეტული ადგილის სანახავად, თქვენ აუცილებლად დაგეკარგებათ მოტივაცია. მიზნის მისაღწევად საჭიროა ყოველ დღე თუნდაც მიფრედი რამ გააკეთოთ ამ მიზნისთვის.

ქალების გზამკვლევი - იმისთვის, რომ გახდეთ უშიშარი და მიიღოთ ის, რაც გსურთ

7. თუ საკუთარ იდეას არ განახორციელებთ, ამას აუცილებლად გააკეთებს სხვა - თუ გაქვთ იდეა, რომლის მსგავსიც აქვს სხვას. ის ყველაფერს აკეთებს იდეის განსახორციელებლად, თქვენ კი - არა. გახსოვდეთ, რომ ყოველთვის არსებობს ვიღაც, ვისაც ზუსტად იგივე რამ სურს, რაც თქვენ.

ქალების გზამკვლევი - იმისთვის, რომ გახდეთ უშიშარი და მიიღოთ ის, რაც გსურთ

8. გაუღიმეთ საკუთარ თავს - ბევრი ადამიანი იდეას არ ახორციელებს იმის გამო, რომ ეშინია საზოგადოების აზრის, კრიტიკის. გაუღიმეთ საკუთარ თავს - ეს თავდაჯერებას შეგმატებთ და მომავალში ნაკლებად შეგეშინდებათ. გახსოვდეთ, რომ ადამიანებს მალე ავიწყდებათ თქვენი უხერხული მომენტები და სულელური ნაბიჯები.

ქალების გზამკვლევი - იმისთვის, რომ გახდეთ უშიშარი და მიიღოთ ის, რაც გსურთ

9. მიენდეთ საკუთარ თავს - როდესაც დგება დრო, როცა იღებთ, იმას რაც გსურთ, ადამიანების უმეტესობას სჯერა თქვენი. მთავარია, თავად გჯეროდეთ საკუთარი თავის. თქვენ ყოველთვის გექნებათ მცირე შიშები. ცხოვრება სახიფათოა, მაგრამ წარმატების მიღწევის სურვილი არის დიდი მოტივაცია, რაც შიშების დამარცხებაში დაგეხმარებათ.

ქალების გზამკვლევი - იმისთვის, რომ გახდეთ უშიშარი და მიიღოთ ის, რაც გსურთ



<a href="http://inspiration.allwomenstalk.com">http://inspiration.allwomenstalk.com</a>