სილამაზე

ბრწყინვალე კანი ყველა ასაკში

ბრწყინვალე კანი ყველა ასაკში

როცა კანის მოვლის დრო დგება, ძალიან მნიშვნელოვანია, გამოკვებო იგი საუკეთესო ვიტამინებითა და ნივთიერებებით. სწორედ ამ გზით შეძლებ შენი კანის დაცვას დაბერებისგან.

თუ ფართო არჩევანმა დაგაბნია და არ იცი, რა და რატომ გამოიყენო, მაშინ გილოცავ!

ჩვენ ყველა შენს კითხვაზე გვაქვს პასუხი!

1/4 - 20-დან 25-წლამდე

ბრწყინვალე კანი ყველა ასაკში

თუ აკნე კვლავ ტანჯავს შენს კანს, აუცილებლად უნდა გაიგო, არის თუ არა იგი გამოწვეული ჰორმონალური მიზეზებით და ამ შემთხვევაში იმკურნალო მედიკამენტებით ან სახის მოვლის სინთეზური საშუალებებით. გამონაყარი, განსაკუთრებით ნიკაპსა და ყბაზე, ოდნავ ლოყებზეც, 20 წლის ასაკში იმატებს. განსაზღვრე დიეტა და დააკვირდი, რა მოქმედებს შენს კანზე დადებითად და რა არა.

„საჭიროა მწვანილის მიღება, რომელიც შენს კანს ჟანგბადით გაამდიდრებს და მას სისუფთავეს შეუნარჩუნებს. სწორად კვებას თუ არ დაიწყებ, გამონაყარი უსასრულოდ შეგაწუხებს", - ამბობს ცნობილი ესთეტი ჯოანა ვარგასი.

2/4 - 25-დან 30-წლამდე

ბრწყინვალე კანი ყველა ასაკში

თუ აქამდე მზის დამცავ საშუალებას არ იყენებდი, ამიერიდან დროა, ჩვევად გაიხადო. „უპირველესი, რაც კანს მწველი მზის სხივებისგან იცავს - მზისგან დამცავი ლოსიონია. ასევე აუცილებლად დაგჭირდება მზეგაუმტარი ტანსაცმელი, ქუდი და ტუჩის ბალზამი", - ამბობს დერმატოლოგი თამი კასისი. როცა ნაოჭების პირველ ნიშნებს შეამჩნევ, რეგულარულად დაიწყე სინთეზური ვიტამინების გამოყენება, ასევე შეგიძლია მიმართო ბოტოქსს, თუ პროფილაქტიკური მეთოდით გსურს ნაოჭების წინააღმდეგ ბრძოლა. „ნეიროტოქსინები, შესაძლოა, პრობლემის გამოსწორების საშუალება მართლაც იყოს, თუმცა რაღაც დამატებითი მაინც საჭიროა როგორც თვალის ირგვლივ არსებულ მიმიკურ ნაოჭებთან, ასევე ცხვირთან გაჩენილ ნაოჭებთან საბრძოლველად", - ამბობს დერმატოლოგი კასისი.

3/4 - 40-წლამდე

ბრწყინვალე კანი ყველა ასაკში

40 წლის ასაკში კანის ქსოვილის გაუმჯობესება აუცილებელია. ამ ასაკში იცვლება სახის კანის ფერი, რადგანაც წლების განმავლობაში მზის სხივები აზიანებს შენს კანს. ამ თვალსაზრისით, 40 წლის ასაკში კანი ადრეული დაბერების ეტაპზე გადადის. კანი ეშვება და კარგავს ჯანსაღ იერს, რასაც კოლაგენისა და ელასტინის (ფიბრილარული ცილა) ნაკლებობა განაპირობებს. სწორედ ამიტომ ამ ასაკში კანი განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებს, რათა კანის უჯრედებმა იმაზე ადრე დაბერება არ დაიწყონ, ვიდრე საჭიროა. რეკომენდებულია სკრაბის, ან სხვა ამქერცლავი საშუალებების რეგულარული გამოყენება. ამის გაკეთება შეგიძლია სახლშიც და სილამაზის ცენტრშიც. მთავარია, პრეპარატი ქიმიურ პილინგს შეიცავდეს. შეგიძლია ლაზერული მკურნალობის ხერხსაც მიმართო. ორივე შემთხვევაში შენი კანი სიმკვრივესა და ჯანმრთელ იერს შეინარჩუნებს.

4/4 - 50-წლამდე და ზევით

ბრწყინვალე კანი ყველა ასაკში

დროა, დამატენიანებელი და ანტიასაკობრივი სახის მოვლის საშუალებების გამოყენება დაიწყო. ამ ასაკში კოლაგენები და ელასტინები ყოველწამს აკლდება კანს. იკლებს ტენიანობის დონეც, შედეგად ვიღებთ გამომშრალ, გაუხეშებულ კანს. შეეცადე, იპოვო ინტენსიური დამატენიანებელი ისეთი ძლიერმოქმედი ნივთიერებების შემცველობით, როგორიცაა ჰიალურონის მჟავა. იგი კრავს წყლის ნივთიერებებს და ინარჩუნებს მათ მეყსეული ეფექტისთვის. ასევე სასურველია, სახის მოვლის საშუალება შეიცავდეს ნატურალურ ზეთებს. რეკომენდებულია მსგავსი კრემების გამოყენება ლოყის, ტუჩისა და თვალის ირგვლივ. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში, კანი მინიმუმ 10 წლით ახალგაზრდავდება. „ყავისფერი და წითელი ლაქების შესამცირებლად IPL (ინტენსიური ლაზერის კურსი) შესანიშნავია. უხეში, მობერებული კანისთვის ქიმიური ნივთიერებები და ნაოჭების საწინააღმდეგო ლაზერი სწორად უნდა შეირჩეს", - ამბობს დერმატოლოგი კასისი.



წყარო:&nbsp;<a href="https://www.newbeauty.com/slideshow/1541-skincare-at-every-age/4/">newbeauty</a>