LIFE

რატომ არ გვაფასებენ გარშემომყოფები სათანადოდ?

რატომ არ გვაფასებენ გარშემომყოფები სათანადოდ?

ფსიქოთერაპევტებს დიდი ხანია სჯერათ, რომ ურთიერთობები, რომლებსაც ადამიანები ირჩევენ, განაპირობებს საკუთარი თავის მიმართ განწყობას. მაგალითად, თუ საკუთარ თავს არ აფასებ, არც გარშემომყოფები დაგაფასებენ. არ მოგიბოდიშებენ ორჯერ, გეგმების შეცვლისას ბოლო წამს დაგირეკავენ ან სულაც შენთან დარეკვა არავის გაახსენდება. როცა საკუთარ თავს არ აფასებ, არც გარშემომყოფები ითვალისწინებენ შენს გრძნობებსა და მოთხოვნილებებს. ნუ დაადანაშაულებ მათ; ისინი იმ დამოკიდებულებას ირეკლავენ, რაც თავად გაქვს საკუთარი თავის მიმართ.

უარესი ხდება მაშინ, როცა თვითკრიტიკული ხარ ან საკუთარ თავს აძაგებ. იძლევი დაუკითხავ და არასასურველ რჩევებს, გახასიათებს კრიტიკულობა და გულის გამაწვრილებელი კომენტარები. როცა საქმე ურთიერთობებს ეხება, შენ იღებ იმას, რასაც თვლი, რომ იმსახურებ.

რატომ ვაბამთ ცუდ ურთიერთობებს?

შინაგანი დაუცველობისა და უმწეობის განცდა არაჯანსაღ ურთიერთობების ჩამოყალიბებას განაპირობებს. რაც უფრო მეტად არის შენში მსგავსი განცდები, მეტად იფიქრებ, რომ ნაკლებს იმსახურებ.

არსებობს სამი მიზეზი, თუ რატომ შეიძლება ვინმემ აიტანოს არაჯანსაღი ურთიერთობები:

3. დაბალი თვითშეფასება

რატომ არ გვაფასებენ გარშემომყოფები სათანადოდ?

შენ ამჩნევ პარტნიორში მოსაბეზრებელ ჩვევებს, თუმცა ვერ წარმოგიდგენია, რომ უკეთესს იმსახურებ.

2. მარტოობის შიში

რატომ არ გვაფასებენ გარშემომყოფები სათანადოდ?

შინაგანი შიში გაქვს, რომ მიგატოვებენ და მარტო დარჩები, ამიტომაც ყალბ მეგობრულ ურთიერთობებზეც თანახმა ხარ.

1. ზედმეტად მზრუნველი ხარ

რატომ არ გვაფასებენ გარშემომყოფები სათანადოდ?

უგულებელყოფ საკუთარ სურვილებსა და საჭიროებებს, რადგან სხვებზე ზრუნვა ერთადერთი რამეა, რაც თავს ღირებულად და საჭიროდ გაგრძნობინებს.

ჯანსაღი ურთიერთობების ტესტი

როცა ვინმესთან ერთად იქნებით, სცადე და ეს მარტივი ტესტი გააკეთე. აიღე სამი მოკლე ემოციური კითხვა:

1. თავს რამდენად მსუბუქად ვგრძნობ ამ ადამიანთან ყოფნისას?

2. ვგრძნობ თუ არა დაცულობას?

3. ვგრძნობ, რომ ღირებული ვარ?

თუ სამივე კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემას შეძლებ, მაშინ ეს ურთიერთობა გრძელვადიანია. თუმცა, რა თქმა უნდა, კარგ მეგობრებსაც ექმნებათ პრობლემები, რომლებსაც უნდა მისცე საშუალება, ჩაიაროს. მაგრამ თუ დარდობ ან არაერთხელ დარჩი იმედგაცრუებული - დროა, იმოქმედო.

შეინარჩუნე ბავშვობის მეგობრები

რატომ არ გვაფასებენ გარშემომყოფები სათანადოდ?

მხოლოდ ის ურთიერთობები, როცა მეგობრები ერთად იზრდებიან და ვითარდებიან, უძლებს დროის გამოცდას. ჯანსაღი ურთიერთობა არის შთაგონების წყარო და მოცემულობა, რომელშიც მუდმივად გექნება მხარდაჭერა - იარსებებს ადამიანი, რომელიც ყოველთვის იბრძოლებს შენ გვერდით.

თუ ურთიერთობისას ვერ გრძნობ შენს მნიშვნელობას მეგობრისთვის ან მისი მზრუნველობა და ყურადღება გაკლია, ჰკითხე საკუთარ თავს, როგორ შეიძლება გამოასწორო მეორე ადამიანის დამოკიდებულება შენ მიმართ. მიიღე გამოწვევა საკუთარი თავისგან და ისაუბრე ამაზე. ამგვარად, შენ ისწავლი უთხრა „არა“ არაჯანსაღ ურთიერთობებს და გაუღო კარი ახალ, გაცილებით ღირსეულ სიახლეებს.



წყარო:&nbsp;<a href="https://www.psychologytoday.com/blog/when-kids-call-the-shots/201609/3-questions-ask-yourself-about-every-relationship?utm_source=FacebookPost&amp;utm_medium=FBPost&amp;utm_campaign=FBPost">psychologytoday</a>