„იატაკზე მეძინა, ეს სიკვდილის ტოლფასი იყო“, - ბრედ პიტის პირველი გულახდილი ინტერვიუ ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ
- 04.05.2017
მსოფლიოში ყველაზე ლამაზ და მყარ ვარსკვლავურ ოჯახად აღიარებული ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის თანაცხოვრება წარსულს ჩაბარდა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებამ უკვე რამდენიმე თვეა ამის შესახებ გაიგო, სკანდალურ განშორებაზე მსჯელობა არ წყდება.
53 წლის ბრედ პიტი ცხოვრების ამ ეტაპზე სრულიად მარტო ცხოვრობს, ხოლო ანჯელინა ჯოლი თავის ექვს შვილთან ერთად.
განშორების შემდეგ ბრედ პიტმა პირველად დაარღვია სიჩუმე და ვრცელი ინტერვიუ მისცა GQ Style-ს.
მან თავისი ბავშვობის, კარიერის და ოჯახური ცხოვრების შესახებ ისაუბრა.
"სპრინგფილდში გავიზარდე, მისურის შტატში. გვქონდა სახლი - გარშემო სიმინდის პლანტაციებით, ქალაქიდან ათი წუთის სავალზე. ტყე და მდინარეები. ეს შეუდარებელია“.
ბრედი ახალ ფილმში War Machine იღებს მონაწილეობას, სადაც ის ნატოს გენერალს განასახიერებს - „რეალურ ცხოვრებაში პოლიტიკაში წასვლაზე არ მიფიქრია. მე შემიძლია სხვა გზით დავეხმარო ჩემს ქვეყანას. შემიძლია ფილმებით ჩემი მესიჯები გავგზავნო“, - ამბობს მსახიობი.
„თუ რთულ სიატუაციაში ვარ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი და ჩემი სიამაყის ბრალია. თუ ამერიკას რთული პერიოდი აქვს, ჩვენი ბრალია. ეს იგივეა, იყო კარგი მამა - უნდა ვაჩვენოთ ჩვენი პრინციპები, მიზნები, არჩევანი, თავისუფლება“.
მსახიობი გულახდილად საუბრობს ჯოლისთან განშორებაზე და საკუთარ თავს ბევრ რამეში სდებს ბრალს. ის ყოველივეს სასმელზე დამოკიდებულებას აბრალებს და ამბობს, რომ ჯოლიმ ამას ვერ გაუძლო. იხსენებს იმ დღეებსაც, როცა ნარკოდამოკიდებული იყო.
„წარსულს ჩაბარდა დღეები, როცა ნარკოდამოკიდებული ვიყავი, როცა ნარკომანი ხარ, სულელური იდეები გებადება. ღვინო ძალიან მიყვარს, თუმცა ასე ცხოვრება აღარ მინდა. ყოველივე წვენებითა და მინერალური წყლით ჩავანაცვლე“.
ანჯელინასთან დაშორების პერიოდს ბრედი სისუსტისა და წარუმატებლობის ეტაპს უწოდებს.
პიტი ამბობს, რომ განშორების შემდეგ მას რეაბილიტაციისთვის თერაპიები დასჭირდა.
‘’ეს საშინელება იყო. ეს იყო ძალიან სამწუხარო ამბავი. მე მეგობართან ვცხოვრობდი და დღეების განმავლობაში იატაკზე მეძინა. ჩემი მეგობარი დევიდ ფინჩერი სანტა მონიკაში ცხოვრობს და მისი კარი ჩემთვის ყოველთვის ღიაა. მასთან გავატარე თვე ნახევარი. პარანოია მჭირდა. ამიტომ გადავწყვიტე, თერაპიის კურსი გამევლო“, - ამბობს მსახიობი. მისი თქმით, თერაპია 2 თვე გაგრძელდა.
პიტი ამბობს, რომ საკუთარ თავში ბევრი ახალი ნიჭი აღმოაჩინა - „მე ყველაფერს ვაკეთებ, ვმუშაობ თიხაზე, თაბაშირზე, ხეზე და მაკვირვებს ჩემი თავი. ადრე სახლში ხმაური იყო, ყველა კუთხიდან ხმაური ისმოდა და ქაოსური ფიქრები მაწუხებდა. დაირღვა ბალანსი და დავკარგე საკუთარი თავის კონტროლი. ახლა მე ჩემი ცხოვრება მაქვს, ჩემი ოჯახი მყავს, ვაკეთებ საყვარელ საქმეს, არაფერს ვაკეთებ არალეგალურს“.
ბრედი იხსენებს, რომ როცა ცოლს დაშორდა სურდა ნიღაბი აეფარებინა - „ეს სიკვდილის ტოლფასი იყო“ - ამბობს ის.
„ვერავინ გაიმარჯვებს სასამართლოში, ეს უბრალოდ ორივეს გატკენთ გულს“ - იხსენებს პიტი ადვოკატის სიტყვებს და ამბობს, რომ ეს მართალია -„ახლა ჩვენ ორივე ყველაფერს ვაკეთებთ შვილებისთვის. საშინელებაა ბავშვებისთვის, როცა უცებ ოჯახი ინგრევა.თუ ვინმეს შეუძლია ამის გაგება - ჩვენ ვზრუნავთ და ვართ დელიკატურები“, - დასძენს ის.
თემები: სიყვარული, ანჯელია ჯოლი, ბრედ პიტი, განქორწინება, მამაკაცები, ურთიერთობა
<a href="http://www.gq.com">http://www.gq.com</a>