აჩუქე • achuqe ძალიან საინტერესო სერვისია, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან ემოციების ლამაზად გაცვლაში ეხმარება. იგი თითოეული მომხმარებლის გემოვნებით, სიყვარულით, განწყობითა და სხვადასხვა მიზნით შერჩეული საჩუქრის შეფუთვას უზრუნველყოფს.
აჩუქე • achuqe თავის მომხმარებლებს ახალ მომსახურებას სთავაზობს. ბრენდი ბამბის ტკბილი საჩუქრის ავტორი ხდება, რასაც საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი უახლესი, უმაღლესი ხარისხის მქონე, მაქსიმალურად დაცული ბამბის ნაყინის აპარატით შეასხამს ფრთებს. ბამბის ნაყინი, როგორც საჩუქარი, როგორც ტკბილეული, ქართულ ბაზარზე იმ ხარისხით, რომელსაც აჩუქე • achuqe გვთავაზობს, იშვიათობაა. იგი არც ამ შემთხვევაში კარგავს თავის ნიშას და ბუნებრივია, ნაყინის აბსოლუტურად დაცულ, ვიზუალურად ლამაზ შეფუთვას უზრუნველყოფს.
ბრენდის მომსახურებით სარგებლობა ამჟამად მომხმარებელს თბილისი მოლში შეუძლია, თუმცა, ბრენდის ავტორები, უახლოეს მომავალში ახალი ობიექტის გახსნასაც აანონსებენ. TREND.-ის ინფორმაციით, ზაფხულის ცხელ დღეებში, აჩუქე • achuqe-ს ერთგულ მომხმარებელს, ხარისხიანი, გემრიელი და რაც მთავარია, ეკოლოგიურად სუფთა ბამბის ნაყინის შეძენა ვაკის პარკშიც შეეძლება.
რა არის აჩუქე • achuqe?
როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, აჩუქე სერვისია, რომელიც ჩვენი და ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანების მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო დღეების გამრავალფეროვნებაში და დღესასწაულად ქცევაში გვეხმარება.
უფრო ზუსტად კი, აჩუქე • achuqe სამეგობრო ბიზნესია, რომლის იდეაც დაახლოებით 3 წლის წინ გაჩნდა საჩუქრის ორიგინალურად შეფუთვის კულტურის არ არსებობის გამო. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლებს მაღაზიები თავადაც არ სთავაზობენ მსგავს სერვისს, ამიტომ, თითოეულ ჩვენგანს, ვისაც გვსურს ახლობელ ადამიანს განსაკუთრებულად ვუთხრათ ჩვენი სათქმელი, მინიმალური სიტყვითა და მეტი ემოციით, გვიწევს შეძენილი საჩუქრის ხელმეორედ გადაფუთვა. ამის ორიგინალურად, ხარისხიანად და თვალშისაცემად განხორციელებაში მხოლოდ აჩუქე • achuqe გვეხმარება. მათ, ვისაც სურვილი აქვთ შეფუთვის გარდა სხვა, ლამაზი და ჩვენი რეალობისთვის საკმაოდ ახალი სასაჩუქრე ვერსიებიც სცადონ, ბრენდი მომხმარებელს ბუშტების, სტიკერების, მისალოცი ბარათების საჩუქრად გამოყენებასაც სთავაზობს.
რითი არის გამორჩეული აჩუქე • achuqe?
აჩუქე • achuqe-ს შესაფუთი ქაღალდები საზღვარგარეთ მზადდება და ბრენდი მომხმარებელს მათ ფართო არჩევანს სთავაზობს. ნებისმიერ მსურველს, საშუალებას აძლევს ნებისმიერი ზომისა და ფორმის საჩუქრისთვის პირადი გემოვნების გათვალისწინებით შეარჩიოს სასურველი შეფუთვა, გაუგზავნოს ზუსტი შეტყობინება ადრესატს და აქციოს ძვირფასი ადამიანის ჩვეულებრივი ან განსაკუთრებული დღე ნამდვილ დღესასწაულად.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი არ აღნიშნვა, ვფიქრობთ, დანაშაული იქნება, ის არის, რომ აჩუქე • achuqe-ს მომსახურება საკმაოდ ხელმისაწვდომია და გათვლილია ნებისმიერი ასაკის, ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანზე. გამორჩეულია ისიც, რომ ბრენდს აქვს საკუთარი ხელწერა, საკუთარი ხმა, რაც გამოარჩევს მას სხვა, მსგავსი სერვისებისგან. უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ, რაც აჩუქე • achuqe თავისი საქმიანობა დაიწყო, მსგავსი შინაარსის მომსახურებებიც მეტ-ნაკლებად გამოჩნდნენ ბაზარზე.
რა არის აჩუქე • achuqe-ს მიზანი?
მისი მიზანია საკუთარი, საავტორო, ორიგინალური და გემოვნებიანი ხედვით დაამკვიდროს შეფუთვის, საჩუქრის ორიგინალურად, გრძნობითა და სიყვარულით გაცემის კულტურა. მას აქვს თავისი სტილი, თავისი ფერი, თავისი ფორმა. აჩუქე • achuqe განსხვავებულია - შესაბამისად განსხვავებული და გემოვნებიანია მისი მომხმარებელიც. შესაძლოა ითქვას, რომ ადამიანებს, რომლებიც აჩუქე • achuqe-ს სესრვისს ირჩევენ, აქვთ განსაკუთრებული ნიჭი უყვარდეთ ადამიანები, გრძნობდნენ გარესამყაროს და ცვლიდნენ ემოციებს.
არ აქვს მნიშვნელობა როგორია ჩვენი ოცნების საჩუქარი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იგრძნობოდეს, რომ ამა თუ იმ ნივთს, რომლის ფასეულობაც მეორეხარისხოვანია, მზრუნველობით, სიყვარულით და პასუხისმგებლობით გვჩუქნიან.
აჩუქე • achuqe-ს სჯერა, რომ ადამიანების იდეები ერთმანეთის გასაბედნიერებლად უსაზღვროა. მას სჯერა, რომ სიყვარული და მისი გამოხატვის ფორმა ყველაზე მნიშვნელოვანი ტრადიციაა. ჩვენ გვჯერა აჩუქე • achuqe-სი, ამიტომაც ვჩუქნით!
აჩუქე შენც!
თემები: მოდა, განსხვავებული, საჩუქრები, აჩუქე • achuqe, სერვისი, შეფუთვა, ემოცია, ემოციების გაცვლა
Trend.ge
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია