Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის ერთ-ერთი ყველაზე ინდივიდუალისტური, განსხვავებული და ქართულ, ტრადიციულ მოტივებზე შექმნილი, ქართველი დიზაინერის, ანუკა ქებურიას კოლექციის ჩვენება მოეწყო.
ანუკა ქებურიამ 2006 წელს შექმნა ბრენდი - "AnukaKeburia" და თბილისში საკუთარი შოურუმი გახსნა. თავდაპირველად, ბრენდი დიზაინერის მიერ შექმნილი ფეხსაცმელებისა და აქსესუარების კოლექციებისგან შედგებოდა, თუმცა 2015 წლიდან მან ტანსაცმლის, კონკრეტულად კი მკაცრ, ქუჩის მოდის კოლექციებზე მუშაობაც დაიწყო.
ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ AnukaKeburia თავისი მკვეთრად ინდივიდუალისტური ხედვითა და სტილით გამოირჩევა. აქსესუარებსა და ფეხსაცმელს ნატურალური, ძირითადად, ტყავის ქსოვილის გამოყენებით ქმნის. ბრენდი აქცენტს მაღალ ხარისხზე, ნატურალური ქსოვილებზე, განსხვავებულ და ორიგინალური აქსესუარებსა და ტანისამოსზე აკეთებს. AnukaKeburia მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში წარმატებით იყიდება.
დიზაინერმა 2017/2018 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია წარუდგინა კვირეულის ქართველ და უცხოელ სტუმრებს. კოლექციაში ორი ფერი, თბილი თეთრი და შავი დომინირებდა. ქალური, განსხვავებული, სახასიათო სილუეტები - ეს იყო AnukaKeburia-ს კოლექციის მთავარი მახასიათებლები.
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 4 მაისს გაიხსნა და 8 მაისს დაიხურება. ორგანიზატორების განმარტებით, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ სტუმრებს კვირეულის ფარგლებში არა ერთი საინტერესო ჩვენება ელით.
TREND. გთავაზობთ ჩვენების სრულ ვერსიას:
თემები: სტილი, მოდა, 2017 წლის ტენდენციები, ქართველი დიზაინერები, Georgian Designers, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi, ANUKA KEBURIA