სტილი

SALOME RUNWAY - მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის გახსნის დღის ერთ-ერთი გამორჩეული ჩვენების ავტორი სალომე ღვინიაშვილია. 

სალომე წლების განმავლობაში ემსახურება ქართული მოდის სამყაროს. იგი დიდი ხნის განმავლობაში თავად გახლდათ სუპერმოდელი და მისი კარიერის პარალელურად ისწავლა და დაამთავრა მოდის დიზაინის მიმართულება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მოგვიანებით, მოდის სფეროში განათლების მიღება მანჩესტერში, სალფორდის უნივერსიტეტში, ხელოვნების დიზაინის მიმართულებით განაგრძო. განათლების მიღება ლონდონში, მოდის დიზაინისა და მარკეტინგის მიმართულებით დაასრულა. 

სალომე ღვინიაშვილი, ქართული მოდის სამყაროს, როგორც დიზაინერი, 2015 წელს, თავისი ლეიბლით SALOME შემოუერთდა. 

SALOME განსხვავებულია, ახალი და ამაღელვებელია, რის გამოც, ახალგაზრდა მოდის მოყვარულთა სიმპათია მალევე დაიმსახურა. იგი, ძირითადად ყოველდღიურ, თუმცა, ძალიან ტრენდულ სამოსს ქმნის და პროდუქცია მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში იყიდება. მისი შეძენა შესაძლებელია ონლაინ მაღაზიის საშუალებითაც. 

F/W 2017/2018 გამორჩეული იყო თამამი, ავანგარდული ჩაცმულობის სტილით. კოლექციაში მრავლად არის გამოყენებული შავი პრიალა ტყავი, ვერცხლისფერი, ელექტრიკი იისფერი, ყვითელი და თეთრი ფერები. ქალი, რომელიც SALOME-ს ირგებს განსხვავებულია, თამამია და თვალშისაცემი გარეგნობა აქვს. კოლექციის ძირითადი შემადგენელი ნაწილი დიდი, ფერადი ან შავი სათვალეა, რომელიც კიდევ უფრო ხმაურიანს ხდის დიზაინერის სამოსში გამოწყობილი ქალის გამოჩენას საზოგადოებაში. 

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 4 მაისს გაიხსნა და 8 მაისს დაიხურება. ორგანიზატორების განმარტებით, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ სტუმრებს კვირეულის ფარგლებში არა ერთი საინტერესო ჩვენება ელით.

TREND. გთავაზობთ ჩვენების სრულ ვერსიას:

Trend.ge