სტილი

JANASHIA RUNWAY - მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi უკვე მესამე დღეა გვანებივრებს, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი დიზაინერების ჩვენებებით. ერთ-ერთი გამორჩეული და სახასიათო, 2017/2018 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია, მოდის კვირეულის ფარგლებში, ქართველმა დიზაინერმა, გვანცა ჯანაშიამ წარუდგინა სტუმრებს. 

JANASHIA ძალიან ცნობილი და წარმატებული ბრენდია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც. იგი გამორჩეულია თავისი განსაკუთრებული, უნიკალური სტილითა და დიზაინით. სწორედ JANASHIA-ს ეს თავისებურებებია იმის მიზეზი, რომ მოდის მოყვარულთა ყურადღება და სიყვარული ქართველ დიზაინერს არც სამშობლოში და არც მის ფარგლებს გარეთ არ აკლია. 

გვანცამ თავისი კარიერა საკმაოდ ადრეული ასაკიდან დაიწყო. იმისთვის, რომ მოდის სფერო შეესწავლა, ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ პარიზის ამერიკული აკადემია დაამთავრა მოდის, დიზაინისა და სტილის მიმართულებით. მოდის სფეროში საკმაოდ დიდმა გამოცდილებამ და ცოდნამ განაპირობა ის, რომ გვანცა ჯანაშია საკუთარი ლეიბლის ავტორი გახდა. 2015 წლიდან დიზაინერი ქმნის საკუთარ ბრენდს და როგორც სამშობლოში, ასევე მსოფლიოს ძალიან ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში ყიდის მას. 

გარდა იმისა, რომ გვანცა ჯანაშია ქმნის JANASHIA-ს, იგი დამფუძნებელია კონცეპტუალური სივრცის FLABOUR GEORGIAN DESIGNERS და ჩართულია მასში, როგორც დიზაინერი. 

რაც შეეხება F/W 2017/2018 კოლექციას, დიზაინერმა მასში ხაზი გაუსვა თავისუფლებას და სილამაზეს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებებს. როგორც წესი, გვანცა ჯანაშია თითქმის ყველა კოლექციაში აკეთებს მსგავს აქცენტებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ კონკრეტულ კოლექციაში ძალიან მკვეთრად იგრძნობოდა განსხვავებული სული. რბილი, ნატურალური ფერები, ჩრდილები და ტონები, სათუთად ერწყმოდა დიზაინერის 2017/2018 წლის სექსუალური, დახვეწილი, ლამაზი და განსხვავებული ქალის სილუეტებს. 

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi 4 მაისს გაიხსნა და 8 მაისს დაიხურება. ორგანიზატორების განმარტებით, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ სტუმრებს კვირეულის ფარგლებში არა ერთი საინტერესო ჩვენება ელით.

TREND. გთავაზობთ JANASHIA-ს ჩვენების სრულ ვერსიას:

Trend.ge