1. ვერძი, ველვეტისა და ტყავის ნაზავი - გსურთ იყოთ ყოველთვის სხვებისგან გამორჩეული. თქვენთვის ეს ჩანთა ზედგამოჭრილია. ის ნებისმიერი ვარსკვლავის ქუჩის სტილს დაამშვენებს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეს ფერი თქვენია.
2. კურო, ღია ფერის ნახევრად ტყავის ჩანთა - კუროებს მოსწონთ ქალური ფერები, ისეთი, როგორიცაა მაგალითად ვარდისფერი, მაგრამ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი. ის ფულს არასოდეს იშურებს ხარისხიან ნივთებში.
3. ტყუპები, დიდი ზომის ტყავის ჩანთა - თქვენ სრულიად არაპროგნოზირებადები ხართ. არასოდეს იცით წინასწარ რას გააკეთებთ, რა დაგჭირდებათ, ამიტომ ეს დიდი ზომის ჩანთა თქვენთვისაა. გარდა იმისა, რომ ის ელეგანტურია, ამასთანავე ბევრ ნივთს იტევს.
4. კირჩხიბი, ღია ფერის ჩანთა, ჯაჭვის ტარით - შავი ჩანთა არ იქნება თქვენთვის კარგი. ამ ზაფხულს ნათელი ფერები უნდა შეუსაბამოთ თუ გსურთ რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ. თქვენ ერთ-ერთი ყველაზე ელეგენატური ზოდიაქოს ნიშანი ხართ, ჩანთა ჯაჭვის ტარით კი გლამურულის სტატუსსაც მოგანიჭებთ.
5. ლომი - როცა საქმე ეხება აქსესუარებს, თქვენ ხელიდან არაფერს უშვებთ, ყოველთვის სიახლის შეტანას ცდილობთ. გსურთ აჩვენოთ, რომ დიდი ინვესტიციის ჩადება შეგიძლიათ და ფასი არასოდეს გაშინებთ. ეს ფორთოხლისფერი ჩანთა თქვენთვის ზედგამოჭრილია.
6. ქალწული - ქალწულის დახვეწილ და სადა სტილს კიდევ უფრო მოუხდება ეს კრისტალის მსგავსი ჩანთა. ეს ფერი იმდენად თქვენია, რომ ჩანთას არასდროს მოიშორებთ.
7. სასწორი, ცისფერი, საშუალო ზომის ჩანთა - ცისფერი თქვენი საყვარელი ფერია. მოგწონთ სიმეტრიული ნივთები. ამიტომ ექსპერიმენტებს ნუ ჩაატარებთ, გირჩვეთ ფოტოზე ნაჩვენებ ჩანთას. ეს ნამდვილად ჭკვიანური არჩევანი იქნება, რადგანაც თავს კომფორტულად იგრძნობთ.
8. მორიელი, ტყავის შავი, გლუვი ჩანთა - შავი ფერი არასოდეს გბეზრდებათ. შეგიძლიათ ატაროთ რაიმე შავი, სანამ არ დაიხევა, არ გაცვდება. ამ ჩანთით კი თავს კომფორტულად იგრძნობთ. გლუვი ფერი კიდევ უფრო ელეგანტურს გამოგაჩენთ.
9. მშვილდოსანი, დიდი ზომის კომფორტული ტყავის ჩანთა - თქვენ მოგზაური ხართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ყოველთვის ზურგჩანთით უნდა იაროთ. არანაკლებ კომფორტულია ფოტოზე აღბეჭდილი ჩანთა. სასურველია თუ აირჩევთ მხიარულ ფერს, მაგალითად როგორიცაა მეწამული.
10. თხის რქა, ტყავის შავი, კალათის მსგავის ჩანთა - თხის რქა დახვეწილია. თქვენ გიყვართ გამორჩეული დიზაინი. როცა საქმე მოდას ეხება, თქვენ ძალიან ჭკვიანურად იქცევით, შეგიძლიათ იამაყოთ, რადგანაც ყოველთვის მოდურ სამოსს და აქსესუარებს ირჩევთ და საოცრად უხამებთ მათ ერთმანეთს. ეს კალათის მსგავსი ჩანთა თქვენს მოდურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
11. მერწყული, ჩემოდნის ფორმის ჩანთა, მხიარულ ფერებში, გრძელი ტარით - საერთოდ არ გაღელვებთ სხვები რას იტყვიან და თქვენს სამოსსა თუ აქსესუარებს როგორ შეაფასებენ. თქვენთვის მთავარია თავს თავად გრძნობდეთ კომფორტულად.და ეს ჩანთა ისაა, რაც ნამდვილად მოგეწონებათ. ის შეესაბამება თქვენს არტისტულ ბუნებას.
12. თევზები, ზურმუხტისფერი, ელეგანტური ჩანთა,კრისტალის ეფექტით - მუქი მწვანე თქვენი საყვარელი ფერია. გიყვართ გარშომყოფების აღფრთოვანება ჩაცმის სტილით, აქსესუარებით. ეს ჩანთა კი ისაა, რასაც თავლს ვერავინ მოსწყვეტს.
თემები: მამაკაცები, ქალები, ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჩანთა
<a href="https://www.popsugar.com">https://www.popsugar.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია