1. არ არის საჭირო კონტროლი - ცხოვრების გაკონტროლება არ შეგვიძლია. ერთადერთი რისი კონტროლიც შესაძლებელია, ეს ჩვენი რეაქციებია. სიმართლე ის არის, რომ ცხოვრების შესახებ ძალიან ცოტა ვიცით. არ ვიცით რა შეიძლება იყოს ცუდი და რა კარგი. არასოდეს ვიცით რა შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ ქმედებას, რა შეიძლება მოხდეს მომავალში. არასოდეს ვიცით რა ბედი გველის.
2. არაფერი ხდება ზუსტად ისე, როგორც გვსურს - რაიმის მოლოდინმა შეიძლება გული გაგვიტეხოს. არაფერი არ ხდება ზუსტად ისე, როგორც ჩვენ გვსურს. სცადეთ, უბრალოდ ისიამოვნოთ ცხოვრებით ისეთით, როგორიც არის.
3. ყველაფერი სრულყოფილი არ არის ისევე, როგორც თქვენ - სამყაროში არაფერია სრულყოფილი, არც თქვენ. ნუ დაუწესებთ საზღვრებს საკუთარ თავს. სჯობს უფრო მეტი თავისუფლება და წინ სიარული.
4. დარდობთ დაკარგულ დროზე - დარდი და წუხილი იმაზე, რაც უკვე იყო ვეღარაფერს შეცვლის. გაცილებით უკეთესი იქნება, თუ თქვენს ენერგიას რაიმე უკეთესს და სასარგებლოს მიუძღვნით.
5. მაშინ ვსწავლობთ, როცა ძალიან გვიჭირს - სამწუხაროდ, მხოლოდ მაშინ ვსწავლობთ ყველაზე კარგად ცხოვრებას, როცა ძალიან გვიჭირს და როცა რაღაც ცუდი ხდება ჩვენს თავს. წარუმატებლობამ და ცხოვრებისეულმა სირთულეებმა არ უნდა შეგაშინოთ, გახსოვდეთ, რომ ეს თქვენი საუკეთესო მასწავლებელია.
6. ის, რომ ძალიან დაკავებული ხართ არ ნიშნავს რომ პროდუქტიული იქნებით - ბევრი ჩვენგანი მუდამ დაკავებულია და მუდამ აკეთებს ისეთ რაღაცებს, რაც რეალურ წინსვლასა და წარმატებას მას არ მოუტანს.
7. ბედნიერებისთვის არ გვჭირდება უფრო მეტი - უმეტეს ჩვენგან გამუდმებით სურს რაღაც უფრო მეტი, გამუდმებით ცხოვრების გაუმჯობესებაზე ვფიქრობთ, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ამას არ მოაქვს ბედნიერება. ბედნიერი უნდა იყოთ იმით რაც გაქვთ აქ და ახლა.
8. ჩვენი საზოგადოება ორიენტირებულია გარეგნულ სილამაზეზე - თუ კონცენტრირებულები იქნებით გარეგნულ სილამაზეზე, თქვენ ვერასოდეს გაიგებთ რა არის ნამდვილი ცხოვრება. უმჯობესია განავითაროთ საინტერესო ურთიერთობები, საინტერესო ადამიანებთან იმისთვის, რომ სავსე ცხოვრება გქონდეთ.
9. გაბრაზებით ენერგიას კარგავთ - თუ ბრაზდებით იმის გამო, რომ სხვები თქვენ არ გეთანხმებიან, თქვენ უბრალოდ კარგავთ ენერგიას ამ სიბრაზით. სიბრაზე იშვიათად შეიძლება იყოს პოზიტიური. უმჯობესი იქნება თუ გამართავთ დისკუსიებს და ისწავლით ერთმანეთისგან.
10. ვერ შეაჩერებ ცხოვრების დინებას - არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მაგრად ცდილობ, შენ უბრალოდ არ შეგიძლია შეაჩერო ცხოვრების ბუნებრივი დინება. უმჯობესია, ისიამოვნო მომენტებით სანამ შეგიძლია.
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="http://thepowerofideas.ideapod.com/">http://thepowerofideas.ideapod.com/</a>