LIFE

რაზე მიუთითებს წყვილების ძილის პოზიცია? - მკვლევარებმა ურთიერთობის პიკანტური დეტალები ამოხსნეს

რაზე მიუთითებს წყვილების ძილის პოზიცია? - მკვლევარებმა ურთიერთობის პიკანტური დეტალები ამოხსნეს

ახალი კვლევის თანახმად, ის თუ რა პოზიციით გძინავთ პარტნიორთან, ბევრ რამეს ამბობს ურთიერთობის შესახებ.

მკვლევარებმა შეისწავლეს 1 000 ადამიანი და აღმოაჩინეს, რომ წყვილებს, რომლებიც ინარჩუნებენ ფიზიკურ კონტაქტს ძილის დროსაც, უფრო მეტად უყვართ ერთამანეთი და უფრო მყარი ურთიერთობა აქვთ.

ასეთი წყვილების 94%-ზე მეტი ამბობს, რომ ძალიან ბედნიერები არიან თავიანთი სასიყვარულო ურთიერთობით.

წყვილებიდან, რომლებიც ძილის დროს ერთმანეთს არ ეხებიან, მხოლო 68 %-მა თქვა, რომ ურთიერთობა აბედნიერებდათ.

ასევე, მკვლევარები წერენ, რომ ფიზიკური მანძილი ძილის დროს დაკავშირებულია ემოციურ მანძილთან. იმ წყვილებს შორის, რომლებიც ერთმანეთს ორ სანტიმეტრზე ნაკლებით შორდებიან ძილის დროს, 86% ამბობს, რომ ბედნიერია.

წყვილებიდან, რომლებიც დიდი მანძილით არიან დაშორებულები ძილის დროს, მხოლოდ 66%-მა თქვა რომ ბედნიერია.

როგორც კვლევამ აჩვენა, ძილის ყველაზე პოპულარული პოზიცია წყვილებს შორის ზურგშექცევით წოლაა, ასე 42% იქცევა. 31%-ს სძინავს ერთი და იგივე მიმართულებით, ხოლო ერთმანეთისკენ სახით სძინავს 4%-ს. 



<a href="http://time.com">http://time.com</a>