სტილი

BEVZA - თეთრის რომანტიზმი - მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული

BEVZA ერთ-ერთი გამორჩეული არაქართველი დიზაინერია, რომელმაც Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის 2017 წლის სეზონზე სტუმრებს თავისი კოლექცია წარუდგინა. იგი ძალიან ცნობილი, უკრაინული, კერძოდ კი კიევური ბრენდია, რომელიც კოლექციებში თეთრი ფერის დომინირებით ყოველთვის გამორჩეულია. 

ბრენდის F/W 2017/2018-ის კოლექციის დომინანტი ფერი ამჯერადაც თეთრი გახლდათ. დიზაინერი ამ ფერს მისი ფილოსოფიური მნიშვნელობის გამო იყენებს. ლეიბლის დამფუძნებელი და შემოქმედებითი დირექტორი, დიზაინერი სვეტლანა ბევზაა. იგი კოლექციის მმართველი ფერის - თეთრის, როგორც ბრენდის ხელწერის ავტორია. 

BEVZA-ს კოლექცია ყოველთვის მინიმალისტურია, თუმცა, დიზაინერი ხშირად თამაშობს ცვალებადი, ცოცხალი, მარტივი და უბრალო სილუეტებით. აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად მინიმალიზმისა, BEVZA-ს ქალი ყოველთვის დიდი ენერგეტიკისა და ძალის მატარებელია. 

როგორც ქალის სამოსის საუკეთესო დიზაინერი, სვეტლანა ბევზა 2013 წლის მოდის საუკეთესო ჯილდოს მფლობელია. მან პოპულარობა თავისი არისტოკრატული, მინიმალისტური სტილით მოიპოვა და უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ, ერთ-ერთ საუკეთესო, ინდივიდუალური და საავტორო ხედვის მქონე დიზაინერად ითვლება. 

BEVZA-ს ჩვენება Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის ფარგლებში დახურვის დღეს, 8 მაისს გაიმართა. 

TREND. გთავაზობთ ჩვენების ფოტოებს:

Trend.ge