ადამიანების ევოლუციის შესწავლისას რომ გენეტიკური კოდი მნიშვნელოვანია ამაზე აღარ ვდავობთ, მაგრამ შენ წარმოიდგინე, ის იმ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე სექსუალური პარტნიორის არჩევას ეხება!
რაღათქმაუნდა, ის საბედისწერო დღე კარგად გახსოვს, შენი ცხოვრების სიყვარული პირველად რომ დაინახე. და მაინც, რა ჰქონდა ისეთი, რაზეც ასე „დაეცი“? — თვალები, იუმორის გრძნობა თუ შენს მუსიკალურ გემოვნებასთან თანხვედრა? ალბათ, იმ დღეზე რომ ფიქრობ, თვალწინ უამრავი გულებიანი „ემოჯი“ გაგიელვებს, მაგრამ გეტყვით, რომ შენი „დაცემა“ არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილის ბრალი არ ყოფილა. ამ ცხელი მიზიდულობის საიდუმლო სექსუალობასთან არანაირ კავშირში არაა — Nature-ის ბოლო დროს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ის შენი გენეტიკური კოდირების ნაწილია!
ყველა ადამიანს უნიკალური HLA — ლეიკოციტების ანტიგენური კომპლექსი (human leukocyte antigen complex) აქვს, რომელიც იმუნურ სისტემას ეხამრება, საკუთარი უჯრედები არასასურველი ვირუსების და ბაქტერიებისგან გამიჯნოს. ამასთან ერთად, ისინი ადამიანებს შორის მიზიდულობაზეც უდიდეს გავლენას ახდნენ.
მკვლევრებმა 254 წყვილის მიზიდულობის ნიმუში შეისწავლეს და დაადგინეს, რომ თუ პარტნიორებში ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული HLA კომპლექსი სექსუალობასთან თანაფარდობაშია და გამრავლების სურვილს საგრძნობლად აძლიერებს. ეს ნიშნავს, რომ სწორედ შენი გენები განსაზღვრავს, რამდენად გინდა სექსი შენს პარტნიორთან. მოკლედ, განსხვავებული პოლუსები ამ შემთხვევაშიც მიიზიდებიან!
იმასაც HLA განაპირობებს, შენი რჩეულის სუნი განსაკუთრებული რომ გეჩვენება. მკვლევრებმა გამოააშკარავეს, რომ წყვილების უმეტესობა პარტნიორის სუნის შესახებ იმ შემთხვევებში აღნიშნავდა, თუ მათი HLA რადიკალურად განსხვავდებოდა. თუმცა ისიც დასძინეს, რომ შესაძლებელია, ეს უბრალოდ ძლიერი სიყვარულით და მყარი ურთიერთობით გამოწვეული ყოფილიყო.
მოკლედ, ეს საკითხი ბარში განსახილველი ნამდვილად არ არის, თანაც ამ ფაქტს ევოლუციისთვის სარგებობის მოტანაც შეუძლია — სულ ცოტა, ცხოველების შემთხვევაში: მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ 2 ცხოველს, რომლებსაც განსხვავებული ქსოვილოვანი თავსებადობა — MHC (major histocompatibility complexes) აქვთ (მეცნიერები ცხოველების HLA-ს MHC-ს უწოდებენ), ერთმანეთი ძალიან უყვართ და მათი სხეულის ფლუიდებიც ბუნებრივად ერევა, მათი შთამომავლობა კი განსაკუთრებულად ძლიერი იმუნური სისტემით გამოირჩევა.
მოკლედ, ამის შემდეგ შენი სიმპატიის ასტროლოგიური ნიშნით ნუღარ დაინტერესდები — მისი გენეტიკური HLA-ს შიფრი უნდა მოიპოვო :)
თემები: სექსი, სიყვარული და სექსი, ქიმია, რა იწვევს ადამიანებს შორის მიზიდულობას, ერთი ნახვით შეყვარება, გენეტიკური კოდი, HLA, სექსუალური მიზიდულობა, სექსუალური მიზიდულობის მეცნიერული ახსნა