LIFE

5 ხერხი, როგორ მოიგოთ მამაკაცის გული

5 ხერხი, როგორ მოიგოთ მამაკაცის გული

1. უნდა გამოიცნოთ ის

თუ გინდათ მოიგოთ მამაკაცის გული, ეცადეთ გამოიცნოთ ის - დაინახოთ, მოისმინოთ, და აგრძნობინოთ, რომ ხედავთ მას, ხედავთ მის სულს. გაგიკვირდებათ, როგორი დონის სულიერ სიახლოვესა და სინაზეს გამოიწვევს ეს მასში.

5 ხერხი, როგორ მოიგოთ მამაკაცის გული

2. უნდა დატკბეთ იმით, რას და როგორ აკეთებს.

მამაკაცისთვის ყველაზე დიდი სიხარულია - გამოიყენოს საკუთარი სხეული, ძალა, ჩვევები და უნარი, რომ გააკეთოს რაიმე. იქნებ ვახშამს ამზადებს, ვარჯიშობს ან უბრალოდ ავეჯი უნდა გაწიოს - თვალყური ადევნეთ, აჩვენეთ, რომ თქვენ ეს მოგწონთ. უთხარით, რომ სექსუალურია, როცა რამეს აკეთებს. მამაკაცებს ძალიან აკლიათ კომპლიმენტები.

5 ხერხი, როგორ მოიგოთ მამაკაცის გული

3. უნდა უთხრათ, როგორ გავლენას ახდენს ის თქვენზე.

თუ გსიამოვნებთ მის გვერდით ყოფნა, აგაგზნებთ მისი კოცნა - უნდა უთხრათ ამის შესახებ. უნდა ელაპარაკოთ მას საკუთარ გრძნობებზე, როცა მის გვერდით ხართ, და ის უფრო ახლოს იგრძნობს თავს. მან უნდა იცოდეს, რომ რაღაცას წარმოადგენს თქვენთვის, და მაშინ მას ემახსოვრება ერთად გატარებული ყოველი წამი.

5 ხერხი, როგორ მოიგოთ მამაკაცის გული

4. რთულ მომენტებში ყოველთვის გვერდით უნდა იყოთ.

ყველაფერი ყოველთვის კარგად არ იქნება. მამაკაცი შეიძლება ჩუმად იყოს და არ მოინდომოს საუბარი საკუთარი პრობლემების შესახებ. თუ ქალი ნამდვილად განიცდის, მაშინ არ უნდა დატოვოს ის მარტო. აუცილებელი არ არის დაეხმაროთ რჩევებით, შეიძლება უბრალოდ გამოამჟღავნოთ ზრუნვა და ყურადღება. ეს ხანდახან არ არის ადვილი და საჭიროა მოთმინება, მაგრამ ეს აგინაზღაურდებათ.

5 ხერხი, როგორ მოიგოთ მამაკაცის გული

5. უნდა დაინტერესდეთ მისი გატაცებებით.

ქალი და მამაკაცი სხვადასხვანაირად აღიქვამენ სამყაროს, და ეს მშვენიერია. ქალთა სამყარო უფრო გრძნობადი, დახვეწილი და დინამიურია, სწრაფად ცვალებადი. მამაკაცს უძნელდება მისი სწრაფად გაგება. მაგრამ ის ეცდება, თუ დაინახავს, რომ მისი ქალიც ინტერესდება მისი სამყაროთი. დაუსვით კითხვები, სთხოვეთ აგიხსნათ რაღაც, მაგალითად, ექსტრიმის, საბრძოლო ხელოვნების ან ავტომობილების შესახებ - და თქვენ გაგიკვირდებათ, რამდენად დაიქოქება ის! 

5 ხერხი, როგორ მოიგოთ მამაკაცის გული



<a href="http://sunsee.info">http://sunsee.info</a>