LIFE

რატომ რეცხავს ბილ გეიტსს ყოველდღე ჭურჭელს ?

რატომ რეცხავს ბილ გეიტსს ყოველდღე ჭურჭელს ?

მაიკროსოფტის დამფუძნებელი ბილ გეიტსი ჩვენი პლანეტის უმდიდრესი ადამიანია, მაგრამ ეს მას ჭურჭლის გარეცხვაში ხელს არ უშლის.

თითქმის ყოველ საღამოს ის დაგროვებულ ჭურჭელს, იქნება ეს თეფშები თუ ჭიქები, თვითონ რეცხავს. ინტერვიუში მას ჰკითხეს, თუ რას აკეთებდა ის უჩვეულოს, ისეთს, რასაც არავინ მოელოდა მისგან. მან უპასუხა, რომ ყოველდღე რეცხავდა ჭურჭელს, იმის მიუხედავად, რომ ამის გაკეთება სხვას შეეძლო.

დადებითი მხარეები

კვლევებმა აჩვენა, რომ ჭურჭლის რეცხვა ამცირებს სტრესს და აღვივებს კრეატიულობას. ფლორიდის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ სტუდენტები, რომლებიც ჭურჭელს რეცხავდნენ, ბევრად ყურადღებით ეკიდებოდნენ სხვა საკითხებსაც. თბილ წყალზე კონცენტრაცია და საპნის სუნი სტიმულს აძლევს და აუმჯობესებს ტვინის მუშაობას.

რატომ რეცხავს ბილ გეიტსს ყოველდღე ჭურჭელს ?

კვლევის მიხედვით, უაზრო დავალებების საშუალებით, ტვინს ეძლევა უფრო მეტი დრო თავისუფლად ფიქრისთვის და კრეატიულობაც იმატებს. მაგალითად, სტუდენტებმა შეასრულეს დავალება: მათ გადმოიწერეს ნომრები მობილური ტელეფონიდან. ისინი ამ მარტივ სავარჯიშოს ყოველგვარი ფიქრის გარეშე ასრულებდნენ და მისი დასრულების შემდეგ მიხვდნენ, რომ მათი კრეატიულობა გაიზარდა.

მართლაც, საუკეთესო იდეები არასდროს არ მოგდის მაშინ, როცა მთელი მონდომებით ცდილობ. ძირითადად, საუკეთესო იდეები მაშინ გიჩნდება, როდესაც ვახშამს ამზადებ, ბანაობ ან ვარჯიშობ.

რატომ რეცხავს ბილ გეიტსს ყოველდღე ჭურჭელს ?

შემდეგში, როდესაც დაინახავ დაგროვებულ ჭურჭელს, არ დაიზარო და გარეცხე. დაუჯერე ბილ გეიტსს - ეს საქმიანობა დაგაწყნარებს კიდევაც და კრეატიულსაც გაგხდის.