1. იუმორის გრძნობა - იუმორი არის ის თვისება, რომელსაც ყველა ეძებს პარტნიორში. სიცილი არის ის, რაც ყველა ჩვენგანს გვიყვარს. უმნიშვნელოვანესია, რომ ადამიანს შეეძლოს საკუთარი თავის გახალისება და ასევე სხვების გაცინება. იუმორი ადამიანებს რთული სიტუაციების გამკლავებაში ეხმარება. არავის სურს ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც მუდამ სერიოზულია.
2. ცხოვრების მიმართ ვნება და ჟინი - როცა ვპოულობთ ადამიანს,რომელსაც ცხოვრების მიმართ დიდი ჟინი და ვნება აქვს, ის გვიზიდავს. ასეთი ადამიანები ცხოვრების ძალასა და სტიმულს გვაძლევენ.
3. კარგი გადაწყვეტილებების მიღების უნარი - როცა ადამიანს აქვს უნარი, მიიღოს კარგი გადაწყვეტილებები როგორც თავისთვის, ასევე სხვებისთვის, ეს ნიშნავს, რომ მან იცის როგორ იცხოვროს, არის საიმედო და მყარი, რაც წარმოუდგენლად მიმზიდველს ხდის.
4. დამოკიდებულება გარშემომყოფებთან - კეთილგანწყობას სხვების მიმართ ადამიანის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თვისებად განიხილავენ. ეს ერთგვარი საზომია იმისა, თუ რამდენად კარგი და მიმზიდველიაის. როდესაც ადამიანი ამჟღავნებს კეთილგანწყობას უცხოების მიმართ, ისეთივეს, როგორიც აქვს მეგობრებისა და ოჯახის მიმართ, ეს იმის ნიშანია, რომ მას კარგი ბუნება აქვს, რის გამოც ის სხვებისთვის ძალიან მომხიბვლელია.
5. გახსნილი გონება - გახნილი გონება ადამიანს აძლევს საშუალებას იმსჯელოს სწორად, გადაჭრას პრობლემები, იყოს წარმატებული და რა თქმა უნდა, ეს ძალიან მომხიბვლელს ხდის მას. ასეთი ადამიანები, როგორც წესი, კარგი მსმენელები არიან. მოისმენენ სხვების აზრებს, რჩევებს, შეაფასებენ სიტუაციას და გადაწყვეტილებებს მხოლოდ ამის შემდეგ იღებენ.
თემები: რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="http://www.higherperspectives.com">http://www.higherperspectives.com</a>