LIFE

როგორ უნდა მოიქცეთ პირველ პაემანზე იმისთვის, რომ ურთიერთობა გაგრძელდეს?

როგორ უნდა მოიქცეთ პირველ პაემანზე იმისთვის, რომ ურთიერთობა გაგრძელდეს?

პირველი პაემანი ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტია. როცა გაქვთ პაემანი მასთან, ვინც მართლა ძალიან მოგწონთ, ცდილობთ, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს და საღამომ შესანიშნავად ჩაიაროს.

არაერთი რჩევა წაგიკითხავთ იმისა, თუ როგორ უნდა მოიქცეთ პირველ პაემანზე. მაგ: არ ისაუბროთ ძალიან ბევრი, იყავით თავისუფლად და მხიარულად, ჰკითხეთ მას საკუთარი თავის შესახებ, ნუ მიირთმევთ ძალიან ბევრს, ჩაიცვით ლამაზი ფეხსაცმელი და ა.შ.

პირველი პაემნის დროს საშინლად ნერვიულობთ, ვინაიდან, ეს არის შანსი, იმისა რომ „ის“ აცდუნოთ, მოხიბლოთ და ურთიერთობა ხანგრძლივად აქციოთ. არ გაქვთ შეცდომის დაშვების უფლება.

როგორ უნდა მოიქცეთ პირველ პაემანზე იმისთვის, რომ ურთიერთობა გაგრძელდეს?

ამ შემთხვევაში მოხიბვლა ნიშნავს, დაარწმუნოთ ის, რომ სასიყვარულო ურთიერთობისთვის საუკეთესო კანდიდატი ხართ. ამიტომ, შესაძლოა რთულია, მაგრამ საკითხს ცოტა პრაგმატულად უნდა შეხედოთ.

საკითხი დგას ასე: რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ დაარღვიოთ მისი საზღვრები და მის ცხოვრებაში აღმოჩნდეთ?

პირველ რიგში, ნუ დაგავიწყდებათ, რომ პაემანი წარმატებული ვერ იქნება, თუ პარტნიორს არ მოუსმენთ.

როგორ უნდა მოიქცეთ პირველ პაემანზე იმისთვის, რომ ურთიერთობა გაგრძელდეს?

ასევე უნდა აჩვენოთ, რომ საკუთარი თავის მიმართ პატივისცემით ხართ განწყობილები. თუ საკუთარ თავს თავად არ სცემთ პატივს და თუ დაბალი თვითშეფასება გაქვთ, სხვისი მოხიბვლა გაგიჭირდებათ. ეს არ ნიშნავს, რომ პაემანზე გამუდმებით ხაზგასმით უნდა ისაუბროთ იმაზე თუ რა მშვენიერი ხართ, რა ამაღელვებელ ცხოვრებას სთავაზობთ თქვენს პარტნიორს.

უფრო მაცდუნებელი იქნება, თუ ისაუბრებთ თქვენს გატაცებებზე, საყვარელ ადგილებზე, წიგნებზე და ა.შ.

ასევე, მის თვალში ამაღლდებით თუ დაინახავს, რომ საკუთარი შეცდომების დანახვა და გაცნობიერება შეგიძლიათ. აჩვენეთ პოტენციურ პარტნიორს, რომ მგრძნობიარე და ზოგჯერ სუსტი ხართ. სისუსტე ამ შემთხვევაში თქვენი ძალა გახდება.

როგორ უნდა მოიქცეთ პირველ პაემანზე იმისთვის, რომ ურთიერთობა გაგრძელდეს?

იყავით გულწრფელები. ფრაზა - „იცი,ვნერვიულობ“, აღწევს მის გულში, იმიტომ რომ დიდი ალბათობით თავადაც ძალიან ნერვიულობს. გარდა ამისა, ის ხედავს, რომ ცოტა შეშინებული ხართ და ნერვიულობთ, მაგრამ ცდილობთ გაუმკლავდეთ ამ ნერვიულობას და შიშს და ეს თქვენ პაემანზე სუსტ და ამავდროულად, ძლიერ ადამიანად წარმოგაჩნეთ, რაც ნამდვილად დიდი კოზირია.

წარმოუდგენლად მაცდურია საუბარი ღიმილით.

ადამიანის მოსახიბლად კიდევ ერთი ნაბიჯი არის მიანიშნოთ მას, რომ ხედავთ მის პოზიტიურ მხარეებს და აფასებთ.

ადამიანის მოხიბვლა ბევრი რამითაა შესაძლებელი, მაგრამ არის ერთი და მთავარი - საკუთარი თავის ცოდნა და ფლობა.



<a href="http://www.huffingtonpost.com">http://www.huffingtonpost.com</a>