LIFE

კაცების 12 საიდუმლო - ის, რასაც კაცი ქალთან არასოდეს აღიარებს

კაცების 12 საიდუმლო - ის, რასაც კაცი ქალთან არასოდეს აღიარებს

კაცებს ქალების მსგავსად აქვთ საიდუმლოები, რომლებსაც ისინი ქალებს არასოდეს უმხელენ. გთავაზობთ 12 მათგანს:

1. კაცებს უყვართ თავდაჯერებული და ქარიზმატული ქალები - კაცები ირჩევენ ქარიზმატულ გოგონებს. ქალი, რომელიც თავდაჯერებულია, კაცისთვის გარეგნულად უფრო მომხიბვლელია.

2. მისთვის მნიშვნელოვანია, როგორ გამოიყურება პარტნიორი - კაცს არ აინტერესებს თქვენი კაბა მოდურია თუ - არა. მაგრამ მას სურს, რომ სექსუალურად და მიმზიდველად გამოიყურებოდეთ. გახსოვდეთ, რომ კაცს თვალებით უყვარს.

3. უჭირს აღიარება, რომ არ შეუძლია რაღაცების გაკეთება - მისთვის მნიშვნელოვანია, რომ საყვარელი ქალის თვალში ძლიერი და ყოვლისშემძლე იყოს. ამიტომაც ის ცდილობს ყველანაირი საქმის შესრულებას. მაშინაც კი, როცა წარმოდგენა არ აქვთ, როგორ გააკეთონ თქვენი თმის საშრობი, ისინი მაინც იწყებენ მის გაკეთებაზე ზრუნვას.

კაცების 12 საიდუმლო - ის, რასაც კაცი ქალთან არასოდეს აღიარებს

4. თავს დაბნეულად გრძნობენ, როცა ეშმაკურ კითხვას უსვამთ - ქალებს უყვართ ისეთი კითხვების დასმა, როგორიცაა- „მსუქანი ვარ?“. ამ დროს ისინი დაბნეულები არიან და არ იციან, როგორ უპასუხონ. ეზიზღებათ მსგავს კითხვაზე პასუხის გაცემა.

5. უჭირს თქმა, რომ რაღაცის მიღება, შოვნა, ყიდვა, გაკეთება არ შეუძლიათ - არ არის საიდუმლო რომ კაცები ყოველთვის ადარებენ თავს მეგობრებს და ეზიზღებათ თავი, როცა რაიმის გაკეთება არ შეუძლიათ. საშინელებაა მათთვის უთხრან საყვარელ ქალს, რომ სასურველს ვერ იღებენ.

6. უჭირს თქმა, რომ ეჭვიანობს - მამაკაცს არ უყვარს გრძნობების ღიად გამოხატვა და როდესაც ხედავს, რომ მისი საყვარელი ქალი სხვა ბიჭს ეფლირტავება, არ აძლევს თავს უფლებას, რომ ეს ემოცია გამოხატოს, მაგრამ სინამდვილეში ის თავს საშინლად გრძნობს.

კაცების 12 საიდუმლო - ის, რასაც კაცი ქალთან არასოდეს აღიარებს

7. ის არ გეტყვით რომ თავიდან ბოლომდე შესწავლილი ჰყავხართ - თუ კაცი რესტორანში გეპატიჟებათ, ნუ გაიქცევით საქორწინო კაბით. მსუბუქი ფლირტი, ხუმრობა და ღიმილი არის უბრალოდ ნიშანი იმისა, რომ ის დაინტერესებულია თქვენით და არ ნიშნავს, რომ სამუდამოდ თქვენთან იქნება. ამიტომ, ყურადღებით იყავით, ის ყველა თქვენს მოქმედებას სწავლობს.

8. გიჟდებიან კომპლიმენტებზე - ტრადიციულად, კომპლიმენტებს კაცები ამბობენ, მაგრამ ქალებზე არანაკლებ უყვართ ქათინაურების მოსმენა. მათ, ისევე როგორც ქალებს, სჭირდებათ სითბოსა და სიყვარულის გამომხატველი სიტვების მოსმენა.

9. მათ უყვართ ქალების ნივთები - მათ უყვართ ქალის თავის მოვლის საშუალებები. კაცებს ასევე უყვართ ქალების საყვარელი გადაცემების ნახვა და განტვირთვა. მაგრამ ამას მალავენ იმიტომ, რომ „ბიჭები ვერ გაუგებენ“ და ამის გამო შეიძლება მეგობრებმა დასცინონ.

10. მათაც აქვთ ფობიები - ყველას აქვს ფობია. კაცს არ სურს გითხრათ, რომ მასაც ეშინია სიბნელის, ან ობობების. მას არ სურს გაჩვენოთ სისუსტე. მაგრამ მზად იყავით, რომ ერთ დღეს ის ამას გამოავლენს. 

კაცების 12 საიდუმლო - ის, რასაც კაცი ქალთან არასოდეს აღიარებს

11. ის გრძნობების დამალვის ოსტატია - დრამატული ფილმის კულმინაციის დროს გოგონების უმეტესობა ტირის. ფილმი იგივე ეფექტს ახდენს კაცზეც, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ისინი არ გამოხატავენ ემოციებს.

კაცების 12 საიდუმლო - ის, რასაც კაცი ქალთან არასოდეს აღიარებს

12. თუ მიგატოვათ, მას აუცილებლად აქვს ამის მიზეზი, თუმცა ეს მიზეზი შეიძლება ვერასოდეს გაიგოთ - კაცი არასოდეს წავა თუ ის დაინტერესებულია თქვენით. ის უმიზეზოდ არაფერს აკეთებს. 



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>