სულ რამდენიმე დღეში, გაზაფხული იწურება (თუ ამას გაზაფხული ერქვა) და ნანატრი ზაფხული გვიახლოვდება — სეზონი, როდესაც ადამიანები განსაკუთრებით აქტიურად ებმებიან სასიყვარულო ურთიერთობებში. HUGO BOSS-ის განცხადებით, დღევანდელ სამყაროში მყისიერი ვიზუალური ცდუნება მარტივად მიიღწევა, თუმცა ადამიანის საფუძვლიანად მოჯადოებისთვის, გარეგნობასთან ერთად, დაუვიწყარი სუნია საჭირო. ამ მიზნით შეიქმნა მამაკაცის და ქალის „სუნები“: BOSS THE SCENT FOR HIM და BOSS THE SCENT FOR HER.
ცდუნებას რომ თავი დავანებოთ, TREND-მა BOSS-ის ახალ არომატებზე რამდენიმე მიზეზით შეაჩერა ყურადღება: როგორც მამაკაცის, ასევე — ქალის ვერსია საკმაოდ თბილი სუნით ხასიათდება, ამავდროულად კი ჯანჯაფილის და მოხალული კაკაოს ნოტების დამსახურებით, მწარე შტრიხებიც დაკრავს და სიცხეში თავს არ აგატკივებს.
როგორც ჩანს, BOSS-მა, ბრენდის მასკულინური ხასიათიდან გამომდიანრე, პირველ რიგში, მამაკაცების სასარგებლოდ იფიქრა და BOSS THE SCENT FOR HIM-ს აფროდოზიაკი გაურია: ეს არის აფრიკული ხილის — მანაკას (იგივე მანკაკა) ექსტრაქტი, რომელსაც შოკოლადიანი მარწყვის გემო აქვს. თუმცა მარწყვმა არ დაგაბნიოს — სუნამო ძალიან ტკბილი არ არის, მისი საბაზისო ნოტი ტყავია!
BOSS THE SCENT FOR HIM-ის ზედა ნოტს ჯანჯაფილი, ბერგამოტი, სალბი და კვიპაროსი წარმოადგენს; შუა ნოტს — ზემოთ აღნიშნული მანაკა ლავანდასთან ერთად; საბაზისო ნოტს კი — ტყავი.
HUGO BOSS-ის კრეატიული დირექტორის — ჯეისონ ვუს კონცეფციით შეიქმნა მამაკაცის სუნამოს მეწყვილე — BOSS THE SCENT FOR HER-ი. ვუ სუნამოს ასე ახასიათებს: „არის რაღაც დაუჯერებლად ძლიერი და თავისთავად მაცდუნებელი ქალში, რომელიც ჩაცმულია კაცის ტანისამოსში, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს მის ქალურობას; სწორედ ეს არის ამ სუნამოს იდეა, რომელიც ფლობს როგორც მამაკაცის სუნამოს ძალას, ასევე ქალურ სიფაქიზეს – კაცი და ქალი ერთმანეთის წინააღმდეგ, თითქოს ისინი თანასწორუფლებიანთა თამაშში არიან ჩართულნი, სადაც ორივე თანაბარ სათამაშო უპირატესობას ფლობს.“
BOSS THE SCENT FOR HER-ის ზედა ნოტი ფრეზიის ყვავილის და თაფლიანი ატმის ექსტრაქტების ბაზაზეა მიღებული; შუა ნოტს ოსმანტუსის ყვავილი ქმნის, საბაზისო ნოტს კი — მომწარო ეფექტის მქონე მოხალული კაკაოს ექსტრაქტები.
მიუხედავად იმისა, რომ როგორც მამაკაცის, ასევე — ქალის ვერსია მცირე მოცულობებითაცაა წარმოდგენილი, თამამად შეგვიძლია, 100 მლ-იანი შეფუთვის შეძენა გირჩიოთ, რადგან ორივე არომატის ზომიერი ბუნების დამსახურებით, ისინი სიცხეშიც კი არ მოგბეზრდება!
თემები: Voulez-Vous, Voulez-Vous Georgia, HUGO BOSS, ახალი სუნამო, BOSS THE SCENT FOR HIM, BOSS THE SCENT FOR HER, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი "ვულე-ვუ"
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია