როგორ გამოიყურებიან მეოცე საუკუნის ლეგენდარული ადამიანების შვილიშვილები
- 27.05.2017
1. როუზ და ტატიანა შლოსბერგები, ჯონ და ჟაკლინ კენედების შვილიშვილები - როუზი კენედების უფროსი შვილიშვილია და ის ყველაზე მეტად ჰგავს თავის ლეგენდარულ ბებიას, ჟაკლინს. მან ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა და კინემატოგრაფიითაა დაინტერესებული.
მისი დებიუტი ერთ-ერთ ონლაინ კომედიურ სერიალში შედგა. ტატიანამ იელის უნივერსიტეტი დაამთავრა და ჟურნალისტია. გოგონებს ჰყავთ უმცროსი ძმა ჯონი, რომელმაც ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა და პირველ ნაბიჯებს დგამს პოლიტიკურ კარიერაში.
2. ემა ფერერი, ოდრი ჰეპბერნისა და მელ ფერერის შვილიშვილი - ემა ოდრის უფროსი ვაჟის, შონის შვილია. გოგონა ბავშვობიდან კარგად ხატავს და სწავლობდა ფლორენციის ხელოვნების აკადემიაში. ის ფოტომოდელობაზეც არ ამბობს უარს, იშვიათად, მაგრამ მაინც იღებს მონაწილეობას სხვადსხვა ფოტოსესიებში.
3. ელისონ ლე ბორჟი, ალენ და ნატალი დელონების შვილიშვილი - ერთხელ ერთმა ფოტოგრაფმა, რომელმაც არ იცოდა თუ ვინ იდგა მის წინ, უთხრა ელისონს - „ალენ დელონი რომ ქალი ყოფილიყო, ზუსტად თქვენი მსგავსი იქნებოდა“. ელისონი ნამდვილად ლამაზი და მომხიბვლელია და ძალიან ჰგავს თავის ბაბუას, მაგრამ ის არ მიჰყვება მის კვალს. ელისონმა მოდელის კარიერა აირჩია.
4. ლევი დილანი, ბობ და სარა დილანების შვილიშვილი - ეს მომხიბვლელი მიჭი სამოდელო კარიერას მიჰყვება და სხვადასხვა სამოდელო სააგენტოებთან თანამშრომლობს. ლევი ამბობს, რომ მუსიკას მის ცხოვრებასა და მის გულში დიდი ადგილი უკავია. ის უკრავს გიტარაზე და წერს მუსიკას, თუმცა ჯერჯერობით არ სურს, რომ მისი შემოქმედება ფართო საზოგადოებამ გაიცნოს.
5. ანნა შარი, ბრიჯიტ ბარდოს შვილიშვილი - ის თეატრალურ კარიერას ეწევა და თანდათან უფრო საინტერესო წინადადებებს იღებს ფილმებიდან და წარმატებით ასრულებს სრულიად განსხვავებულ როლებსა.
6. შარლოტი, გრეის კელისა და რენე მესამის შვილიშვილი - მან სორბონას უნივერსიტეტი დაამთავრა. იტაცებს ჟურნალისტიკა, დაკავებულია სხვადასხვა სპორტული აქტივობებით და ასევე ზოგჯერ მოდური ბრენდების სახედაც გვევლინება. მაგალითად, ის რამდენჯერმე იყო „გუჩის“ სახე.
7. დაიან პიკასო, პაბლო პიკასოს შვილიშვილი - ის სწავლობდა იურისპრუდენციასა და ხელოვნების ისტორიას. ახლა მუშაობს მსოფლიოს წამყვანი მუზეუმების გამოფენებზე და არის ხელოვნების ორგანიზაციის წევრი.
8. სელა, სქიფ და ნიკო მარლები, ბობ მარლის შვილიშვილები - მუსიკოსს 11 შვილი ჰყავდა 7 სხვადასხვა ქალისგან. საზოგადოებისთვის ამ სამი შვილიშვილის შესახებაა ცნობილი. სელამ ცხოვრება სამოდელო ბიზნესს დაუკავშირა, სქიფი პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც კეტი პერისთან ერთად შეასრულა სიმღერა, ხოლო ნიკო ამერიკულ ფეხბურთს პროფესიულ დონეზე თამაშობს.
9. რაილი კიო, ელვის და პრისცილა პრესლების შვილიშვილი - რაილიმ თავი კინემატოგრაფიას მიუძღვნა. ის ცნობილი გახდა ფილმით „Mad Max”. ის იყო ოქროს გლობუსზე ნომინირებული სერიალ „The Girl on Call”-ში შესრულებული როლისთვის.
10. ლიკა ქავჟარაძე, შვილიშვილი - საშკა თაქთაქიშვილი - ლიკა ქავჟარაძეს პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ლევან თაქთაქიშვილი ჰყავს. ლევანი მამასთან ცხოვრობს ამერიკაში. დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე თამარ ლოლუა და ვაჟი - საშკა. პატარა ბიჭი ულამაზესია და ძალიან ჰგავს ბებიას
თემები: მსახიობები, ჰოლივუდი, შვილიშვილი, მსგავსება
<a href="adme.ru">adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია