რატომ იცვამენ X ფაქტორის ჟიურის წევრები და წამყვანები ძირითადად შავ ფერს?
- 29.05.2017
რუსთავი 2-ის მაყურებელი ყოველ ორშაბათს, გამორჩეულად ელოდება საღამოს 22:00-ს, რადგან, სწორედ ამ დროს ყველაზე საინტერესო სატელევიზიო შოუ, X ფაქტორი იწყება. გარდა იმისა, რომ მათი ყურადღება მიმართულია მონაწილეებზე, მათ საშემსრულებლო მანერაზე, სასცენო რეპერტუარსა და სხვა სასაცილო და მხიარულ ამბებზე, რომლითაც ეს შოუ ყოველთვის გვანებივრებს, მაყურებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო X ფაქტორის ჟიური და წამყვანები არიან. განსაკუთრებით საინტერესოა მათი ჩაცმის სტილი, აქსესუარები, რომლებსაც ატარებენ და რითიც თავიანთ თავსა და ხასიათს გამოხატავენ.
უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლის X ფაქტორის ჟიურისა და წამყვანების ვიზუალში, 2 სკამის ტურის ჩათვლით, ძირითადად შავი ფერი სჭარბობდა. მიუხედავად იმისა, რომ არა ერთხელ გამოგვეცხადა ულამაზესი სოფო ნიჟარაძე მისთვის დამახასიათებელ პასტელური, თბილის ფერის ლუქში, სტეფანე თავის ფერად და ყოველდღიურ სტილში, ჟიურის წევრები და წამყვანები, როგორც ჩანს უპირატესობას მაინც შავს ანიჭებენ.
სოფო ნიჟარაძე X ფაქტორის ამ სეზონზე ხშირად გამოგვეცხადა მთლიანად შავ ლუქში. მიუხედავად იმისა, რომ ჟიურის ეს კონკრეტული წევრი თავისი ემოციურობითა და სინაზით გამოირჩევა, საკმაოდ კარგად ირგებს გლამურულ შავ ფერს.
მიუხედავად იმისა, რომ ლელა წურწუმია მუსიკალური პროექტის, X ფაქტორის ეთერში გასვლიდან მოყოლებული თავის ვიზუალს სხვადასხვა დეტალით ამრავალფეროვნებს, მისი გარეგნობის ძირითადი და დომინანტი ფერი, ყოველთვის შავია.
უნდა აღინიშნოს, რომ გარდა X ფაქტორისა, სხვადასხვა გადაცემებსა და შოუებში, მომღერალ ლელა წურწუმიას, ტელეეკკრანებზე ძირითადად შავ ფერში გამოწყობილს ვხედავთ.
რამდენიმე გადაცემაში, ჟიურის ყველა წევრი, მათ შორის პროექტის წამყვანებიც კი, შავი ფერის სამოსით იყვნენ შემოსილები.
მიუხედავად იმისა, რომ სოფო, როგორც წესი, თავის ჩაცმულობაში რამდენიმე ფერს უხამებს ერთმანეთს, მის გარეგნობაში ყოველთვის არის შავი ფერის დომინანტი დეტალი.
ყველასთვის ცნობილია, რომ სტეფანეს ძალიან უყვარს ფერადი სამოსი და ეთერში გასულ პირველ რამდენიმე გადაცემაში მან არაჩვეულებრივად მოირგო მწვანე ფერი. უნდა აღინიშნოს, რომ სტეფანე ჟიურის ამპლუაში არა ერთხელ წარსდგა მთლიანად შავებში შემოსილი და მან, ფერადი ტანსაცმლის მიმართ სიყვარულის მიუხედავად შესანიშნავად მოიხდინა ლეგანტური იმიჯი.
გიორგი გაბუნიას ერთ კონკრეტულ სტილსა და იმიჯზე საუბარი რთულია, თუმცა, ისიც ჟიურის სხვა წევრების მსგავსად, X ფაქტორის ამ სეზონზე არა ერთხელ წარსდგა შავ ლუქში შემოსილი.
გარდა ჟიურის წევრებისა, პროექტის წამყვანებიც, როგორც ჩანს უპირატესობას ელეგანტურ და დახვეწილ შავი ფერის ტანისამოსს ანიჭებენ. ულამაზესი და უსაყვარლესი რუსკა მაყაშვილი არა ერთხელ ვიხილეთ ელეგანტურ შავ კაბასა და შავ პიჯაკში ჩაცმული.
თუ რატომ გვეცხადება X ფაქტორის ჟიური ძალიან ხშირად შავი ფერის ტანისამოსში, ამის მიხვედრა რთული არ უნდა იყოს: შავი ყველაზე სრულყოფილი ფერია სამყაროში, რომელიც ყველა ფერის ერთობლიობით მიიღება და რაც მთავარია - Black is always elegant!
თემები: სტილი, მოდა, ტრენდი, მუსიკა, კონკურსი, სატელევიზიო შოუ, X ფაქტორი, ჟიური, ქართული შოუბიზნესი