მშობლები

როგორ უნდა გაიგოთ რა სიმაღლის გაიზრდება თქვენი შვილი - გამოთვლის მარტივი მეთოდი

როგორ უნდა გაიგოთ რა სიმაღლის გაიზრდება თქვენი შვილი - გამოთვლის მარტივი მეთოდი

გთავაზობთ ბავშვის სავარაუდო სიმაღლის გამომთვლელ მარტივ მეთოდს, რომელსაც პედიატრები ხშირად იყენებენ.

რა თქმა უნდა, ეს არ არის ზუსტი კალკულაცია, მაგრამ ცდომილების ალბათობა მხოლოდ +- 5 სმ-ია.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენი შვილის სიმაღლე ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია როგორც გენეტიკაზე, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებასა და ჩვევებზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მეტაბოლიზმზე, კვებაზე, სპორტულ აქტივობასა და გარემოზე.

გთავაზობთ სიმაღლის გამოთვლის მარტივ მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ, დაახლოებით რამდენი სანტიმეტრი გაიზრდება თქვენი შვილი.

საჭიროა მამისა და დედის სიმაღლის სმ-ში ცოდნა და ასევე, გასათვალისწინებელია ბავშვის სქესი.

ბიჭის შემთხვევაში სიმაღლის გამოთვლა შესაძლებელია შემდეგი მეთოდით - მამის სიმაღლეს მიუმატეთ დედის სიმაღლე (სმ-ში), მიღებული შედეგი გაყავით ორზე და მიუმატეთ 6,5. მაგ. მამა - 182 სმ + დედა 160 სმ = 342სმ. თუ ამ ციფრს ორზე გავყოფთ 171-ს მივიღებთ. 171 + 6,5 =177,5. სწორედ ესაა შვილის მოსალოდნელი სიმაღლე.

როგორ გამოვთალოთ გოგონას სიმაღლე - მამის სიმაღლეს მიუმატეთ დედის სიმაღლე, შედეგი გაყავით ორზე და გამოაკელით 6,5 . მაგ: მამა 182 სმ + დედა 160 სმ=342 სმ. თუ ამ ციფრს ორზე გავყოფთ 171-ს მივიღებთ. 171 - 6,5 = 164,5. სწორედ ესაა გოგონას მოსალოდნელი სიმაღლე.



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>