სტილი

გეშინოდეთ - რას ჩაიცვამენ მოდის მიმდევარი მამაკაცები 2017 წლის ზაფხულში

გეშინოდეთ - რას ჩაიცვამენ მოდის მიმდევარი მამაკაცები 2017 წლის ზაფხულში

ზაფხული მოგვიახლოვდა. შვებულების, ცხელი პლიაჟის, მონატრებული რუჯის დრო... და კომბინიზონების ხანა. კომბინიზონების? დიახ! სწორედ ის უნდა გახდეს, ინტერნეტში აჟიოტაჟის მიხედვით, მოდის მიმდევარი მამაკაცების საზაფხულო გარდერობის ვარსკვლავი.

მამაკაცებო, გეშინოდეთ 2017 წლის ზაფხულის. ხომ შეიძლება თქვენმა ქალებმა გადაწყვიტონ, რომ თქვენ არასაკმარისად მოდურად გამოიყურებით და გაჩუქონ მამაკაცის კომბინეზონს შორტებთან ერთად. და მერე რას იზამთ, სად გაექცევით მოდას?

გეშინოდეთ - რას ჩაიცვამენ მოდის მიმდევარი მამაკაცები 2017 წლის ზაფხულში

მამაკაცის კომბინიზონს უწინასწარმეტყველებენ, რომ ამ ზაფხულს გარდერობის ყველაზე მოთხოვნადი დეტალი გახდება. ასე რომ არ გაგიკვირდეთ და ეცადეთ გაოცებულმა არ უყუროთ ასეთ კომბინიზონში გამოწყობილ მამაკაცს. ისინი უბრალოდ ცდილობენ იყვნენ ტრენდულები.

გეშინოდეთ - რას ჩაიცვამენ მოდის მიმდევარი მამაკაცები 2017 წლის ზაფხულში

ბოროტების ფესვი კი უნდა kickstarter -ზე სრულიად უწყინარ კამპანიაში ვეძებოთ. ზედმეტად შემოქმედებითი ახალგაზრდების ჯგუფმა სახელწოდებით ACED Design ყველა მსურველს შესთავაზა ზაფხულისთვის შეეძინათ ნატურალური ბამბის მსუბუქი მამაკაცის კომბინეზონი. მათი თქმით, სწორედ ეს არის - მომავლის სამოსი, რომელიც დამუშავებულია ექსკლუზიურ თანამშრომლობით საუკეთესო ფეშენ-კონსულტანტებთან.

გეშინოდეთ - რას ჩაიცვამენ მოდის მიმდევარი მამაკაცები 2017 წლის ზაფხულში

ყველაფერი ასე დარჩებოდა მორიგი უცნაური და არასიცოცხლისუნარიანი დიზაინის მყუდრო ჩარჩოებში, პროექტს რომ პირველივე დღეს არ მოეგროვებინა 15 000 დოლარზე მეტი მოთხოვნილი 10-ის ნაცვლად. დღეს კი, კამპანიის დასრულებამდე 22 დღით ადრე, არც ისე ორიგინალური სახელწოდების რომპერის ყიდვის მსურველებმა მის შემქმნელებს 365 000 დოლარი მოუტანეს. მარტივად რომ ვთქვათ, ინტერნეტი აფეთქდა.

გეშინოდეთ - რას ჩაიცვამენ მოდის მიმდევარი მამაკაცები 2017 წლის ზაფხულში



<a href="http://www.novate.ru">http://www.novate.ru</a>