სტილი

CROSTY - ნაბიჯით თავისუფლებისკენ!

CROSTY - ნაბიჯით თავისუფლებისკენ!

ყოველი ახალი თაობა, ახალი ხმაა, რომელიც მკაფიოდ, მხოლოდ საუკეთესოსა და ძვირფასს ირჩევს. თუ ფიქრობთ, რომ საუკეთესოზე არჩევანის შეჩერება მარტივია, ცდებით. ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი, რისი მიღწევაც ადამიანს შეუძლია, თავისუფლებაა, რაც უსაშველოდ დიდ შრომასთან, კონკურენციასთან, ძალისხმევასთან, ინოვატორულობასთან, რისკთან და შემოქმედებითობასთან მჭიდრო კავშირშია. მიუხედავად სირთულისა, ახალგაზრდა თაობის ხმა, რომელიც ისმის სკოლებიდან, უმაღლესი სასწავლებლებიდან, ოფისებიდან, სახლებიდან, ბარებიდან, ანდეგრაუნდ კლუბებიდან, ფესტივალებიდან, გაშლილი სივრცეებიდან, პარაშუტიდან და ზოგჯერ, გალაქტიკიდანაც კი, ირჩევს მნიშვნელოვანსა და საუკეთესოს, ამ არჩევანით, ყოველ ჯერზე უფრო მეტად უახლოვდება თავისუფლებას, როგორც უმთავრეს ღირებულებას.

აღსანიშნავია, რომ ამ ურთულეს ამოცანას, ახალგაზრდა თაობა თავისი შეუპოვარი ხასიათის შედეგად ხსნის. სწორედ ამ შეუპოვრობის დამსახურებით იქმნება ის, რასაც საკუთარ თავზე ნარატივის თხრობა თავად შეუძლია, ის, რაც ამკვიდრებს სტანდარტს და იძლევა მიმართულებებს მხოლოდ წინ!

CROSTY - ნაბიჯით თავისუფლებისკენ!

საბედნიეროდ, საქართველოში თაობა, რომლის მთავარ ღირებულებას თავისუფლება წარმოადგენს, საკმაოდ პრინციპულია და დღესდღეობით, ჩვენი ქვეყნის სახელი, მათი დამსახურებით, სხვადასხვა სფეროში მსოფლიოს ძალიან ხმამაღლა ესმის. ამ თაობამ უარი თქვა დაბალ სტანდარტებზე და თავისი, რთულად განსახორციელებელი, თუმცა არა შეუძლებელი არჩევანი, უკვე გააკეთა.

თავისუფლება, მოძრაობა, შეუპოვრობა და თავგადასავლები, რომლითაც რეალურად ცხოვრება მართლაც სავსეა, იქცა ერთ-ერთი ქართველი ახალგაზრდის შთაგონებად, აერჩია რთული, თუმცა საუკეთესო და შეექმნა CROSTY. შესაძლოა დაუჯერებელია, თუმცა, ფაქტია, რომ საქართველოში იქმნება პროდუქცია, რომელიც მსოფლიოს ისეთ წამყვან ბრენდებს, როგორიც არის Givenchy, Philipp Plein, Balenciaga და სხვ. არაფრით ჩამოუვარდება. 

CROSTY - ნაბიჯით თავისუფლებისკენ!

CROSTY ქართული ბრენდია, რომელიც გლუვი ტყავის გამოყენებით ფეხსაცმელს ქმნის. ჯერ კიდევ, რამდენიმე წლის წინ არსებულ ჩვენს რეალობაში, ხარისხიანი ფეხსაცმლის წარმოება განსაკუთრებულ შესაძლებლობებთან და უნარებთან იყო დაკავშირებული, თუმცა ფაქტია, რომ დღეს CROSTY მის შესაქმნელად იყენებს იმ მასალასა და ძირს, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი ბრენდები იყენებენ.

ბრენდის შექმნის იდეა 2015 წელს გაჩნდა, სწორედ ამ დროს დაიწყო CROSTY-ს პირველ პროდუქტზე მუშაობაც, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, აირჩიო საუკეთესო ან იყო საუკეთესო სულაც არ არის მარტივი. მანამ, სანამ ბრენდი ქართულ ბაზარზე გამოჩნდებოდა, იქმნებოდა ფეხსაცმლის უამრავი ვერსია საბოლოო და საუკეთესო ვერსიის შესაქმნელად. CROSTY ბაზარზე 2016 წლის ნოემბერში გამოჩნდა იმ სტანდარტით, რომელსაც იგი დღეს გვთავაზობს.

იდეის ავტორი, რომელიც ამავდროულად ფეხსაცმლის დიზაინსაც ქმნის გიორგი მიქაიაა. მან ძმასთან და პარტნიორებთან ერთად შექმნა CROSTY - მინიმალისტური ვიზუალის მქონე ფეხსაცმელი, რომელიც არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომია.

CROSTY - ნაბიჯით თავისუფლებისკენ!

აღსანიშნავია ისიც, რომ CROSTY თავისი ინდივიდუალური და მინიმალისტური დიზაინით საშუალებას იძლევა მოირგო ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ სტილზე, გამიყურებოდე ტრენდულად, მსუბუქად დახვეწილად და მოქმედებდე თავისუფლად.

ამის საშუალებას ისიც იძლევა, რომ ბრენდის მიერ შექმნილი ფეხსაცმელი UNISEX-ია. CROSTY-ს ისევე არ აქვს გენდერი, როგორც, ადგილი, სადაც მისი ჩაცმა მიზანშეწონილია. ბრენდი ფერთა ფართო არჩევანის საშუალებას იძლევა, შესაბამისად, გემოვნების მიხედვით მისი მორგება შეუძლია ყველას, განურჩევლად პროფესიისა და საქმიანობისა. ყველას, ვისთვისაც მთავარი ღირებულება თავისუფლება და განვითარებაა, ვინც დამოუკიდებელია, ვინც არსოდეს იხევს უკან, სულ მოძრაობაშია და ცხოვრებისგან მაქსიმალურის მიღებას ცდილობს.

როგორც TREND.-ისთვის ცნობილია CROSTY-ს მომხმარებელი ბრენდთან ერთად დაიხვეწა. მის მიმართ დაინტერესება თავიდანვე მაღალი იყო, ხოლო შეფასებები დადებითი. ამჟამად, CROSTY სწრაფი ტემპით იზრდება, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ იგი მსოფლიოს 13 ქვეყანაში უკვე იყიდება. ბრენდი აქტიურად მუშაობს მის გაფართოვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ძალიან მალე ნიუ იორკსა და რიგაშიც გეგმავს პროდუქციის შეტანას.

CROSTY - ნაბიჯით თავისუფლებისკენ!

ქართველ მომხმარებელს, გარდა ვებგვერდისა, ბრენდის პოვნა კოტე აფხაზის N22-ში, მაღაზიაშიც DOTS TBILISI შეუძლია.

შეიძლება ითქვას, რომ ბრენდი ძალიან კარგად უსვამს ხაზს იმ მნიშვნელოვან ფასეულობებს, რაც ახალგაზრდა თაობის არჩევანია. ამას კი თავისი ხარისხით, სტანდარტით, ინდივიდუალიზმითა და მინიმალიზმით ახერხებს. იგი მაგალითია იმისა, რომ ყველაზე ძლიერი თაობა ყველაზე ძლიერი იდეების მატარებელია, რომელიც ყოველთვის ისხამს ფრთებს. CROSTY-სთან ერთად კი ნებისმიერ გარემოში სიმსუბუქისა და ფრთების შეგრძნება გარანტირებულია, რადგან ის გესაუბრება მთავარზე - იარო ნაბიჯით წინ თავისუფლებისკენ!

ავტორი: ქეთა კანდელაკი



Trend.ge