ერთად ყოფნის რა ეტაპზეც უნდა იყოთ, უპირველესად საკუთარ თავს ჰკითხე: როგორ გრძნობ თავს ურთიერთობაში? ყოველ დილით ბედნიერი და კმაყოფილი იღვიძებ იმის გამო, რომ გყავს ადამიანი, რომელიც შენთვის იდეალურად მიგაჩნია? თუ პირიქით, იღვიძებ ეჭვით, რომ რაღაც შეიცვალა და ერთმანეთს შორის კავშირს ვეღარ გრძნობთ?

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოდესმე გქონია წვრილმანი ეჭვები ურთიერთობის მიმართ, ეს დაგეხმარება, გააანალიზო და დაფიქრდე, რამე ახალი ნიშნები ხომ არ ჩნდება თქვენს ურთიერთობაში.

თუ შეამჩნევ, რომ რაღაც ცვლილებები იკვეთება, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რაღაც მთავრდება. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმის მიმანიშნებელია, რომ საჭიროა საკმაოდ დიდი ძალისხმევა, რათა მოსპო ბზარები, რომლებიც ურთიერთობაში ჩნდება და გამოასწორო მდგომარეობა მანამ, სანამ გვიან არ არის.

1. იმედგაცრუებული ხარ

ფოტო: shutterstock

ხომ არ გგონია, რომ საკუთარი პარტნიორის მიმართ დღითი დღე იმედები გიცრუვდება? აქვს მას რაიმე თვისება, რის გამოც იგი თავიდან საყვარლად გეჩვენებოდა, ახლა კი მისი ეს თვისება ნერვებს გიშლის? ბოლო დროს შენი პარტნიორის მიმართ გაღიზიანებას გრძნობ და ეს სრულიად უმიზეზოდ ხდება? თუ, უბრალოდ, შენიშნე, რომ შენი პარტნიორიც იმედგაცრუებულია და წარმოდგენა არ გაქვს, რატომ?

იმედგაცრუების შეგრძნება ხშირად დაკავშირებულია მიზნის მიუღწევლობასთან. ურთიერთობებში ეს მაშინ ვლინდება, როცა ორ ადამიანს ერთმანეთისგან განსხვავებული ან ურთიერთსაწინააღმდეგო მიზნები აქვთ.

თუ ორივეს სხვადასხვა რამ გსურთ, სანამ იმედგაცრუება თანდათან შემოგეპარება, აღმოაჩენ, რომ სხვა გზით მიდიხარ. შესაძლოა, ეს იყოს საერთო სახლის ყიდვის სურვილი, ან რა მიირთვათ სადილად, ან გყავდეთ თუ არა შვილები. რაც უნდა იყოს, თქვენ გსურთ ურთიერთობა და ამიტომ აუცილებელია, თქვენი მიზნები ერთმანეთს გაუზიაროთ და შემდეგ გააერთიანოთ.

იმედგაცრუება განიხილე ნიშნად იმისა, რომ არც ისე სწორ ურთიერთობაში იმყოფებით და ეცადე, შეცვალო რამე. თუ მოვლენებს მიუშვებ იქითკენ, რომ მეტად გაგიმძაფრდეს იმედგაცრუება, თანდათან საკუთარი თავისა და ურთიერთობის რწმენას დაკარგავ. ამის შედეგად კი იმედგაცრუება სიბრაზეში გადაიზრდება.

2. ძალიან გაბრაზებული ხარ

ფოტო: shutterstock

როდესაც თქვენი მრავალი მცდელობა, მიაღწიოთ საერთო ან საკუთარ მიზნებს, მუდმივად კრახს განიცდის, იმედგაცრუება გაბრაზებაში გადაიზრდება ხოლმე. შესაძლოა, მიზანი ძალიან პრიმიტიულ რამეს წარმოადგენდეს, მაგალითად, წვიმიან ამინდში ძაღლის გასეირნებას, მაგრამ, თუ მთელი დღის განმავლობაში სხვა საერთო მიზნებს ვერ ახორციელებთ, ამ მარტივ გეგმასაც ვერ გაართმევთ თავს და თქვენში სიბრაზე იფეთქებს.

პრობლემები ურთიერთობაში მაშინ ჩნდება, როცა ერთმანეთს იმედს მრავალჯერ გაუცრუებთ. როცა ერთმანეთს მუდმივად ეჯახებით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ გაბრაზებისა და კამათის ფონზე რაიმეს შეცვლის მოტივაცია გაგიჩნდებათ, ამიტომ გაცილებით ხშირად იქცევით დესტრუქციულად, რაც, ცხადია, სასურველ შედეგს არ მოგიტანთ.

მაგალითად, როცა გაბრაზებული ხარ, ხშირად ავლენ დესტრუქციულ, ურთიერთობისთვის დამანგრეველ ქმედებებს (საზოგადოებაში, მეგობრებისა და ოჯახის თანდასწრებით უპატივცემულოდ ელაპარაკები პარტნიორს). შესაბამისად, რადგან ძალიან გაღიზიანებული ხარ, შეგნებულად არყევ ურთიერთობას, რომელიც უკვე ისედაც ძალიან მყიფეა.

თუ ურთიერთობა განრისხების ეტაპამდე მივა, ეს ნიშნავს, რომ დროა, გაჩერდე. ეს ენერგია გამოიყენე იმისთვის, რომ განსაზღვროთ საერთო მიზნები მანამ, სანამ ურთიერთობა დაინგრევა.

2. დაუცველობის გრძნობა განგრევს

ფოტო: shutterstock

თუ ურთიერთობა დიდი ხანია, ზედმეტად გაშფოთებთ, ორივენი თანდათან უარის თქმას იწყებთ ამ ურთიერთობაზე.

რა თქმა უნდა, უნდა ეცადო, თავი შორს დაიჭირო შეტაკებებისგან და საკუთარი თავის მიმართ რწმენის დაკარგვის საშიშროება აიცილო თავიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში გაგიჩნდება დაუცველობის განცდა, რომელსაც იწვევს ეჭვიანობა, პარანოია. თანდათან მიხვდები, რომ საკუთარ თავზე კონტროლს კარგავ.

თქვენი საერთო მიზნები კი უფრო და უფრო შორს მოგეჩვენება. თუ დაუცველობის შეგრძნება გაქვს, შენი რეაქციები გაცილებით დიდ იმედგაცრუებასა და სიბრაზეს გამოიწვევს, რაც მეტ კონფლიქტს შექმნის. მიხვდები, რომ ფსკერისკენ ეშვები.

თუ დაუცველობის შეგრძნება გაქვს, ე.ი. ურთიერთობა კრიტიკულ ფაზაში შევიდა. პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა, ამ შემთხვევაში, საერთო მიზნების სწორად განსაზღვრა და საკუთარი თავის კონტროლია.

რა მინდა? როგორ უნდა მივაღწიო სასურველ მიზანს? დაუსვი ეს კითხვები საკუთარ თავს.

1. თავს მარტო გრძნობ

დაუცველობის გრძნობას, თავისი სხვა გამოვლინებებით, აუცილებლად მივყავართ მარტოობის შეგრძნებამდე. იმედგაცრუება და სიბრაზე ერთიანად დაგროვდა შენში. სავარაუდოდ, აღარც ინტიმური კავშირიც გაქვთ ერთმანეთთან, და აღარც ესაუბრებით ერთმანეთს.

აუცილებელია, ურთიერთობაში არსებულ პრობლემებს საღი გონებით შეხედო. მოაგვარო ისინი და წინსვლა განაგრძო. ისიც შესაძლოა, ვერ გაბედო სახლიდან წამოსვლა და კვლავ მათან ერთად იცხოვრო, თუმცა ეს ნამდვილად არ იქნება იგივე ცხოვრება.

ბევრი წყვილი ერთმანეთს თანდათანობით ივიწყებს, იმ პირობით, რომ ერთ ოთახში ცხოვრების შემთხვევაშიც კი ერთმანეთისგან სრულიად იზოლირებულები და განცალკევებულები იქნებიან.

თუ თავს მარტო გრძნობ, შესაძლოა, ძალიან გვიანია ურთიერთობის გამოსწორებაზე ფიქრი. მხოლოდ შენი გადასაწყვეტია, დაასრულებ თუ არა ურთიერთობას ამ ეტაპზე. მნიშვნელოვანია, მოქმედებაზე გადახვიდე ნაცვლად იმისა, რომ მარტოობის დამთრგუნველ გრძნობას დანებდე.

ეს რჩევები იმის გაგებაში დაგეხმარება, არის თუ არა თქვენი ურთიერთობა დასასრულის ზღვარზე. ეს მიწიერი ოთხი შეგრძნება გაგარკვევს, რამდენად სერიოზულია სიტუაცია, თუ კავშირს აღარ გრძნობ. არა აქვს მნიშვნელობა, ურთიერთობის რა ეტაპზე ხარ, სრულიად შესაძლებელია ურთიერთობის სწორად წარმართვა და მისი უკან შემობრუნება, რა თქმა უნდა, სანამ ძალიან გვიან არ იქნება.

სხვებისთვის, შესაძლოა, ეს იყოს გამოღვიძების ხმა, რომელიც ამბობს: „ამ ურთიერთობას აღარ ეშველება, დროა დაასრულო“.