მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში სახალისო კამპანია ვარდისფერი ფოტოებითა და ჰეშთეგით #11ივნისი გავრცელდა, საზოგადოებაში ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა. TREND.-მა გადაწყვიტა კამპანიის ირგვლივ არსებულ ყველა კითხვას უპასუხოს და ძალიან საინტერესო ამბავი მოგიყვეთ.
2009 წლიდან მოყოლებული, ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირი “ჰერა”, საქართველოში ძუძუს კიბოს მიმართ მიძღვნილ საქველმოქმედო “მარათონს სიცოცხლის გადასარჩენად” მართავს. მარათონის აუცილებლობა და საჭიროება, საერთაშორისო ფონდის, სიუზან კომენის ფონდის მიერ დამტკიცებულია და მისი პარტნიორობით, ყოველწლიურად ხორციელდება.
წელს აღნიშნული მარათონის თარიღი 11 ივნისია, რაც სახალისო კამპანიის იდეად იქცა. გამომდინარე იქედან, რომ ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ფრად აღიარებულია ვარდისფერი, კამპანიის თემატიკაც ამ ფერს მოიცავს. აღნიშნულ მარათონში საკუთარი ენთუზიაზმით ჩაერთო საზოგადოებასთან ურთიერთობის ორგანიზაცია Key Communications თავის საინიაციტივო ჯგუფთან ერთად, რომლის ორგანიზატორიც თათუშა არველაძეა. რაც შეეხება მარათონის ლოკაციასა და დროს, იგი ზაფხულის პირველი თვის ორ დღეს 10 და 11 ივნისს ჩატარდება. 10 ივნისის ლოკაციას ისთ ფოინთი წარმოადგენს, ხოლო 11 ივნისს მარათონი კუს ტბის მიმდებარე ტერიორიაზე იგეგმება.
ორ დღიანი მარათონი ძალიან ბევრ სხვადასხვა აქტივობას ითვალისწინებს. საქველმოქმედო ხასიათის მატარებელი ღონისძიებები, ძირითადად გამოფენა-გაყიდვას მოიცავს, ამასთან, სპორტულ და გასართობ ხასიათს ატარებს. 10 ივნისს მარათონის ფარგლებში ისთ ფოინთში იგეგმება ძუძუს კიბოს პრევენციის შინაარსის მქონე, ვარდისფერი სივრცის შექმნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი დიზაინერები, ქართული ბრენდები, სტარტაპები და საინტერესო სერვისები. მათ მიერ შექმნილი ვარდისპერი პროდუქცია Key Communication-ის მიერ ორგანიზებულ სივრცეში გამოიფინება და ისთ ფოინთის ნებისმიერ სტუმარს, საშუალება ექნება შეიძინოს მისთვის სასურველი ნივთი და ავტომატურად ჩაერთოს აქციაში. მსგავსი შინაარსის ღონისძიების გამართვას ითვალისწინებს 11 ივნისის თარიღიც, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კუს ტბის ტერიტორიაზე გაიმართება.
აღნიშნულ დღეს, კუს ტბაზე მოსულ ნებისმიერ მოქალაქესაც საშუალება ექნება დაათვალიეროს Key Commucications-ისა და საინიაციტივო ჯგუფის მიერ შექმნილი სხვადასხვა საინტერესო ლოკაცია: Pink Startup Market ზონა, რომელიც გამოფენა-გაყიდვის შინაარსის მატარებელი იქნება და ნებისმიერი მსურველი შეძლებს ავტომატურად ჩაერთოს საქაველმოქმედო ხასიათის მარათონში; მოეწყობა საბავშვო ზონა სპეციალურად მათთვის, ვინც კვირა დღის გატარებას ოჯახთან ერთად სწორედ კუს ტბის ტერიტორიაზე აპირებს. შესაბამისად, მშობლებს საშუალება ექნებათ დატოვონ ბავშვები მხიარულ და საიმედი ლოკაციაზე, თავად კი სრულფასოვნად ისიამოვნონ შექმნილი ატმოსფეროთი. ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვისა და თავგადასავლების მოყვარული ადამიანებისთვის იგეგმება ძალიან ბევრი სპორტული და გასართობი აქტივობა, რაშიც ჩართულები იქნებიან პროფესიონალი მწვრთნელები. ფიტნეს ზონა, კურა-კურას ვარდისფერი ზონა, სილამაზისა და ყვავილების ზონა, წარმოდგენების სივრცე - ეს იმის მცირე ჩამონათვალია, რისი დათვალიერება და რისით სარგებლობაც 10-11 ივნისის ფარგლებში სტუმრებს შეეძლებათ.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი არ აღნიშვნაც არასწორი იქნება, არის სპეციალურად ამ მარათონისთვის შექმნილი პროდუქცია, რაც Key Communications-მა დამოუკიდებლად უზრუნველყო და ბუნებრივია, საქველმოქმედო შინაარსს ატარებს. გამოფენა გაყიდვის ზონაში სტუმრებს სპეციალურად დამზადებული ვარდისფერი, შეფუთული ტკბილეულისა და Survival Bags – ვარდისფერი ჩანთების შეძენა შეეძლებათ. Survival Bags გაფორმებულია იმ მნიშვნელოვან ქალთა სახეებით, რომლებმაც კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ქალთა უფლებებისა და კეთილდღეობისთვის ძალისხმევის მაქსიმუმი გაიღეს, იქცნენ გადარჩენის, ძალის, ბრძოლისა და პოზიტიური ცვლილებების სიმბოლოებად - ქალი ეჟენ დელაკრუას ცნობილი ნაწარმოებიდან -“თავისუფლება ბარიკადებზე”; ფრიდა კალო; მალალა იუსაფზაი; ჟანა მოდილიანი.
ძუძუს კიბოთი მსოფლიოში ყოველი მეოცე ქალი ავადდება, ხოლო საქართველოში, დღეის მონაცემებით ყოველდღიურად ორი ქალი იღუპება. შესაბამისად, აღნიშნული მარათონი ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს ამ დაავადების პრევენციის თვალსაზრისით, ვინაიდან მარათონის ფარგლებში შემოსული თანხა სრულიად გადაირიცხება მარათონის ფონდში.
თემები: კამპანია, ქველმოქმედება, 11ივნისი, მკერდის კიბო, პრევენცია, მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად, საქველმოქმედო
Trend.ge
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია