ვარსკვლავები, რომლებიც ღიად საუბრობენ დეპრესიასა და მენტალური პრობლემების შესახებ
- 01.06.2017
1. ადელი - „მშობიარობის შემდეგ მქონდა დეპრესია და ის ძალიან მაშინებდა. მე ამის შესახებ არავისთვის მითქვამს. არაფრის კეთების ხალისი არ მქონდა. ჩემი რამდენიმე მეგობარი ზუსტად იგივე მდგომარეობაში იყო მშობიარობის შემდეგ.
2. ბიონსე - ბიონსემ აღიარა, რომ დეპრესიით იტანჯებოდა მას შემდეგ, რაც ჯგუფი “Destiny’s Child” დაიშალა. „არ ვჭამდი, არ მსურდა ოთახიდან გასვლა. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი პერიოდი იყო, მარტოობის ეტაპი. ვფიქრობდი, ვინ ვარ მე? ვინ არიან მეგობრები? “ - ამბობს ბიონსე.
3. მაილი საირუსი - მომღერალი იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც საშინელი დეპრესია სტანჯავდა. „ჩავიკეტე ოთახში რამდენიმე დღით და გარეთ გამოსვლა არ მსურდა. მამაჩემმა ოთახის კარი შემოამტვრია. საშინლად გამოვიყურებოდი. ვცდილობ ამის შემდეგ დეპრესია არ მომერიოს. ამ დროს კარგია, როცა ვინმეს ესაუბრები. ზოგს სამედიცინო ჩარევაც სჭირდება“, - ამბობს მაილი საირუსი.
4. დაკოტა ჯონსონი - „ზოგჯერ პანიკაში ვვარდები, არ ვიცი რას ვფიქრობ და რას ვაკეთებ. მაქვს საშინელი შპოთვა და პანიკა“.
5. ემა სტოუნი - „პირველად, როცა პანიკის შეტევა მქონდა,ჩემი მეგობრის სახლში ვიყავი და მე ვფიქრობდი, რომ სახლი დაიწვებოდა. დავურეკე დედას და სახლში წამიყვანა. მომდევნო სამი წელი მსგავსი ფიქრები მტანჯავდა. ვეკითხებოდი დედას როგორი იქნებოდა დღე და ერთსა და იმავე კითხვას ვუმეორებდი ყოველ 30 წუთში. მე უბრალოდ მჭირდებოდა დავრწმუნებულიყავი, რომ არავინ მოკვდებოდა, არაფერი შეიცვლებოდა“.
6. ლეიდი გაგა - „როცა ჩემი კარიერა დაღმასვლით მიდიოდა, ისე ვნერვიულობდი, რომ არაფერი მახსოვს. ტრავმირებული ვიყავი და მჭირდებოდა დრო, რომ ჩემი ფსიქიკისთვის მიმეხედა. ძალიან ბევრი ვიზრუნე იმაზე, რომ კარგად ვყოფილიყავი“.
7. სელენა გომესი - „აღმოვაჩინე რომ შიში, პანიკა და დეპრესია არ მტოვებდა ახალი გამოწვევების დროს. მსურს ვიყო ბედნიერი და ჯანმრთელი და გადავწყვიტე, რომ საუკეთესო გზა დეპრესიის თავიდან ასაცილებლად და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, არის დასვენება და განტვირთვა“.
8. ზეინ მალიკი - „მიყვარს ჩემი საქმე და არ მსურს სხვა რამის გაკეთება. ჩემი შიში კი ცოტა რთული ასახსნელია. მაშინაც კი, როცა იცი რისი გაკეთება გსურს, რა იქნება შენთვის კარგი, რა მოგიტანს სიამოვნებას და ბედნიერებას და მაინც გიპყრობს შიში, რომელიც გეუბნება, რომ წარმატებას ვერ მიაღწევ. ეს არის ბრძოლა საკუთარ თავთან“.
9. პრინცესა დაიანა - ის მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე ხმამაღლა საუბრობდა 1995 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში. „ეს ცხოვრებაში ძალიან რთული პერიოდია. დილით დგები, მაგრამ არ გსურს საწოლიდან ადგომა, დაბნეული ხარ და გაურკვევლობაში“, - ამბობდა პრინცესა დაიანა.
10. პრინცი ჰარი - „ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილს ვატარებ შემდეგი ფრაზის გამეორებაში - „მე კარგად ვარ“. 12 წლის ასაკში დავკარგე დედა და ამან ჩემს ფსიქიკაზე საშინლად იმოქმედა“, - ამბობს პრინცი. ჰარის თქმით, მას პანიკურად ეშინია ადამიანების დაკარგვის.
11. კრისტენ სტიუარტი - მსახიობი იხსენებს, რომ ურთულესი პერიოდი ჰქონდა 15-დან 20 წლამდე. აწუხებდა შიშები და პანიკური შეტევები. არ იცოდა როგორ განვითარდებოდა მისი ცხოვრება.
12. კარა დელევინი - „მოულოდნელად დეპრესიის ჭაობში აღმოვჩნდი და ეს ძალიან მტკივნეული პერიოდი იყო. არავის დანახვა არ მსურდა. მხოლოდ სიკვდილზე ვფიქრობდი. მსურდა საწოლიდან ადგომა, გარეთ გასვლა“.
13. ბრუკ შილდსი - მსახიობმა წიგნი მიუძღვნა იმ დეპრესიას, რომელიც მშობიარობის შემდეგ ჰქონდა. ის წერს, რომ ქალის ცხოვრებაში ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია. ამიტომ მნიშვნელოვანია ასეთ დროს ქალს ვინმე გვერდით ჰყავდეს და დეპრესიის დაძლებაში დაეხმაროს.
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები, დეპრესია
<a href="http://www.elle.com">http://www.elle.com</a>