LIFE

აწუხებენ თუ არა თაყვანისმცემლები მერაბ ამზოევს - X ფაქტორის ფავორიტი

აწუხებენ თუ არა თაყვანისმცემლები მერაბ ამზოევს -  X ფაქტორის ფავორიტი

ალბათ, იმის მიხვედრა თუ ვინ არის ქართველი ტელემაყურებლის, უფრო კონკრეტულად კი რუსთავი 2-სა და X ფაქტორის მაყურებლის ფავორიტი, რთული არ არის. ბუნებრივია, არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ მერაბ ამზოევის გულშემატკივართა უმრავლესობას ქალთა სქესი წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ალბათ იგი ერთადერთი კონკურსანტია, რომელმაც ყველაზე მეტად დაწყვიტა გული მაყურებელს, როცა მისი ოჯახური მდგომარეობა გაამხილა. 

აწუხებენ თუ არა თაყვანისმცემლები მერაბ ამზოევს -  X ფაქტორის ფავორიტი

მერაბს მეუღლე ძალიან უყვარს, სწორედ მისი დაჟინებული თხოვნით გადაწყვიტა პროექტში გამოჩენაც. თავად მიიჩნევდა, რომ ჯერ დიდი სცენისთვის მზად არ იყო. როგორც კონკურსანტი TREND.-თან საუბარში განმარტავს, იგი ჟიურის წევრებისგან ასეთ შეფასებას არ მოელოდა და გაოცებული დარჩა. აღნიშნავს, რომ საკუთარ შესაძლებლობებში იმდენად არ არის დარწმუნებული, რამდენადაც მისი მეუღლე, რომელიც მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარია, რაც ამ ეტაპზე კონკურსისთვის საჭირო მოტივაციას აძლევს. 

მერაბ ამზოევი ბოლო ორი წელია, რაც მუსიკალურ სფეროში მოღვაწეობს. მანამდე იგი სხვადასხვა სფეროში გახლდათ დასაქმებული. როგორც აღმოჩნდა, დიდ სცენამდე მერაბმა ძალიან მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული გამოცდილებები დააგროვა. იგი მუშაობდა ბარმენად, ხმის რეჟისორად, სხვადასხვა პროგრამების წამყვანად, დილერად კაზინოში, მენეჯერად, ადმინისტრატორად და ა.შ. 

აწუხებენ თუ არა თაყვანისმცემლები მერაბ ამზოევს -  X ფაქტორის ფავორიტი

ბოლო ორი წელია მერაბ ამზოევი უშუალოდ მუსიკალურ სფეროს ემსახურება. 1 წელი მუშაობდა ბათუმში, ერთ-ერთ ესპანურ რესტორანში, ახლა პროექტის პარალელურად სასტუმროშია დასაქმებული მომღერლად. როგორც თავად აღნიშნავს, იმის გამო, რომ X ფაქტორში გამოჩენამ მის მოლოდინს გადააჭარბა, იმედიც გაუჩნდა, რომ წარმატებისა და გამარჯვების შანსი აქვს. თუმცა, მერაბისგან განსხვავებით მისი მეუღლე ქმრის წარმატებაში და გამარჯვების დიდ შანსშიც აბსოლუტურად დარმწუნებულია. 

აწუხებენ თუ არა თაყვანისმცემლები მერაბ ამზოევს -  X ფაქტორის ფავორიტი

მერაბს მისი და მეუღლის ურთიერთობაზეც ვესაუბრეთ. იმის გამო, რომ კონკურსანტი გარდა მისი ვოკალური შესაძლებლობისა, გარეგნობითაც გამორჩეულია, გასაკვირი არ იქნებოდა გვეფიქრა, რომ თაყვანისმცემლების, განსაკუთრებით კი ქალთა სქესის ყურადღებით განებივრებულია. როგორც კონკურსანტმა განგვიმარტა, თაყვანისმცემლების ყურადღებას და გულშემატკივრობას გრძნობს, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ძალიან არ აწუხებენ. ეს საკითხი არც მეუღლესთან ურთიერთობაში უქმნის დისკომფორტს. მერაბის თქმით, ისინი ძალიან დიდი ხანია ერთად არიან, ერთმანეთს არაჩვეულებრივად იცნობენ და რაც მთავარია, ენდობიან. შესაბამისად, გოგონების ყურადღებასა და სიყვარულს მეუღლის ეჭვიანობა არ გამოუწვევია. 

აწუხებენ თუ არა თაყვანისმცემლები მერაბ ამზოევს -  X ფაქტორის ფავორიტი

მერაბ ამზოევის საყვარელი მუსიკოსების სია საკმაოდ მრავალფეროვანია. როგორც თავად ამბობს, მას განსაკუტრებით უყვარს შოტლანდიელი მუსიკოსი Paolo Nutini, ინგლისელი Chris Martin და ამერიკელი Chris Cornell. 

რაც შეეხება მომღერლის ცხოვრების წესს, აღმოჩნდა, რომ მერაბი პრიორიტეტს მშვიდი ცხოვრების სტილს ანიჭებს. აქტიურად ვარჯიშობს მეუღლესთან ერთად, ხშირად გადის ქალაქგარეთ ბუნებაში და დიდ დროს მის საყვარელ ქალთან ერთად ატარებს. 

აწუხებენ თუ არა თაყვანისმცემლები მერაბ ამზოევს -  X ფაქტორის ფავორიტი

როცა სამომავლო გეგმებზე ვკითხეთ, იმედი გამოთქვა, რომ მისთვის პროექტი წარმატების მომტანი გახდება. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ ასე არ მოხდა, მერაბი არ აპირებს მუსიკალური სფეროს მიტოვებას და ამ მიმართულებით საკუთარი თავის განვითარებას აპირებს.