როგორ უნდა ისაუბროთ პირველ პაემანზე თუ გსურთ რომ ურთიერთობა გაგრძელდეს?
- 04.06.2017
მკვლევარი და ავტორი წიგნისა „ყველა იტყუება“, სეთ სტეფან დავიდოვიჩი, ავლენს იმ სიტყვებსა და საუბრის შინაარსს, რომელიც პირველ პაემანს წარმატებულს ხდის და წყვილს ურთიერთობის გაგრძელებისკენ უბიძგებს.
მკვლევარი მეცნიერთა ჯგუფთან ერთად აკვირდებოდა წყვილებს პირველ პაემანზე.
მათ გამოავლინეს სიტყვები, რომლებიც მეორე პაემანს უდებს საფუძველს.
კაცს შეუძლია გაზარდოს თავისი შანსები მეორე პაემნის დასანიშნად, თუ ის აჩვენებს ქალს მხარდაჭერას და თანაგრძნობას. თუ ის იტყვის მსგავს ფრაზებს - „ეს საშიში უნდა იყოს“, ან „მკაცრად ჟღერს“, ქალი ამ დროს სიმპათიით ივსება. მას ასევე შეუძლია გაზარდოს შანსები, თუ ქალის ხუმრობებზე გაიცინებს.
ყველაზე ლამაზი სიტყვა ჰეტეროსექსუალი კაცის ყურისთვის პირველ პაემანზე არის „მე“. როცა ქალი უფრო მეტს საუბრობს საკუთარ თავზე, ეს სინამდვილეში არის ნიშანი იმისა, რომ ქალს მოსწონს მამაკაცი. ის თავს კომფორტულად გრძნობს, როცა მას გულს გადაუშლის.
მკვლევარები ამბობენ, რომ ქალი, რომელიც ფიქრობს, რომ პირველ პაემანზე საკუთარ თავში უნდა ჩაიკეტოს და არაფერი უთხრას თავისი ცხოვრების შესახებ პოტენციურ პარტნიორს, არასწორ გზას ადგას.
კაცებს უყვართ კარგად მოსაუბრე ქალები, გახსნილები, საინტერესო ისტორიებით. ასეთ ქალებთან მამაკაცებს ყოველთვის სურთ ურთიერთობის გაგრძელება.
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები, პაემანი
<a href="https://flipboard.com">https://flipboard.com</a>