ფსიქოლოგიური ტერორი, რომლის მსხვერპლიც შეიძლება ნებისმიერი თქვენგანი იყოს - რა არის „ნარცისისტული ძალადობა“?
- 04.06.2017
ყველა ჩვენგანს გაუგია სიტყვა - ნარცისიზმი. ნარცისი საკუთარ თავზე შეყვარებული, ეგოცენტრული ადამიანია. ადამიანის ნარცისიზმში შეგვიძლია ეჭვი შევიტანოთ მაშინაც კი, თუ ის სოციალურ ქსელებში ხშირად აქვეყნებს „სელფებს“.
მიუხედავად იმისა, რომ ნარცისიზმი ყველასთვისაა ცნობილია, ცოტას თუ გაუგია „ნარცისისტული ძალადობის“ შესახებ.
ნარცისისტული ძალადობა არის ემოციური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმა. ის ვლინდება ადამიანებში, რომელთაც სამყაროში მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებთ, არ აქვთ სხვებისადმი თანაგრძნობის განცდა, არიან სოციოპათები, ან ფსიქოპატები და არიან ნაკლებად სინდისიერნი.
მკვლევარი სანდრა ელ ბრაუნი თავის სტატიაში განმარტავს, რომ ამერიკაში 60 მილიონი ადამიანი არის ნარცისისტული ძალადობის მსხვერპლი.
ნარცისისტული ძალადობა შეიძლება გამოვლინდეს ოჯახში, სამეგობროში, სამსახურში და მისი აღმოჩენა უმეტეს შემთხვევაში დაგვიანებულია ხოლმე.
ძალადობის ეს ფორმა ფარულია და სიყვარულითა და ზრუნვითაა შენიღბული. მოძალადე მსხვერპლს მასზე ზრუნვას აიძულებს, თუმცა ისე, რომ მსხვერპლი ამას პირველ ეტაპზე ენთუზიაზმით აკეთებს და საერთოდაც ვერ ხვდება, რომ მსხვერპლია - ის თვლის, რომ მისი ზრუნვა საჭირო და აუცილებელია ადამიანზე, რომელიც რეალურად მასზე ემოციურ ტერორს ახორციელებს.
ნარცისისტული ძალადობა არც სასტიკი ფიზიკური მოპყრობაა და არც შეურაცხმყოფელი სიტყვებით ძალადობა - ეს არის მზაკვრული, განზრახ ეროზია ადამიანის თვითშეფასების. ეს არის ემოციური და ფსიქოლოგიური ძალადობის კომბინაცია, რომლის მიზანიც პიროვნების იდენტობის შელახვა და მასზე კონტროლის დამყარებაა. მოძალადეს ამის შემდეგ უმარტივდება მსხვერპლით მანიპულირება და მასზე ემოციური ძალადობა.
პარტნიორი, რომელიც ყოველთვის ტკბილი სიტყვებით გესაუბრებათ და ყოველ დღე გეუბნებათ, რომ უყვარხართ, შეიძლება თქვენზე ამ ფორმით ძალადობდეს.
ნარცისისტული ძლადობის მსხვერპლი არასოდეს გამოხატავს განსხვავებულ აზრს, ისეთს, რომელიც არ ემთხვევა პარტნიორის მოსაზრებას.
ნარცისისტული ძალადობა ადამიანს აყენებს ემოციურ ზიანს.
ის, რომ თქვენ შესაძლოა ახლაც ნარცისისტული ძალადობის მსხვერპლი ხართ, შეიძლება გამოხატული იყოს შემდეგით - თქვენ არ გაქვთ საკუთარი აზრი, ან გეშინიათ მისი გამოხატვის, გაქვთ დაბალი თვითშეფასება და დამოკიდებული ხართ მთლიანად მასზე, ვინც ამგვარ ძალადობას ახორციელებს თქვენზე, მისი სურვილები თქვენთვის ყველაფერზე მაღლა დგას და მზად ხართ ყველა თხოვნა შეუსრულოთ.
ემოციური და ფსიქოლოგიური ტერორი ნარცისისტული ძალადობის დროს ჩვეულებრივი რამაა.
ეს გაცილებით უფრო მტკივნეულია, ვიდრე ფიზიკური ძალადობა.
ფსიქოთერაპევტები ამბობენ, რომ უფრო რთულია ნარცისისტული ძალადობის მსხვერპლთა მკურნალობა, რადგანაც ეს არის ძალადობის სახეობა, რომელიც ადამიანი ფსიქიკას ანადგურებს.
ადამიანები, რომლებიც სამსახურში არიან ამგვარი ძალადობის მსხვერპლნი, ეკარგებათ მოტივაცია და ნაკლებად ნაყოფიერები არიან, მსხვერპლი ბავშვები გამოირჩევიან სკოლაში დაბალი აკადემიური მოსწრებით.
საზოგადოება ნაკლებ ინფორმირებულია ძალადობის ამ ფორმის შესახებ და ადამიანთა უმეტესობამ არ იცის რა მძიმე შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს ყოველივემ.
თემები: ფსიქოლოგია, ძალადობა, ძალადობა ოჯახში, ნარცისი, ნარცისები
<a href="https://psychcentral.com">https://psychcentral.com</a>