6 ხერხი იდეალური ძილისთვის, რომლითაც სარგებლობენ მსოფლიო სპორტსმენე
- 06.06.2017
როგორ უნდა დაწვეთ დასაძინებლად სწორად
ძილის გაზომვა 1,5-საათიანი ციკლებით
ერთი ასეთი ციკლის დროს ადამიანის სხეული გადის ძილის ყველა სტადიას, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის მუშაობის აღსადგენად. ზრდასრული ადამიანისთვის ოპტიმალურია დაიძინოს 5 ციკლი. გამოძინების საუკეთესო საშუალებაა - შეადგინო საკუთარი თავისთვის განრიგი:
ადგომა 6:30 - დაწოლა 23:00
ადგომა 7:00 - დაწოლა 23:30
ადგომა 8:00 - დაწოლა 00:30
ადგომა 9:00 - დაწოლა 01:30
თუ არ გამოგივიდათ ვადაში დაწოლა, უკეთესია დაიცადოთ 1,5 საათი, ვინაიდან ყოველთვის ჯობია გაიღვიძო ციკლის ბოლოს, ვიდრე შუაში.
1. ძილი ემბრიონის პოზაში
ძილის დროს მარჯვენა გვერდზე ემბრიონის პოზაში წოლა დაეხმარება თქვენს გულს ნორმალურ რეჟიმში იმუშაოს, ვინაიდან მისი უმეტესი ნაწილი მდებარეობს გულმკერდის მარცხენა ნახევარში.
2. არ დაიძინოთ მუცელზე
ასეთი მდგომარეობისას თქვენ მოგიწევთ ძილი მიბრუნებული თავით. ამის გამო კისრის კუნთები დააწვებიან არტერიებს, რომლებიც მიდიან თავის ტვინისკენ, რომელიც, თავის მხრივ, მიიღებს ნაკლებ სისხლს. ასეთი ძილის შემდეგ შეიძლება გქონდეთ თავის ტკივილი.
3. დააყენეთ საძინებელში ტემპერატურა 16-18˚C
ზედმეტად მაღალი ტემპერატურა გაუწყლობით ემუქრება ორგანიზმს დილისთვის.
4. აირჩიოთ სწორი საძინებლის ნივთები
ბალიში - დაბალი, საბანი - მიკროფიბრისგან (ეწყობა სხეულის ტემპერატურას), ლეიბის სიმაგრეს არა აქვს მნიშვნელობა.
5. მიაღწიეთ მაქსიმალურ ჩაბნელებას საძინებელში
საჭიროა არა მხოლო შუქის გამორთვა და სქელი ფარდების დაკიდება, არამედ ტექნიკის ყველა ანთებული ღილაკის დაფარვა.
6. სწორად გაანაწილეთ საკვები
არ ღირს გატაცება კოფეინითა და შაქრის მაღალი შემცველობის სითხეებით, ცხიმიანი კერძებით, რომლებიც აფერხებენ საჭმლის მონელებას და ამით მაღლა წევენ სხეულის ტემპერატურას.
თემები: ძილი, მამაკაცები, ქალები, რჩევები, ძილის რეჟიმის დარღვევა, საძინებელი
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>