2017 წლის ზაფხულის 5 ყველაზე ტრენდული ქვედაბოლო, რომელიც ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს
- 07.06.2017
არ არსებობს ქალი, რომელსაც ერთი ქვედაბოლო მაინც არ ჰქონდეს გარდერობში. ათწლეულების მანძილზე მოდის ცვლილების მიუხედავად მისი მხოლოდ ფორმა, სიგრძე ან ფერები იცვლება. რეალურად კი ყოველთვის წამყვან ადგილს იკავებს ქალის გარდერობში.
გთავაზობთ 5 ქვედაბოლოს, რომელიც განსაკუთრებულად ტრენდულია 2017 წელს. ამიტომ უმჯობესია, დროულად განაახლოთ გარდერობი.
1. ჯინსის მოკლე ქვედაბოლო, ნახევრად კლასიკური სტილის
შესანიშნავი არჩევანია. მარტივი და კომფორტული. თეთრი მაისურის ჩაცმისა და სანდლების შემთხვევაში, სპორტულად, მაგრამ ქალურად გამოიყურებით.
2. მიდი ქვედაბოლო ქალებისთვის
2017 წლის მოდის ტენდეცია სწორედ საშუალო სიგრძეა ქვედაბოლოებში. იდეალურია ასეთი ჩაცმულობა სამსახურში, რადგან ძალიან კომფორტულია და ზაფხულის სიცხეც ნაკლებად შეგაწუხებთ. არც იმაზე მოგიწევთ ნერვიულობა სათანადოდ თუ არ ხართ გარუჯული.
3. მაქსიმალურად გრძელი ქვედაბოლო
ათწლეულების მანძილზე და ჯერ კიდევ საუკუნეების წინ ყველაზე მოდური და აუცილებელი გახლდათ გრძელი ქვედაბოლო ქალის გარდერობში. თუ ძალიან გიყვართ ეს სიგრძე, ეცადეთ, რომ არჩევანი კონკრეტულად ამ სტილზე შეაჩეროთ. ქვედაბოლო არ უნდა იყოს ვიწრო, სიარულისას დაშვებული კალთების საშუალებით კომფორტულად უნდა გრძნობდეთ თავს.
4. გრძელი, გამჭვირვალე ქვედაბოლო ზღვისთვის
სასურველია ნაჭერი შიფონის თუ იქნება. ასევე აუცილებელი მოთხოვნაა, რომ იყოს ფერადი და ელეგანტური. პლიაჟზე არანაკლებ შთაბეჭდილებას მოახდენთ მამაკაცებზე, ვიდრე ამას სექსუალური საცურაო კოსტიუმით შეძლებთ.
5. ყველა დროის, ყველაზე მოდური კლასიკური ქვედაბოლო
კლასიკური ქვედაბოლო, რომელსაც მეორე სახელი უბრალოდ „ფანქარი“ ჰქვია. არ აქვს სეზონს, წელს მნიშვნელობა, მას ყოველთვის საპატიო ადგილი უნდა ეჭიროს თქვენს გარდერობში, რადგან ნამდვილად შეუცვლელია. ეცადეთ, ძალიან მჭიდრო არ იყოს და კომფორტულად გქონდეთ ტანზე.
თემები: სტილი, მოდა, ტანსაცმელი, ქალები, რჩევები
<a href="https://www.gorgeousgirl.com">https://www.gorgeousgirl.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია