LIFE

ვარდისფერი ქველმოქმედებისთვის ისთ ფოინთში

ვარდისფერი ქველმოქმედებისთვის ისთ ფოინთში

10 ივნისს 12:00 საათიდან გართობისა და შოპინგის ქალაქი Fashion for Pink საქველმოქმედო კამპანიას მასპინძლობს. კამპანია ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენის მნიშვნელობისა და მკურნალობის მეთოდების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ისახავს მიზნად.

10 ივნისის კამპანიის ფერი ვარდისფერია, რაც ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ფრად არის საერთაშორისოდ აღიარებული. შესაბამისად, ღონისძიებები, რომლებიც გართობისა და შოპინგის ქალაქში 10 ივნისს იგეგმება, სწორედ ვარდიფერში იქნება გადაწყვეტილი.

ვარდისფერი ქველმოქმედებისთვის ისთ ფოინთში

Pink Pop-up Shop 10 ივნისის ერთ-ერთი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის შინაარსის მატარებელი იქნება. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ისთ ფოინთი უმასპინძლებს ქართველ დიზაინერებს, ცნობილ ბრენდებს, სტარტაპერებს და სხვადასხვა სერვისებს, რომლებიც მათ მიერ შექმნილ თუ წარმოებულ ვარდისფერ პროდუქციას შესთავაზებენ სავაჭრო ცენტრის სტუმრებს და ჩაერთვებიან საქართველოს მარათონში სიცოცხლის გადასარჩენად.

10 ივნისს ისთ ფოინთის სტუმრებს საშუალება ექნებათ 11 ივნისს, კუს ტბის ტერიტორიაზე დაგეგმილი მარათონისთვის რეგისტრაციაც გაიარონ. გაიყიდება სპეციალურად ამ დღისთვის, ძლიერი და ლიდერი ქალების თემატიკაზე შექმნილი ჩანთები.

10 ივნისის ღონისძიება ერთგვარი მოსამზადებელი კამპანიაა 11 ივნისის მარათონისთვის. კამპანიის ფარგლებში შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში.