სილამაზე

სახის სამმაგი წმენდა მამაკაცებისთვის: DEFY DIRT FIGHTER

სახის სამმაგი წმენდა მამაკაცებისთვის: DEFY DIRT FIGHTER

კოსმეტიკის ქართული ბაზარი მამაკაცის სახის და სხეულის მოვლის საშუალებებით განებივრებული ნამდვილად არ არის. ბოლო დროს გაზრდილი ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები თანასწორად ნეგატიურად აისახება როგორც ქალის, ასევე — მამაკაცის სახის კანზე. ამიტომაც დღის წესრიგში ეფექტური გამწმენდი საშუალების არსებობა დგება, რომელიც ჩვენს კანს მთელი დღის განმავლობაში დაგროვილი ჭუჭყისგან გაათავისუფლებს.

სახის სამმაგი წმენდა მამაკაცებისთვის: DEFY DIRT FIGHTER

TREND-ის ყურადღება ახალმა კოსმეტიკურმა პროდუქტმა — DEFY DIRT FIGHTER-მა მიიპყრო: მამაკაცებს ხშირად ეზარებათ, თავის მოვლას დიდი დრო დაუთმონ, სამმაგი ეფექტის მქონე კრემიც სწორედ ამ მიზეზით შეიქმნა: ის გამწმენდის, მსუბუქი სკრაბის და საპარსი ქაფის ფუნქციებს ითავსებს.

სახის სამმაგი წმენდა მამაკაცებისთვის: DEFY DIRT FIGHTER

DEFY DIRT FIGHTER-ის ეფექტს კოსმეტიკურ ბაზარზე დანერგილი სრულიად ახალი ტექნოლოგია — ფორმულა NVIRO-P განაპირობებს. NVIRO-P იმ აქტიური ინგრედიენტების კომბინაციითაა შექმნილი, რომლებიც სახის კანს ატმოსფეროს დაბინძურების შედეგად დალექილი მავნე ნაწილაკებისგან ათავისუფლებს. ყველა ინგრედიენტი ბუნებრივი ნედლეულისგანაა მიღებული, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების გაჩენას და ანელებს დაბერების პროცესს. DEFY DIRT FIGHTER-ის ხანგრძლივი მოხმარებისას კანის სტრუქტურაც თანთათან უმჯობესდება.

სახის სამმაგი წმენდა მამაკაცებისთვის: DEFY DIRT FIGHTER

DEFY DIRT FIGHTER-ში შემავალი ნივთიერებებია:

  • ზღვის პროტეობაქტერიების ექსტრაქტი, რომელიც სწრაფად ანადგურებს ფორებში ჩამჯდარ ჭუჭყს
  • კოლაგენი, რომელიც კანს გამოშრობისა და სტრესისგან იცავს
  • ბოსტნის დანდურის ექსტრაქტი — ბუნებრივი საშუალება, რომელსაც ანთებასაწინააღმდეგო და გაღიზიანების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია
  • მოცვის, შაქრის ლერწმის, შაქრის ნეკერჩხლის, ფორთოხლის და ლიმონის ექსტრაქტები, რომლებიც კანის უჯრედების განახლებას ემსახურება
  • მწარე ფორთოხლის ზეთი კი კანის ზედაპირზე კონცენტრირებულ ბაქტერიებს ანადგურებს და ლიფტინგის (მოჭიმულობის) ეფექტი აქვს.
სახის სამმაგი წმენდა მამაკაცებისთვის: DEFY DIRT FIGHTER

მთლიანობაში DEFY DIRT FIGHTER-ის მოქმედებით კანი სუფთავდება, ტენიანდება, რბილდება და მისი ფერიც ერთგვაროვანი ხდება. DEFY DIRT FIGHTER-ი ასევე ეფექტურად ებრძვის მცირე ზომის ლაქებს და სახეზე გაპარსვის შემდეგ გაჩენილი სიწითლეებს. მას აკნეთი დაავადებულ და ცხიმიან კანზეც მოიხმარენ.