LIFE

10 პირველი ლედი, რომელთა ამბავიც ამტკიცებს, რომ ყველა ქალს აქვს თავის საიდუმლო

10 პირველი ლედი, რომელთა ამბავიც ამტკიცებს, რომ ყველა ქალს აქვს თავის საიდუმლო

ყველა ქალს აქვს პატარა საიდუმლო და სისუსტე, თუმცა მათი დამლვა განსაკუთრებით რთულია, როცა ქვეყნის პირველი ლედი ხარ და როცა მთელი ერი შენს ყოველ ნაბიჯს გამადიდებელი შუშით აკვირდება.

გთავაზობთ ისეთ დეტალებს სხვადასხვა ქავეყნების პირველი ქალების ცხოვრებიდან, რომელთა დამალვასაც ისინი დიდი მონდომებით ცდილობდნენ:

1. ჟაკლინ კენედი (აშშ) - იმ პერიოდში, როცა აშშ-ს პირველი ლედი ჟაკლინ კენედი იყო, თამბაქოს მწეველი ქალები საზოგადოების კრიტიკის ობიექტები ხდებოდნენ და ეს არ იყო მიღებული. ჟაკლინი ცდილობდა დაემალა რომ თამბაქოს მომხმარებელი იყო. თეთრი სახლი მკაცრად უკრძალავდა ფოტოგრაფებს რომ ჟაკლინი მოწევის დროს გადაეღოთ. 

10 პირველი ლედი, რომელთა ამბავიც ამტკიცებს, რომ ყველა ქალს აქვს თავის საიდუმლო

2. პრინცესა დაიანა (ინგლისი) - დღეს ბევრს სჯერა, რომ პრინც ჩარლზის პირველი ცოლი სრულყოფილი იყო. ადამიანთა ძალიან მცირე ნაწილმა თუ იცის, რომ ამ მშვენიერ ქალს არ მოსწონდა თავისი სხეული. პრინცესას სტანჯავდა ბულემია და ახლა ხშირად ამ დაავადებას „პრინცესას საიდუმლო დაავადებას“ უწოდებენ. 

10 პირველი ლედი, რომელთა ამბავიც ამტკიცებს, რომ ყველა ქალს აქვს თავის საიდუმლო

3. მერი ტოდ ლინკოლნი (აშშ) - მერი ტოდ ლინკოლნი მდიდარი ოჯახიდან იყო. ის სიამოვნებას იღებდა თეთრი სახლისთვის მდიდრული ნივთების შეძენაში. მას არ შეეძლო გაეკონტროლებინა თავი, როდესაც საქმე ფულის ხარჯვას ეხებოდა. საბოლოოდ ის გაეხვა დიდ სკანდალში, როდესაც გაირკვა, რომ ჯარისთვის განკუთვნილი თანხა არამიზნობრივად ჰქონდა დახარჯული. 

10 პირველი ლედი, რომელთა ამბავიც ამტკიცებს, რომ ყველა ქალს აქვს თავის საიდუმლო

4. იმელდა მარკოსი (ფილიპინები) - იმელდა ფილიპინების მეათე პრეზიდენტის ქვრივია და კიდევ ერთი პირველი ლედია, რომელიც ფულის ხარჯვის სიყვარულითაა გამორჩეული. თანამემამულეები მას „ფოლადის პეპელას“ უწოდებენ. ის შეპყრობილი იყო შოპინგით და სხვადასხვა ძვირფასეულობის ყიდვით და რაც მთავარია, ამას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე აკეთებდა. როდესაც პრეზიდენტი მარკოსი და მისი მეუღლე სამხედრო გადატრიალების შემდეგ ქვეყნიდან წავიდნენ, პრეზიდენტის სახლში, იმელდას აპარტამენტში 1000 წყვილი ძვირადღირებული ფეხსაცმელი აღმოაჩინეს. 

10 პირველი ლედი, რომელთა ამბავიც ამტკიცებს, რომ ყველა ქალს აქვს თავის საიდუმლო

5. ნენსი რეიგანი (აშშ) - ნენსი რეიგანი დაინტერესებული იყო ასტროლოგიით და რეგულარულად დადიოდა პირად ასტროლოგთან, იღებდა და ითვალისწინებდა მის რჩევებს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი იყო რონალდ რეიგანის. ნაკლებად ცნობილი კი ისაა, რომ ნენსი რჩევას პრეზიდენტს ასტროლოგთან კონსულტაციის შემდეგ აძლევდა. 

10 პირველი ლედი, რომელთა ამბავიც ამტკიცებს, რომ ყველა ქალს აქვს თავის საიდუმლო

6. ჰელენ ტაფტი (აშშ)- ჰელენი აშშ-ის პრეზიდენტის, უილიამ ჰოვარდ ტაფტის მეუღლე იყო. მისი ცხოვრება თეთრ სახლში აკრძალვების ერას დაემთხვა. ის აკრძალვებს არ ითვალისწინებდა. ესწრებოდა წვეულებებს და მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლური სასმელის მირთმევა აკრძალული იყო, თავისუფლად მიირთმევდა შამპანიურს. 

10 პირველი ლედი, რომელთა ამბავიც ამტკიცებს, რომ ყველა ქალს აქვს თავის საიდუმლო

7. კარლა ბრუნი (საფრანგეთი) - კარლა ბრუნი საფრანგეთის 23-ე პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ცოლია. ერთ-ერთ ინტერვიუში კარლა ამბობდა, რომმას მოსწონს როდესაც ერთდროულად რამდენიმე თაყვანისმცემელი ჰყავს. კარლა არ იყო ტრადიციული ქორწინების მომხრე და ხიბლავდა ურთიერთობაში მრავაფეროვნება. 

10 პირველი ლედი, რომელთა ამბავიც ამტკიცებს, რომ ყველა ქალს აქვს თავის საიდუმლო

8. რეიჩელ ჯეკსონი (აშშ)- რეიჩელი ამერიკის მეშვიდე პრეზიდენტის, ენდრიუ ჯეკსონის ცოლია, წყვილი 1794 წელს დაქორწინდა. შოკისმომგვრელი სიმართლე პრეზიდენტის არჩევნების დროს გამოაშკარავდა - აღმოჩნდა, რომ ენდრიუ რეიჩელის ერთადერთი ქმარი არ ყოფილა. ის დაქორწინდა ენდრიუზე და ამავდროულად განქორწინებული არ იყო თავის პირველ ქმართან, ლუის რობარდსთან. 

10 პირველი ლედი, რომელთა ამბავიც ამტკიცებს, რომ ყველა ქალს აქვს თავის საიდუმლო

9. ბერნადიტ შირაკი (საფრანგეთი) - ის საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაკ შირაკის ცოლია და პატივსაცემ ქალად მიიჩნევა. ის ღირსეულად ატარებდა პირველი ლედის ტიტულს და კარგად მალავდა ქმრის ბნელ მხარეებს. ყოველთვის უარყოფდა საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას პრეზიდენტის სხვადასხვა სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ და ამბობდა, რომ მსგავსი არაფერი ხდებოდა, თუმცა მათი ოჯახური საიდუმლო ბოლოს მაინც გამოაშკარავდა. 

10 პირველი ლედი, რომელთა ამბავიც ამტკიცებს, რომ ყველა ქალს აქვს თავის საიდუმლო

10. დედოფალი რანია ალ აბდულა (იორდანია) - რანია იორდანიის მეფის, აბდულა მეორის ცოლია. ის ყოველთვის გამოიყურება და იქცევა თავისი სტატუსის შესაბამისად. მაგრამ რანიას აქვს ერთი სისუსტე - მას უყვარს ოქროსფერი ფეხსაცმელები, რომელიც შემკულია ძვირფასი ქვებით. ეს ფეხსაცმელები რეალურად ძალიან მძიმეა და რთული სატარებელი, თუმცა დედოფალი ცდილობს ეს არ შეიმჩნიოს.

10 პირველი ლედი, რომელთა ამბავიც ამტკიცებს, რომ ყველა ქალს აქვს თავის საიდუმლო



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>