LIFE

11 რამ, რასაც ქალები და მამაკაცები განსხვავებულად აკეთებენ

11 რამ, რასაც ქალები და მამაკაცები განსხვავებულად აკეთებენ

1. სამოსს იხდიან განსხვავებულად - როდესაც მამაკაცი იხდის მაისურს, მას მიაქვს ხელები მხრების უკან, ხოლო ქალი ხელებს წინ სწევს და ამ გზით ცდილობს სამოსის გახდას.

11 რამ, რასაც ქალები და მამაკაცები განსხვავებულად აკეთებენ

2. ამთქნარებენ განსხვავებულად - დამთქნარების დროს კაცები უმეტესწილად პირზე მუშტად შეკრულ ხელს იფარებენ, ხოლო ქალები გაშლილ ხელს. ეს ალბათ იმიტომ, რომ ქალებს სურთ უფრო ელეგანტურები და ქალურები გამოჩდნენ.

11 რამ, რასაც ქალები და მამაკაცები განსხვავებულად აკეთებენ

3. განსხვავებულად ესმით - ქალებს აქვთ უფრო განვითარებული სმენა, ვიდრე კაცებს. ქალის ტვინი პროგრამირებულია ბავშვის ტირილის მოსმენაზე. თუმცა მამაკაცებს შეუძლიათ უკეთ გარკვნენ, თუ საიდან მოდის ხმა, ვიდრე ქალებს.

4. სხდებიან განსხვავებულად - ქალებს, როგორც წესი, მოსწონთ ფეხის ფეხზე გადადება, ან როცა სხედან ფეხები ერთმანეთთან მჭიდროდ აქვთ მიბჯენილი. მამაკაცები კი ამბოჯიბენენ რომ ჯდომისას ფეხები ერთმანეთისგან დაშორებული ჰქონდეთ. ეს იმიტომ, რომ ქალები და კაცები განსხვავებული სტილის სამოსსს ატარებენ. ამასთანავე, მამაკაცებისთვის ეს ჯდომის ინსტინქტური პოზიციაა და ეს პოზა ხაზს უსვამს მათ მამაკაცურობას.

11 რამ, რასაც ქალები და მამაკაცები განსხვავებულად აკეთებენ

5. მარჯვენას და მარცხენას არჩევენ განსხვავებულად - კაცებს მარჯვენა და მარცხენა არასოდეს ეშლებათ, მაგრამ თუ ქალს ჰკითხავთ, რომელია მარცხენა ხელი, თქვენ ვერ მიიღებთ მყისიერ პასუხს. ხშირად ისინი დახედავენ ბეჭედს, ან ფიქრობენ რომელი ხელით წერენ და ამის შემდეგ გიპასუხებენ.

6. ხედავენ განსხვავებულად - მამაკაცს შეუძლია შორი მანძილიდან დაინახოს კარგად, უმეტესი მათგანის თვალი გამადიდებელ შუშის მსგავსადაა, თუმცა შეუძლიათ ხედვა სწორხაზოვნად და ვერ ამჩნევენ ვერასოდეს რა ხდება მათ გვერდით. სწორედ ამიტომაა რომ ვერასოდეს პოულობენ საკუთარ წინდებს, საცვლებს და ზოგჯერ მანქანის გასაღებსაც კი. რაც შეეხება ქალებს, ისინი ხედავენ ყველაფერს რაც მათ გარშემო ხდება. ამის გამოა რომ ქალები უფრო ნაკლებად ხვდებიან ავტოსაგზაო შემთხვევებში.

11 რამ, რასაც ქალები და მამაკაცები განსხვავებულად აკეთებენ

7. განსხვავებულად იცვამენ აბაზანის ხალათს - ქალები, როგორც წესი, მჭიდროდ იჭერენ ხალათის თოკებს მაშინ, როცა მამაკცებს ის თავისუფლად აქვთ. ამბობენ, რომ ქალები ასე იმიტომ იქცევიან, რომ სურთ მათი ფიგურა გამოიკვეთოს. კაცებს კი ეს სრულებით არ ადარდებთ.

11 რამ, რასაც ქალები და მამაკაცები განსხვავებულად აკეთებენ

8. განსხვავებულად აღიქვამენ ადამიანებს - როცა ქალი უცხო ადამიანებით სავსე ოთახშია, ის ყურადღებით აკვირდება გარშემომყოფებს და მარტივად ასხვავებს ვისთან დაამყარებს კარგ ურთიერთობას და ვისთან არა და განარჩევს მარტივად ვის როგორი ხასიათი აქვს. თუმცა როცა მსგავს სიტუაციაში კაცია, ის ეძებს ნაცნობ სახეებს. კაცს არ შეუძლია გაიგოს, რას გრძნობს ქალი, სანამ ქალი ამას პირდაპირ არ ეტყვის. თუმცა მიუხედავად ამისა, ქალს ყოველთვის აქვს მოლოდინი, რომ კაცი მიხვდება იმ სიგნალებს რასაც უგზავნის.

9. განსხვავებულად აკეთებენ საქმეს - კაცებს, როგორც წესი, შეუძლიათ მხოლოდ ერთ საქმეზე კონცენტრირება და რამდენიმე საქმეს ერთად ვერ აკეთებენ. მაგალითად, თუ მას რაიმეს ჰკითხვათ იმ მომენტში, როცა წვერს იპარსავს, დიდი ალბათობით ის სახეს გაიჭრის. რაც შეეხება ქალებს, ბევრი მიიჩნევს, რომ მათ ერთდროულად ბევრი საქმის კეთება შეუძლიათ.

10. პრობლემებს უმკლავდებიან განსხვავებულად - ხშირად როცა ქალს აქვს პრობლემა, ის ამის შესახებ უამბობს დედას, საუკეთესო მეგობარს, ქმარს, ან შეიძლება ადამიანს, რომელიც ავტობუსში მის გვერდით ზის. ის წერს ამის შესახებ დღიურში, წერს პოსტებს სოციალურ ქსელში და რაც უფრო მეტად განიხილავს და საუბრობს პრობლემის შესახებ, მით უფრო უმარტივდება მასთან გამკლავება. როცა კაცს აქვს პრობლემა, სავარაუდოა, რომ ის ტელევიზორის წინ დაჯდება და სიჩუმეში გაატარებს დროს. მისთვის პრობლემებთან გამკლავება უფრო მარტივია თუ არის მშვიდ გარემოში და თავად ეძებს პრობლემის გადაჭრის გზას. რთულ პერიოდში მასთან მისვლა და რჩევების მიცემა უარყოფითად მოქმედებს.

11 რამ, რასაც ქალები და მამაკაცები განსხვავებულად აკეთებენ

11. ინფორმაციას იმახსოვრებენ განსხვავებულად - ქალის მეხსიერება უზარმაზარ კარადას ჰგავს, უამრავი თაროთი, სადაც ყველა ინფორმაციას თავისი ადგილი აქვს. ქალები იმახსოვრებენ ყველაფერს, რაც მათ გარშემო ხდება, რასაც გარშემომყოფები ეუბნებიან - დაბადების დღეებს, ახსოვთ რა სთხოვა დედამ, მეგობარმა, რომელიმე სხვა ადამიანმა, ვის რა საჭმელი უყვარს.კაცები იმახსოვრებენ მხოლოდ იმას, რასაც თვლიან, რომ მათთვის მნიშვნელოვანია.



<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>