1. თქვენი პიროვნების მასშტაბი განისაზღვრება პრობლემის სიდიდით, რომელსაც შეუძლია გამოგიყვანოთ წყობილებიდან.
2. სანამ დეპრესიისა და დაქვეითებული თვითშეფასების დიაგნოზს დაუსვამთ საკუთარ თავს, დარწმუნდით, რომ იდიოტებით არ ხართ გარემოცული.
3. ამოცანად გახადო ადამიანის ბედნიერება, ეს არ შედიოდა სამყაროს შექმნის გეგმაში.
4. ყველაფერი, რასაც აკეთებთ ლოგინში, შესანიშნავია და აბსოლუტურად სწორი. მთავარია ეს ორივეს მოგწონდეთ.
5. სექსუალურ გადახრად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ სექსის სრული არარსებობა, ყველაფერი დანარჩენი - გემოვნების საკითხია.
6. იმ მომენტში, როდესაც ადამიანი იწყებს ფიქრს ცხოვრების აზრისა და ფასეულობების შესახებ, უკვე შეიძლება ჩათვალო ის ავადმყოფად.
7. პირველი ადამიანი, რომელმაც ქვის ნაცვლად ისროლა გინება, იყო ცივილიზაციის შემქნელი.
8. იდეალური, მარადიული, სიძულვილისგან თავისუფალი სიყვარული არსებობს მხოლოდ დამოკიდებულსა და ნარკოტიკს შორის.
9. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან უცნაურ დროში და გაკვირვებით აღვნიშნავთ, რომ პროგრესი ფეხდაფეხ მიდის ბარბაროსობასთან.
10. რაც უფრო უმწიკვლოა ადამიანი გარედან, მით უფრო მეტი დემონი ჰყავს მას შიგნით.
11. როცა მაკრიტიკებენ, მე შემიძლია დავიცვა თავი, მაგრამ შექების საწინააღმდეგოდ მე უძლური ვარ.
12. ჩვენ არასოდეს არ ვართ ისეთი დაუცველები, როგორც მაშინ, როცა გვიყვარს, და არასოდეს ისეთი უიმედოდ უბედურები, როგორც მაშინ, როდესაც ვკარგავთ სიყვარულს.
13. სისულელის პირველი ნიშანია სირცხვილის სრული არარსებობა.
14. ადამიანები უფრო მორალურები არიან, ვიდრე ფიქრობენ, და შედარებით უფრო ამორალურები, ვიდრე შეუძლიათ წარმოიდგინონ.
15. დიდი ნაწილი იმისა, რაც რეალურად ჩვენშია, ვერ ვითავისებთ და ის, რასაც ვგრძნობთ, - არარეალურია.
16. თითოეული ნორმალური ადამიანი სინამდვილეში ნორმალურია მხოლოდ ნაწილობრივ.
17. ხანდახან სიგარა - ეს უბრალოდ სიგარაა.
თემები: ბედნიერება, ურთიერთობა, წარმატება, რჩევები
<a href="https://www.adme.ru/">https://www.adme.ru/</a>