LIFE

10 ფილმი ოჯახური ცხოვრებისა და ღირებულებების შესახებ

10 ფილმი ოჯახური ცხოვრებისა და ღირებულებების შესახებ

ოჯახი და ნათესავები ძალიან დიდ როლს თამაშობენ ჩვენს ცხოვრებაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უამრავი ფილმი არსებობს. გთავაზობთ 10 გამორჩეულ ფილმს:

1. „ტკბილი ნოემბერი“ (Sweet November) - ფილმი ღრმა მნიშვნელობისაა. შრომისმოყვარე ნელსონი სამსახურის გარდა გარშემო ვერაფერს ხედავს, მაგრამ სიცოცხლით სავსე, მაცდური და ფილოსოფიური აზროვნების სარა მას სულ სხვანაირს დაინახავს. ფილმი გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია გვერდით გვყავდეს მოსიყვარულე ადამიანი.

10 ფილმი ოჯახური ცხოვრებისა და ღირებულებების შესახებ

2. “ხოცვა” (Carnage) - ფილმი ოჯახური ცხოვრების სხვადასხვა მხარეს, საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს და მოზარდებზე მათ გავლენას გვიჩვენებს.

10 ფილმი ოჯახური ცხოვრებისა და ღირებულებების შესახებ

3. “გაზაფხულის იმედები “(Hope Springs) - ეს არის ძალიან მძაფრი ფილმი, რომელიც სიყვარულის ძალაში დაგარწმუნებთ. ფილმის მთავარი გმირები 30 წელზე მეტია ქორწინებაში იმყოფებიან და ჩანს, რომ მათ აქვთ ყველაფერი რაც სურთ - ლამაზი შვილები, შვილიშვილები, სახლი და უდარდელი ცხოვრება. მათ აქვთ ყველაფერი გარდა ერთმანეთის მიმართ გრძნობებისა. ურთიერთობის აღსადგენად და ვნების გასაღვიძებლად წყვილი ექიმ ფელდთან დადის, რომელიც ოჯახურ პრობლემებზე მუშაობს.

10 ფილმი ოჯახური ცხოვრებისა და ღირებულებების შესახებ

4. “ნათლია” (The Godfather) - ბანალური განგსტერული ბრძოლების გარდა, ფილმი სავსეა დიალოგებით ოჯახური ღირებულებებისა და ფასეულობების შესახებ.

10 ფილმი ოჯახური ცხოვრებისა და ღირებულებების შესახებ

5. “მართალი ტყუილები” (True Lies) - ფილმი მოგვითხრობს ოჯახის შესახებ. ჰარი მოსიყვარულე ქმარია. მისი ცოლი, ელენი თვლის, რომ ის კომპიუტერების გაყიდვების მენეჯერია და წარმოდგენაც არ აქვს იმის შესახებ, რომ ჰარი სინამდვილეში საიდუმლო აგენტად მუშაობს. ჰარი ვეღარ ახერხებს ორმაგი ცხოვრების გაგრძელებას. ის ცოლთან ერთად ტერორისტების ხელში აღმოჩნდება.

10 ფილმი ოჯახური ცხოვრებისა და ღირებულებების შესახებ

6. “დიდი თევზი” (Big Fish) - ვაჟი მომაკვდავ მამასთან ჩადის და თავისი მშობლის უკეთ გაცნობას ცდილობს. „დიდი თევზი“ კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ მოვყვეთ გულისამაჩუყებელი ოჯახური ისტორიები, ვისაუბროთ ოჯახურ ფასეულობებზე, სიყვარულზე და სიკვდილზე გადაჭარბებული პათეტიკისა და მელოდრამის გარეშე.

10 ფილმი ოჯახური ცხოვრებისა და ღირებულებების შესახებ

7. „მოღალატე“(Unfaithful) - კონი სამნერს მშვიდი ოჯახური ცხოვრება აქვს, მაგრამ ყველაფერი შეიცვლება მას შემდეგ, რაც ქალი ახალგაზრდა მამაკაცს შეხვდება და უწევს არჩევანის გაკეთება ოჯახსა და საყვარელს შორის.

10 ფილმი ოჯახური ცხოვრებისა და ღირებულებების შესახებ

8. „შთამომავლები“ (The Descendants) - ქმარი აღმოაჩენს, რომ ცოლი ღალატობს. თავის ორ ქალიშვილთან ერთად ის გადაწყვეტს, რომ იპოვოს ცოლის საყვარელი და ოჯახის გადაარჩინოს.

10 ფილმი ოჯახური ცხოვრებისა და ღირებულებების შესახებ

9. “ფიცი” (The Vow) - ფილმი მოგვითხრობს მოსიყვარულე ცოლ-ქმარზე, რომელთა ცხოვრებაც ავტოავარიის შემდეგ იცვლება. ავარიის შემდეგ ცოლს მეხსიერება ეკარგება, ხოლო ქმარი ცდილობს მას თავი თავიდან შეაყვაროს.

10 ფილმი ოჯახური ცხოვრებისა და ღირებულებების შესახებ

10. „მოდი, ვიცეკვოთ“ (Shall We Dance) - მთავარ გმირს აქვს ჩვეულებრივი ცხოვრება -ჰყავს ერთგული ცოლი და მშვენიერი ქალიშვილი. მის ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა, მაგრამ რაღაც მაინც აკლია. ერთ საღამოს, როცა ის სამსახურიდან სახლში მატარებლით ბრუნდება, ხედავს ულამაზეს ქალს ბაქანზე და ერთ დღესაც გადაწყვეტს, რომ ჩამოვიდეს მატარებლიდან და ქალს შეხვდეს.

10 ფილმი ოჯახური ცხოვრებისა და ღირებულებების შესახებ



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>