მშობლები

მოზარდების ფოტოების 4 სახეობა, რომლებიც სოციალურ ქსელში საკუთარ შვილებს არ უნდა გამოუქვეყნოთ

მოზარდების ფოტოების 4 სახეობა, რომლებიც სოციალურ ქსელში საკუთარ შვილებს არ უნდა გამოუქვეყნოთ

მშობლები აღრთოვანებით და ძალიან ხშირად აქვეყნებენ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ბავშვების ფოტოებს. მათ სურთ, რომ თავიანთი შვილების ცხოვრების ყველა დეტალი გამოაქვეყნონ, სხვებსაც გაუზიარონ და იამაყონ მათით.

ზოგიერთს ავიწყდება, რომ ინტერნეტი პოტენციურად საშიში ადგილია და ჩვენი ვალდებულებაა, რომ დავიცვათ შვილები.

გთავაზობთ ბავშვების ფოტოების 4 ტიპს, რომელიც ინტერნეტში არ უნდა გამოაქვეყნოთ:

1. ფოტო სადაც სხვისი შვილებიც არიან აღბეჭდილნი - ყველას აქვს საკუთარი პოზიცია სოციალურ ქსელში შვილის ფოტოს გამოქვეყნებასთან დაკავშირებით და სანამ ფოტოს გამოაქვეყნებთ და მონიშნავთ,ჰკითხეთ მათ მშობლებს და პატივი ეცით მათ აზრს. შესაძლოა, სულაც არ სურთ, რომ შვილის ფოტოები ინტერნეტში იყოს. 

მოზარდების ფოტოების 4 სახეობა, რომლებიც სოციალურ ქსელში საკუთარ შვილებს არ უნდა გამოუქვეყნოთ

2. ფოტო, სადაც აღბეჭდილია თუ რომელ სკოლაში, ან საბავშვო ბაღში დადის თქვენი შვილი - ვფიქრობთ, რომ სკოლაში ბავშვი დაცულია და უსაფრთხო, თუმცა გახსოვდეთ. რომ ამ სამყაროში აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო არ არსებობს. თუ აქვეყნებთ ფოტოს, სადაც აღბეჭდილია ბავშვი საკლასო ოთახში, ან სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დარწმუნდით, რომ სკოლის სახელი, ან რაიმე მახასიათებელი, რითაც სკოლის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი ფოტოზე ასახული არაა. 

მოზარდების ფოტოების 4 სახეობა, რომლებიც სოციალურ ქსელში საკუთარ შვილებს არ უნდა გამოუქვეყნოთ

3. მოზარდის შიშველი ფოტოები - თქვენ თვლით, რომ ის ძალიან საყვარელია, ამიტომაც აქვეყნებთ მის შიშველ ფოტოებს, თუმცა არსებობს რისკი, რომ ეს ფოტო „ბოროტ ხელში“ აღმოჩნდეს. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ვიღაცისთვის თქვენი პატარას შიშველი ფოტო შეიძლება სექსუალურად აღიქმებოდეს, ამიტომაც უმჯობესია, დაიცვათ შვილები და არ გამოაქვეყნოთ მათი შიშველი ფოტოები ინტერნეტში.

მოზარდების ფოტოების 4 სახეობა, რომლებიც სოციალურ ქსელში საკუთარ შვილებს არ უნდა გამოუქვეყნოთ

4. ნუ გამოაქვეყნებთ ისეთ ფოტოებს, რისი გასაჯაროებაც მოზარდს არ სურს - არსებობს ფოტოები, რომელთა გასაჯაროებაც მოზარდებს არ სურთ და უმჯობესია, დაჰყვეთ მათ ნებას, პატივი ეცით მის სურვილს. შეიძლება ფოტოზე თქვენთვის უჩვეულო არაფერია, მაგრამ არის რაღაც დეტალი, რის გამოც მას არ სურს რომ ეს ფოტო სხვებმა ნახონ. 

მოზარდების ფოტოების 4 სახეობა, რომლებიც სოციალურ ქსელში საკუთარ შვილებს არ უნდა გამოუქვეყნოთ



<a href="https://www.popsugar.com">https://www.popsugar.com</a>